კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ქალური სიძლიერე

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


მითია, თითქოს კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ. პირიქით, მამაკაცების დიდ ნაწილს უნდა, რომ გვერდში ძლიერი და საიმედო ქალი ჰყავდეს, მაგრამ ასეთ მამაკაცთან ურთიერთობისას აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ არის საკითხები, რომელზეც ის კომპორმისზე არ წამოვა. არ გაპატიებთ ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებს. ორ რამეზე თავიდანვე გაამახვილეთ ყურადღება, დარწმუნდით:
* მისთვის ნამდვილად სასურველი ხართ თუ არა;
* მზად ხართ თუ არა, რომ მისცეთ საკმარისი თავისუფლება ისე, რომ ეს თქვენთვის დისკომფორტი არ იყოს.
როგორია ძლიერი ქალი? ის ვერ აიტანს უპატივცემულობას. ამიტომ, თუ მამაკაცს სურს, რომ გვერდით ძლიერი ქალი ჰყავდეს, ეს უნდა გაითვალისწინოს და მიუდგეს, როგორც თანასწორს. ასეთ ქალთან კაცს არ გამოუვა დომინანტობა. ვინაიდან ისინი თავად არიან დომინანტები.
თუ თქვენი პარტნიორი ძლიერი ქალია, მზად უნდა იყოთ, რომ მრავალ საკითხში წამყვანი თავად იქნება. კერძოდ: ვერ აიტანს უთანასწორო ურთიერთობას. ამიტომ არ გადალახოთ მისი პირადი საზღვრები. მისი აზრები არ უნდა შეაფასოთ, როგორც „გოგოს“ უბრალო ფიქრები.
თუ ძლიერი ქალი ერთხელ გეტყვით არას, არ ღირს მისი გადარწმუნება, ვინაიდან ამაზე შეიძლება, აგრესიული რეაქცია ჰქონდეს. როგორც წესი, ისინი მკაცრად იცავენ თავის პირად საზღვრებს. ნუ ეცდებით ამ საზღვრების შევიწროებას. დაუდექით გვერში და დაეხმარეთ ოცნებების განხორციელებაში .
* ძლიერი ქალისგან არ უნდა მოელოდეთ სიჩუმეს, ის იხმაურებს, იტირებს, ემოციურად ილაპარაკებს და არასდროს მოერიდება თავისი აზრების გამოხატვას საყვარელ ადამიანთან. გახსოვდეთ, ძლიერი ქალი დიდი ჯილდოა, პატარა გვერდითი ეფექტებით.

როცა გიყვარს

როცა გვიყვარს, ღალატი წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ გადის დრო და არასასურველი ფიქრები, ეჭვები სულ უფრო და უფრო ხშირად მოგვდის თავში. მთავარია, ასეთ დროს შეცდომა არ დავუშვათ.
ნუ დახუჭავთ თვალს საკუთარ შეცდომებზე. შესაძლოა, ნებისმიერი ურთიერთობა განვითარდეს არასასურველი მიმართულებით. ნუ იფიქრებთ, რომ თუ იდეალურ პარტნიორს იპოვით, მყარი ურთიერთობა გარანტირებული გექნებათ. საჭიროა ყოველდღიურად იმუშაოთ ურთიერთობასა და საკუთარ თავზე და თქვენი ურთიერთობის პულსზე გედოთ ხელი.
ღალატის დროს ადამიანები საყვარლებთან ეძებენ იმ ემოციებს და შეგრძნებებს, რასაც ოჯახში ვეღარ იღებენ. ამიტომაც საჭიროა, დროდადრო ჩავატაროთ ურთიერთობის შემოწმება. დააკვირდით, რამდენად ახლოს ხართ და უგებთ ერთმანეთს, რამდენად შეიცვალა ეს მდგომარეობა ურთიერთობის დაწყებიდან. წყვილები, რომლებიც ერთმანეთს არ ღალატობენ, დიდად აფასებენ ემოციურ და ფიზიკურ კავშირს ერთმანეთთან, ისინი ცდილობენ, გულახდილები იყვნენ ერთმანეთთან, ეძებენ კომპრომისებს.
უთხარით პარტნიორს, როგორი საქციელია თქვენთვის მისაღები და როგორი – მიუღებელი. უთხარით, რა გაკლიათ ურთიერთობაში, რომ ემოციურად დაკმაყოფილდეთ. გახსოვდეთ, არავინ არის ვალდებული, შეასრულოს ყველა თქვენი ახირება. მზად იყავით, შეცვალოთ რამე საკუთარ თავში თუ ეს თქვენს ურთიერთობას წაადგება. წესები ორივესთვის ერთნაირი უნდა იყოს.
ნუ გაიტანთ კონფლიქტს სახლიდან – თუ გადაწყვეტთ, განიხილოთ თქვენი ურთიერთობა ვინმესთან, შეიძლება, ადვილად აღმოჩნდეთ ემოციური დამოკიდებულების ქვეშ და არ არის გამორიცხული, ამან ღალატამდე მიგიყვანოთ. დაფიქრდით, რას მოელით ამ საუბრისგან? რჩევა გჭირდებათ თუ თანაგრძნობა? ჯობია, პრობლემების შესახებ თქვენს პარტნიორს ესაუბროთ და არა ვინმე სხვას. თამამად გამოავლინეთ თქვენი გრძნობები. იყავით ყურადღებიანი და მზრუნველი, შეაქეთ და ხშირად უთხარით, რა მოგწონთ და რას აფასებთ მასში.

სიყვარული
მოქმედებაა

  გიყვარდეს, ნიშნავს გრძნობდე. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სიყვარული ნიშნავს მოქმედებას, რამის გაკეთებას საყვარელი ადამიანისთვის, ანუ, სიყვარული მოქმედებაა. როცა ვტკბებით ჩახუტებითა და კოცნით, მაგრამ არაფრის გაკეთება არ გვსურს ამ ადამიანისთვის, ეს სიყვარული კი არა, შეყვარებულობაა. ფიქრობთ, რომ ეს ერთი და იგივეა? სულაც არა. შეყვარებულობა გადის. სიყვარული ხანგრძლივია და სერიოზულ რყევებს უძლებს.
  სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში ისე ხდება, რომ ორივე ცხოვრობს მოლოდინით, რომ მეორე მისთვის რამეს გააკეთებს. ქალი ელოდება კომპლიმენტებსა და ყვავილებს, მამაკაცი – ზრუნვასა და ალერსს. ცოლს უნდა, ქმარმა გააბედნიეროს და ქმარიც ელის შეპირებულ ბედნიერებას ცოლისგან. წარუმატებელი მოლოდინი ბადებს წყენას და ასე ირღვევა ოჯახები. უკვალოდ ქრება ის, რაც სიყვარული გეგონა და სინამდვილეში შეყვარებულობა, ვნება, იმედი და მოლოდინი იყო.
  გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ ორ ჩამოყალიბებულ ადამიანს შორის, რაც სულაც არ არის დამოკიდებული ასაკზე. ადამიანი შეიძლება ჩამოყალიბებული იყოს თხუთმეტი წლისა და ჩამოუყალიბებელი – ორმოცი წლისაც კი.
რა სხვაობაა ჩამოყალიბებულ პიროვნებასა და ჩამოუყალიბებელს შორის? ის იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის. ანუ უყვარს საკუთარი თავი. მიუხედავად გარეგნობისა, შესაძლებლობებისა, ხასიათისა. სიყვარული შიგნიდან ავსებს და მზად არის, გაუზიაროს ეს სიყვარული სხვას – ადამიანს, რომელსაც აჩუქებს თავის გულს.
  თავის რჩეულსაც ისეთს იღებს, როგორიც არის და არ ცდილობს მის გადაკეთებას, არ აკრიტიკებს, არ აკონტროლებს, უბრალოდ, უყვარს.
რა ხდება ჩამოუყალიბებელი პიროვნების შემთხვევაში:
არის მსხვერპლის პოზიციაში. გამუდმებით იტანჯავს თავს, აკრიტიკებს, განსჯის.
სიყვარული სჭირდება, რათა შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც აქვს სულში. მაგრამ სიყვარულის რესურსები არ გააჩნია. ამქვეყნად ყველაზე მეტად მარტოობის ეშინია, რადგან ასეთ დროს ვერავინ შეიყვარებს.
არ შეუძლია, სხვა ადამიანი მიიღოს ისეთი, როგორიც არის და ცდილობს, ის თავისი შეხედულებების მიხედვით გადააკეთოს.
დაიწყეთ მოქმედება! გააკეთეთ რამე თქვენი რჩეულის ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის. დაფიქრდით, რას მოელის თქვენგან და გაამართლეთ მისი მოლოდინი. მთავარია, სიხარულით აკეთებდეთ ამას. მალე დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი პარტნიორი უკეთესობისკენ. გახსოვდეთ, სიყვარული მოქმედებაა!
скачать dle 11.3