№17 ეს საინტერესოა
* ინდოელი პოეტი რაბიდრანათ თაგორი 1913 წელს, ნობელის პრემიის გადაცემის შემდეგ, მეგობარს სწერდა, რომ ეს მისთვის სერიოზული გამოცდა იყო. საშინელება, იგივე, ძაღლს რომ კონსერვის ქილებს გამოაბამენ და ხმაურის გარეშე ვერ გაივლის, გარშემო კი უსაქმურთა ბრბოს შემოიკრებს.
* 1840 წელს ევროპაში გამოცემული ეტიკეტის წიგნის თანახმად, ქალბატონებს შეუძლიათ, სუფრით მოიწმინდონ პირი ტრაპეზის დროს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოიხოცონ ცხვირი.
* ბიბლიის მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ არამეულ ენაში, რომელზეც ძველი აღთქმა დაიწერა, არ არსებობდა სიტყვა ბევრი. მეცნიერების აზრით, მისი ავტორები მის ნაცვლად რიცხვით სახელს იყენებდნენ – ორმოცს.