კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როდის ჰგონიათ ქალებს, რომ კაცებს ყველაფერი უნდა დაუთმონ

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  მთავარი პრობლემა, რასაც წყვილები ქორწინებაში აწყდებიან, კომუნიკაციის დარღვევაა. ერთი შეხედვით, ცოლ-ქმარს თითქოს ესმის ერთმანეთის, მაგრამ რეალურად ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. რაც არ აღიზიანებს ქმარს, ზუსტად იმას გადაჰყავს ჭკუიდან ცოლი და პირიქით. ზოგადად, კაცები გაცილებით მარტივად უყურებენ ცხოვრებას, ყოველდღიურობას და მით უმეტეს, არეულ სახლს. ქალებს კი ძალიან უჭირთ ოქროს შუალედის პოვნა, მამაკაცის ისეთად მიღება, როგორიც ის რეალურად არის და თითქოს იდეალური ურთიერთობა ჩიხში შედის...
  მაგდა (34 წლის): რომ იტყვიან, ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. ბევრ რამეზე ვიყავი თანახმა. მაგალითად, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ თუ გამიმართლებდა და საყვარელ ადამიანს ცოლად გავყვებოდი, მისი არანაირი საქციელი არ გამაღიზიანებდა. მერე მივხვდი, რომ ეს სისულელე იყო. და, ამით, რა თქმა უნდა, თავიდანვე მარცხისთვის გავიმეტე ჩვენი ურთიერთობა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ იდეალურად მშვიდი ადამიანები არ არსებობენ. ნერვები ყველას გვაქვს. რანაირად შეიძლებოდა, თავიდანვე მცოდნოდა, რომ არასოდეს ვიჩხუბებდით. ერთ ჭერქვეშ ორი განსხვავებული ხასიათის, ჩვევების, პრინციპების, მიდრეკილებების ადამიანების ცხოვრება უკვე რისკია. მით უმეტეს, როცა საქმე ქალს და კაცს ეხება. სანამ მარტო ვიყავი, ანუ გასათხოვარი და ეს ადამიანი ასე ძლიერ მიყვარდა, არც მიფიქრია, რომ მოულოდნელი, თუნდაც უსიამოვნო სიახლეების მიღებას ვერ შევძლებდი.
– რას გულისხმობთ?
– მაგალითად იმას, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავს ეჩხუბო საყვარელ ადამიანს რაღაც სისულელეზე. ვფიქრობდი, ნუთუ ასეთი ძნელი იქნება, გავჩუმდე და მოვითმინო-მეთქი? მოთმინებასაც კი აქვს საზღვარი, მაგრამ ახლა, რომ ვფიქრობ, მე ეს საზღვარი ძალიან ახლოს გადმოვწიე და ლამის საკუთარი ოჯახიც დავანგრიე. ვაღიაროთ, რომ ქალებს მეტი მოგვეთხოვება. თანასწორობაზე ფუჭი სიტყვებით მხოლოდ საქმეს ვირთულებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხრე ვარ, ქალებმა მამაკაცები თავზე დავისვათ და ყველაფერი მოვუთმინოთ. მაგრამ არის რაღაცები, რაზეც თვალი უნდა დავხუჭოთ, თუკი გვინდა, რომ ოჯახი და ქმარი შევინარჩუნოთ. ვხვდები, რასაც ქალები იფიქრებენ ჩემზე, მაგრამ ვიყოთ რეალისტები. მოვყვები, როგორ მივედი განქორწინებამდე და მერე განმსაჯონ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ კაცების გარეშე მოვკვდებით, თუმცა საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება ძალიან ძნელია. ამიტომაც, სანამ პირს გავაღებთ და ჩხუბს დავიწყებთ, უნდა დავფიქრდეთ, სადამდე შეიძლება, ამან მიგვიყვანოს და ღირს თუ არა ურთიერთობის რისკის ქვეშ დაყენება.
  ჩვეულებრივი ცოლი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ძალიან მიყვარს, მაინც ვუწყობდი სკანდალებს არეული სახლის, მიყრილ-მოყრილი ტანსაცმელისა და წინდების გამო. ვწუწუნებდი და ვსაყვედურობდი, როცა სახლში მისულს დასარეცხი ჭურჭლით სავსე ნიჟარა მხვდებოდა. ერთი-ორჯერ ხმა არ გამცა, კარი გაიჯახუნა და ძალიან გვიან დაბრუნდა სახლში – ესეც არ აღმოჩნდა ჩემთვის გაფრთხილება და ნამდვილი სკანდალი მოვუწყვე, როცა ჩემი სახლში არყოფნის დროს მეგობრები მოიყვანა და ისეთი ბარდაგი მოაწყო, ჩემი ახალნაყიდი, კრემისფერი ხალიჩა გადასაგდები გახდა. მთელი საღამო და დილა ვალაგებდი და კიდევ ვერ დავამსგავსე სახლი სახლს. გავგიჟდი. ჩემი მთვრალი ქმარი გავაღვიძე და საშინელი დღე დავაწიე. ვწიოდი და ვკიოდი. უნამუსო და დეგენერატი ხარ-მეთქი. საერთოდ არ გეცოდები, ფეხებზე გკიდივარ, ეგოისტურად იქცევი. რაც შენი ცოლი ვარ, არასდროს გაგითვალისწინებია ჩემი ინტერესები-მეთქი. მომიბრუნდა და მითხრა, მაშინ რატომ ხარ ჩემთანო. მე კი, სულელურად წამოვისროლე: კი, ბატონო, დავშორდეთ-მეთქი. შემომხედა და მითხრა: არც მე მინდა ისტერიჩკა ცოლი. თუკი ქმარს სუფთა ხალიჩა გირჩევნია, კი ბატონო. ისეთ ქალს ვიპოვი, ვისთვისაც მე ვიქნები მნიშვნელოვანი და არა იდეალურად მოწესრიგებული სახლიო. ცხელ გულზე გავიფიქრე, წავიდეს, რადგან ასე უნდა და ჩემი არ ესმის, მეც ვიპოვი ისეთ კაცს, რომელიც ჩემს შრომას გაუფრთხილდება-მეთქი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან ცუდ დღეში ჩავიგდე თავი.
– რეალურად იფიქრეთ, რომ გაგეყრებოდათ?
– რატომ არ უნდა მეფიქრა? მისი მოთმინების ფიალაც ხომ ივსებოდა. იცით, რაშია საქმე? ჩვენ კი ჩვენსას გავიძახით, მაგრამ მამაკაცებსაც აქვთ თავიანთი სიმართლე და უნდა გავუგოთ მათ. სხვანაირად არ გამოვა, თორემ წავლენ და უკან აღარ მოიხედავენ.
– ანუ, ყველანაირ მსხვერპლზე უნდა წავიდეთ, ოღონდ კი კაცმა არ მიგვატოვოს?
– გააჩნია, ეს კაცი ჩვენთვის რამდენად ღირებულია. მე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ქმარი ხალიჩას ნამდვილად მირჩევნია. მით უმეტეს, რომ ბავშვის უქმროდ გაზრდა ნამდვილად არ არის ადვილი. რა უნდა კაცის გულის აცრუებას? ისედაც სულ გაქცევაზე არ უჭირავთ თვალი? ქალებსაც ნადირობა აქვთ გამოცხადებული კაცებზე და სულ არ აინტერესებთ, ამ კაცებს ცოლი ჰყავთ, თუ არა.
– მაინც ვერ მივხვდი, სხვა ქალს რომ არ დაუთმოთ, მარტო ამიტომ უნდა მოუთმინოთ ქმარს ის, რაც თქვენთვის მიუღებელია?
– გააჩნია, რას მოუთმენ. საკუთარ სახლში ის უნდა აკეთოს, რაც მოსწონს და მე რომ ვუშლიდი, ეს არ იყო სწორი ქცევა. დათმობა და ზოგჯერ „დაკიდება“ აუცილებელია. ეს ისევ ჩვენთვის არის კარგი.
– „კარგი“... ანუ?
– ნერვები ნაკლებად მოგვეშლება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთად და რადგან ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთმანეთი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორებიც ვართ რეალურად. რომ მიყვარს, მთავარი მართლა ეს უნდა იყოს და არა დალაგებული სახლი. ზოგჯერ ცოლები თითიდან გამოწოვილ პრობლემებს გადავაყოლებთ ხოლმე ოჯახურ მშვიდ ცხოვრებას და მერე ვნანობთ, როცა კაცს ჩვენი დანახვა აღარ უნდა. მას სისუფთავე და დალაგებული სახლი კი არ სჭირდება, არამედ მოსიყვარულე და მშვიდი ცოლი, რომელიც არ ეწუწუნება და დივანზე თავისუფლად გაშხლართვის საშუალებას მისცემს. ჩემი ქმარი დიდხანს იყო გაბუტულ-გაფუყული. ცალკე ოთახში ეძინა. ხმას არ მცემდა და მეც არ ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო მასთან ლაპარაკი. მერე, ერთხელაც, ძალიან დააგვიანა სახლში მოსვლა. ისიც შევნიშნე, რომ ვიღაცას დიდხანს ემესიჯებოდა. კი გავარკვიე, რომ ქალი არ იყო, მაგრამ მაინც მაგრად დავფეთდი. ჯერ თუ არ ჰქონდა ნაფიქრი სხვაზე, აუცილებლად იფიქრებდა და დავკარგავდი. რა უნდა მეთქვა ჩემი მშობლებისთვის და მეგობრებისთვის, ბავშვი უმამოდ იმიტომ დავტოვე, რომ ჩემი ქმრის ძმაკაცებმა ხალიჩა დამილაქავეს-მეთქი?
– რატომღაც მგონია, რომ ამარტივებთ პრობლემას.
– პირიქით, რეალურად აღვიქვამ იმას, რასაც ადრე ვართულებდი. განა არ მესმის, რთულია, შეეგუო იმას, რაც ძალიან გაღიზიანებს. ეს ხომ ჩვენი ხასიათის ნაწილია, მაგრამ სასწორზე არ უნდა დადო ის, რაც ძალიან, ძალიან გეძვირფასება. არ მეთანხმებით?
– მამაკაცებმაც რომ დათმონ რაღაც?
– თუ ერთგული ქმრები არიან, ისინიც თმობენ – პირად თავისუფლებას, რაც მათ საკმაო ძალისხმევად უჯდებათ. ეს ალბათ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ და დავუფასოთ, ყოველ შემთხვევაში, წვრილმანების გამო ცხოვრება კოშმარად არ უნდა ვუქციოთ.

скачать dle 11.3