კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 სტალინმა ატომურ ბომბზე კონტროლი ბერიას ჩააბარა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  რაც დრო გადის, ლავრენტი ბერიაზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი ხდება საჯარო და მეტ სიმართლეს ვიგებთ ამ არაორდინარულ ადამიანზე, რომელიც აშკარად მოიაზრებოდა სტალინის მემკვიდრედ და ამას თავად საბჭოთა ბელადი ახორციელებდა ეტაპობრივად... ისტორიკოს-პუბლიცისტი ანტონ პავლოვი (უმცროსი) წერს: „სხვადასხვა განსაიდუმლოებული წყაროდან თუ მნიშვნელოვანი მოვლენის უშუალო მონაწილეთა მონაყოლებიდან ვასკვნი, რომ სტალინი ბერიას თავის მემკვიდრედ ამზადებდა და ამას საკმაოდ შეფარულად და ეტაპობრივად ახორციელებდა. საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ ბერიას ხელში დიდი ძალაუფლება იყო კონცენტრირებული და ეს ძალა მას სტალინმა მისცა...“ ანდრეი პარშევი (პუბლიცისტი) წერს: „წყალი არ გაუვა იმას, რომ სტალინი ბერიას თავის მემკვიდრედ ამზადებდა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ატომური ბომბის დამზადება სტალინმა, სწორედ, ბერიას ჩააბარა – ეს ერთ-ერთია, მაგრამ არამთავარი. მთავარი ისაა, რომ სწორედ ლავრენტი ბერია განაგებდა უკვე მზა ატომურ ბომბებს და მისი (ბერიას) ნებართვის გარეშე ვერცერთი საბჭოთა ატომური ბომბი ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ გადაადგილდებოდა... ანუ, სტალინი ასი პროცენტით მხოლოდ და მხოლოდ ბერიას ენდობოდა და ეს ასეა. არსებობს სტალინის ხელით, ერთ ეგზემპლარად დაწერილი დოკუმენტი, სადაც გარკვევითაა მითითებული, რომ ნებისმიერი საბჭოთა ბირთვული იარაღის ყოველი ერთეულის საცავიდან გამოტანა უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც შესაბამისი ფორმის საბუთზე ბერიას რეზოლუცია და მისი პირადი ხელმოწერა იქნება. ანუ, ბერია წყვეტდა როგორც ატომური იარაღის ტრანსპორტირების (ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას), ასევე მისი გამოყენების ბედს. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ვთქვათ, საჭირო იყო ატომური ბომბის გამოყენება და ამისი სანქცია სტალინს ჰქონდა გაცემული, მაგრამ სანქცია არ კმაროდა, თუკი ბერიაც არ დაადასტურებდა. ამ შემთხვევაში სტალინის სანქცია ბათილდებოდა. ასე იყო დადგენილი და ეს თავად სტალინმა დააკანონა. ჰოდა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „კარტ-ბლანში“ თავად სტალინმა მისცა ბერიას ხელში და მისცა იმიტომ, რომ სწორედ, ბერია გამხდარიყო მისი (სტალინის) მემკვიდრე... რა თქმა უნდა, ეს სწორედ ამას ნიშნავს. საგულისხმო ფაქტია, რომ უკვე 1953 წლის 27 ივნისს, ანუ ბერიას ვერაგულად დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში, სტალინის ეს დაკანონებული განკარგულება პოლიტბიურომ გააუქმა და ბერიას ნაცვლად პოლიტბიურო გახდა (უმრავლეს წევრთა კენჭისყრით) ატომური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებელი. ესაა უსერიოზულესი ფაქტი და იმაზე მიუთითებს, რომ ვერაგი შეთქმულები ცდილობდნენ, რიგ შემთხვევაში კანონიერადაც ემოქმედათ (სადაც შესაძლებელი იყო) და ეს განახორციელეს კიდეც. ერთ-ერთი მთავარი მომენტი და დასტური, რომ სტალინი თავის მემკვიდრედ ბერიას ამზადებდა, ის იყო, რომ მთელი პროკომუნისტური მთავრობების მეთაურთა შერჩევა სტალინმა ბერიას ჩააბარა (რა თქმა უნდა, სტალინის პირადი სურვილით). სწორედ ბერია არჩევდა მათ, უთანხმებდა სტალინს, შემდეგ კი ხელისუფლებაში მოსვლაში ეხმარებოდა და ისინი და მათი გუნდები, დოსიეებითურთ, საკუთარ საიდუმლო ნომენკლატურაში შეჰყავდა...“
  როგორც პარაშევი ამბობს, ბერია არჩევდა ყველა კანდიდატს; ეგრეთ წოდებული, „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნების მეთაურთა პოსტებზე და ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ სტალინი ბერიას ეტაპობრივად, მაგრამ მყარად საგარეო პოლიტიკასაც აბარებდა. ანუ, ბელადი ბერიას მეორე საყრდენს – საგარეო პოლიტიკურ ბერკეტსაც აძლევდა... შემთხვევითი არაა, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, ბულგარეთის ლიდერები ბერიას საიდუმლო ნომენკლატურაში იყვნენ გატარებული და აქედან გამომდინარე, ლოიალურად განწყობილი საბჭოეთის მიმართ. გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „ბერიას ყველა ჩვენი მოკვაშირე სოციალისტური ქვეყნის ლიდერისა და ლიდერობის კანდიდატის დოსიეები პირად სეიფში ჰქონდა შენახული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბერიას მხოლოდ კომპრომატებს აგროვებდა და მხოლოდ კომპრომეტირებულ ლიდერებზე ჰქონდა ორიენტაცია. სულაც არა, უბრალოდ, ბერია საგულდაგულოდ სწავლობდა და აანალიზებდა მომავალი პარტნიორების ბიოგრაფიებს და მხოლოდ ამის შემდგომ უწევდა მათ რეკომენდაციას სტალინთან. ბერია დარწმუნებული იყო, რომ ჯობდა, პატიოსანი და „გაუსვრელი“ პარტნიორი ჰყოლოდა საერთაშორისო პოლიტიკაში, ვიდრე „გასვრილი“, კომპრომეტირებული და შეშინებული ადამიანი, რომელსაც ვერ დაეყრდნობი. ჩემი სიტყვების დასტურია იანოშ კადარი – უნგრეთის მომავალი ლიდერი, რომელიც ბერიამ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შენიშნა და მას ხელს უწყობდა კარიერულ წინსვლაში, თან აქტიურად აკვირდებოდა...“
  ბერია კარგად იცნობდა იანოშ კადარს და მას ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან ადევნებდა თვალ-ყურს. კადარი საერთაშორისო წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური წევრი იყო და დივერსანტების სპეციალურ ჯგუფში ირიცხებოდა, რომელიც „ენკავედემ“ ჯერ კიდევ 1842 წელს მოამზადა. ბერიას, როგორც შემდგომ მის სეიფში აღმოჩენილი საიდუმლო მასალებიდან გახდა ცნობილი, თავისი ნომენკლატურული სიიდან ძლიერი პიროვნებები ჰყავდა არჩეული, რომლებსაც თავიანთი ქვეყნების ლიდერების პოსტები უნდა დაეკავებინათ. მათი მთავარი მახასიათებელი (ბერიას შეფასებით) იყო პატიოსნება, სიმამაცე, ინტელექტი და არა საპირისპირო თვისებები... ანუ, ბერიას არ სურდა კომპრომეტირებულ და ბინძურ ხალხთან ერთად ეკეთებინა საერთაშორისო პოლიტიკა და კადარზე მას საუკეთესო დასკვნა-რეკომენდაცია ჰქონდა დაწერილი... მართლაც, მომავალში (ხრუშჩოვის შემდგომ) კადარს საბჭოთა კავშირის გმირობა მიანიჭეს და ეს ადამიანი თავის ქვეყანას პატიოსნად მართავდა. არ ძარცვავდა და მას უნგრეთში დღესაც დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ. აქედან გამომდინარეობს ერთადერთი დასკვნა: ლავრენტი პავლეს ძე ბერია მომავალი პოლიტიკის აწყობას პატიოსან და ჭკვიან ხალხთან ერთად გეგმავდა და მას ამის გაკეთება, უბრალოდ, არ დასცალდა.“

скачать dle 11.3