კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ დააყენებინა ლავრენტი ბერიამ საბჭოთა მზვერავებს მოსასმენი აპარატურა ეიფელის კოშკზე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი პავლეს ძე ბერია მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მიწურულიდან სიკვდილამდე მსოფლიოში ყველაზე ინფორმირებული ადამიანი იყო და მასზე მეტ საიდუმლო ინფორმაციას არავინ ფლობდა... ისტორიკოს-პუბლიცისტი სტეპან ბუტურლაკინი წერს: „პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დღის წესრიგში მწვავედ დადგა ინფორმაციების სწრაფად მოპოვებისა და მათი რეალიზაციის საკითხი. ამან კი სადაზვერვო სტრუქტურების მუშაობის გაუმჯობესების საკითხი წამოჭრა. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მთავრობებმა თავიანთ დაზვერვებს დაფინანსება საგრძნობლად გაუზარდეს, თუმცა მათ მუშაობაში მაინც ბევრი ხარვეზი იყო. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ჩვენგან (საბჭოთა კავშირი) განსხვავებით, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები მაინც სწორხაზოვნად მუშაობდნენ. ისინი თავიანთი მუშაობის პრიორიტეტად მოსყიდვას იყენებდნენ და რადგან მათ ბევრი ფული და ოქრო ჰქონდათ, ეგონათ, რომ ნებისმიერ საჭირო ინფორმაციას სწორედ ამ გზით მოიპოვებდნენ. თუმცა, ცდებოდნენ. მოსყიდვა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია დაზვერვის საქმეში, მაგრამ არა – მთავარი... და ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურს სათავეში ლავრენტი ბერია ჩაუდგა. პირველივე გაფართოებულ თათბირზე ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ ჩვენი ახალი ხელმძღვანელი ძალიან გონიერი, გამოცდილი ადამიანი და უბადლო „ჩეკისტი“ იყო. მას დაწვრილებით ჰქონდა შესწავლილი საბჭოთა სამსახურის მუშაობის მეთოდები და პირდაპირ გვითხრა:
– მეგობრებო, დავასკვენი, რომ ინფორმაციის მოპოვებას ჩვენი მზვერავები ასიდან ოთხმოცდათექვსმეტ შემთხვევაში ფულის, ანუ მოსყიდვის მეთოდით ახორციელებენ. მე, რა თქმა უნდა, ამ მეთოდს არ უარვყოფ, მაგრამ მხოლოდ ასე მუშაობა გაუმართლებელია. არც ფული და ოქროა ულევი და ყველა როდის თანხმდება გამყიდველობას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება სტრატეგიული მნიშვნელობის, ზესაიდუმლო ინფორმაციებს. ასეთ დროს უფრო მიზანშეწონილია, ეგრეთ წოდებული, იდეურობა და არც ობიექტის კომპრომეტაციაა ურიგო ხერხი. ამგვარად, ჩვენი მუშაობის მეთოდები ამ კუთხით უნდა გავაფართოვოთ და აუცილებლად დავუმატოთ ტექნიკური საშუალებები...
და მართლაც, ლავრენტი ბერიამ იმავე თათბირზე დაგვიდო აგენტურასთან მუშაობის გაფართოებული გეგმა, რომელიც ფაქტობრივად, არც კი საჭიროებდა დახვეწას და თითქმის სრულყოფილი იყო. ერთ კვირაში კი „ლუბიანკაზე“ (საბჭოთა უშიშროების შტაბ-ბინა), ეგრეთ წოდებულმა, „ტექნიკურმა განყოფილებამ“ ახალი დირექტივები მიიღო. დაფინანსება გაუოთხმაგდა და უახლესი, ძირითადად, რადიოელექტრონული სპეცაპარატურა შეიძინა, გააუმჯობესა და სულ რაღაც 13-14 თვეში არნახულ პროგრესს მიაღწია...“
საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიას მიერ შემუშავებული მეთოდებითა და ძირითადი მიმართულებებით მოქმედებდა „კაგებე“ საბჭოეთის დაშლამდე, ანუ ბერიას მკვლელობიდან კიდევ თითქმის 40 წლის განმავლობაში და კოლოსალურ წარმატებებს აღწევდა. ნიშანდობლივია, რომ ბერიას მითითებით, 1939 წელს საბჭოთა უშიშროებაში რადიოელექტრონული მოწყობილობა შეიმუშავეს. მისი მეშვეობით თითქმის 500 მეტრის რადიუსში შესაძლებელი იყო ნებისმიერი საუბრის მოსმენა როგორც ქუჩაში, ასევე, შენობებში. ეს მოწყობილობა 1939 წლის მიწურულს საბჭოთა მზვერავებმა პარიზის სიმბოლოზე, ეიფელის კოშკზე დაამონტაჟეს და 1960 წლამდე, 21 წლის განმავლობაში, ფუნქციონირებდა. ეს საიდუმლო კი მხოლოდ მას შემდეგ გამჟღავნდა, როდესაც საბჭოთა მეთაურმა ნიკიტა ხრუშჩოვმა 1960 წელს პრეზიდენტ დე გოლთან შეხვედრისას წამოაყრანტალა ფრაზა, რომელიც ფრანგმა გენერალმა ცოტა ხნით ადრე კონფიდენციალურად უთხრა პარიზში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დუაიტ ეიზენჰაუერს. გონიერი დე გოლი მიხვდა, რომ მას საბჭოთა დაზვერვამ მოუსმინა და თავის უშიშროების სამსახურს „ჟუკის“ აღმოჩენა დაავალა. ეს „ჟუკი“ ფრანგებმა სწორედ ეიფელის კოშკზე აღმოაჩინეს. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ეიფელის კოშკს ფრანგები საგულდაგულოდ უვლიან და მისი შენარჩუნების მიზნით, რომ იტყვიან, ცივ ნიავსაც კი არ აკარებენ. ერთ-ერთი ასეთი პროცედურაა კოშკიდან ძველი, გამხმარი საღებავის ჩამოფხეკა და ახლით შეღებვა. ეს პროცედურა ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ხორციელდება. 1939 წელს ეიფელის კოშკის შეღებვის დრო იყო და ბერიას ბრძანებით, სწორედ, მაშინ დავამაგრეთ ეიფელის კოშკზე მოსასმენი ელექტრონული მოწყობილობა. ეიფელის კოშკის შეღებვას ოთხი კვირა სჭირდება და მას 92 ადამიანი ემსახურება. 250 ათასი კვადრატული მეტრის ფართს 60 ტონა საღებავი ესმება. ალპინისტ-მღებავთა ჯგუფში 6 ჩვენი თანამშრომელი მოვახვედრეთ და სწორედ მათ დაამონტაჟეს იმ პერიოდისთვის უახლესი ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა არსებობაც ხრუშჩოვმა გაამჟღავნა...“
ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ ეიფელის კოშკზე აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურის შემდეგ დასავლეთის ყველა მოწინავე ქვეყნის დაზვერვამ გამალებით დაიწყო მსგავსი მოწყობილობების ძებნა და ბერიას „ჟუკები“ არა მარტო დიდ ბრიტანეთსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, შეერთებულ შტატებშიც აღმოაჩინეს. ბერია მათაც უსმენდა და ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ის ყველაზე ინფორმირებული ადამიანი იყო მსოფლიოში“.

скачать dle 11.3