№17 ბრძნული აზრები
რეიგანი: მთავრობის შეხედულება ეკონომიკაზე შეიძლება, რამდენიმე ფრაზით გადმოიცეს: თუ მოძრაობს – დაბეგრე, თუ კვლავ აგრძელებს მოძრაობას – დაარეგულირე, თუ კი გაჩერდა – მიეცი საზრდო.
მონტენი: ვიყოთ ის, რაც ვართ და გავხდებით ისეთები, როგორებიც შეგვიძლია, ვიყოთ, – აი, ერთადერთი აზრი ცხოვრებისა.
ავრელიუსი: გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა.
ვოლტერი: იმის ნუ გეშინია, რომ რამე არ იცი. გეშინოდეს იმის, რომ არ სწავლობ.
დოსტოევსკი: თავისუფლება ის კი არ არის, რომ არ შეიკავო თავი, არამედ ის, რომ თავის კონტროლი შეგეძლოს.
მარკესი: არ არსებობს წამალი, რომელიც იმას უმკურნალებს, რისი განკურნებაც ბედნიერებას არ შეუძლია.
სენეკა: ერთი სარკე წინაპართა მთელ გალერეაზე მნიშვნელოვანია.
როკფელერი: ასესხე იმდენი, რამდენსაც აჩუქებდი.
ვოვენარგი: იმისი გეშინოდეს, ვისაც შენი ეშინია.
ბასილი დიდი: ვინც ბოროტებას ზიზღის გარეშე უყურებს, ის მალე მას სიამოვნებით დაუწყებს ყურებას.
კონფუცი: თუ შენ შესახებ გარშემო მყოფების აზრი უფრო მეტად გაინტერესებს, ვიდრე შენი აზრი საკუთარ თავზე, პრობლემები გაქვს.
ტომსონი: თუ ყოველთვის ცდილობთ, ნორმალური იყოთ, ვერასოდეს გაიგებთ, რა არაჩვეულებრივი ხართ.
ჰემინგუეი: ინტელიგენტური ადამიანი ზოგჯერ იმიტომ სვამს, რომ საკუთარ სისულელესთან გაატაროს დრო.
გურჯიევი: ისე დაეხმარე ახლობლებს, რომ შენზე დამოკიდებულები არ გახდნენ.
კოკო შანელი: მოთოკო შენი თავი, როცა ნაწყენი ხარ, არ გამართო სცენები, როცა გტკივა – ასეთია იდეალური ქალი.
ტვენი: ქალი არის ერთადერთი თევზი, რომელიც მეთევზეს იჭერს.