№17 როგორ შეაფასა დასავლურმა პრესამ სტალინის საქციელი პოტსდამის კონფერენციაზე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მიუხედავად იმისა, რომ მავანნი სტალინს სისხლისმსმელ ტირანს უწოდებდნენ, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე არაფრად უღირდა და ის მილიონობით საბჭოთა მოქალაქეს (და არა მარტო) იმეტებდა სასიკვდილოდ, ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ოქსანა პოლიაკოვა წერს: „ეგრეთ წოდებული, „სტალინური რეპრესიები“ სულაც არ ყოფილა სტალინური და მართალია, რეპრესიებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი საბჭოთა ბელადის მმართველობის პერიოდში, მაგრამ არა სტალინის ბრძანებითა და იმ მასშტაბებით, რა რიცხვებიც მოჰყავთ სტალინის მოძულეებს“. აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი, თავის საჯარო ლექციაზე სორბონას უნივერსიტეტში ამბობდა: „სტალინს აბრალებენ, რომ თითიქოს ის უსულგულო, ცივსისხლიანი მკვლელი იყო და ცდილობენ, ამით არა მარტო ის დაამცირონ, არამედ მთელი ჩვენი ქვეყანა. და ჩვენ, საბჭოთა ადამიანები ბოროტ მკვლელებად გამოგვიყვანონ. გარწმუნებთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ანტისაბჭოთა ბინძური კამპანიაა და მეტი არაფერი. ჩვენ, საბჭოელები, მშვიდობისმოყვარე ჰუმანიზმის პრინციპებზე აღზრდილი ხალხი ვართ. გადახედეთ ჩვენს ლიტერატურასა და ხელოვნებას. სტალინი კი, არა მარტო სახელმწიფო მმართველი, რომანტიკოსი, უნიჭიერესი პოეტი და ლიტერატორიც იყო. მე მისი ლექსები არა მარტო წაკითხული მაქვს, არამედ ღრმად გააზრებულიც და მერწმუნეთ, მეგობრებო, რომ ეს ადამიანი ვერ იქნებოდა ცივსისხლიანი მკვლელი და სასტიკი გამანადგურებელი...“ აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი, დიდი რუსი საბჭოთა ჰუმანისტი, სიკეთისა და რწმენის მქადაგებელი იყო. მას არც პირფერობა სჩვეოდა, არც ტყუილი და არც ადამიანების შეფასება ეშლებოდა. ამიტომ, სორბონის უნივერსიტეტში 1971 წელს წარმოთქმული ეს სიტყვები არც იდეოლოგიური შეკვეთა იყო და არც ფანატიკოსის გაუაზრებელი ფრაზები. პირიქით, 1971 წელს სტალინის ქება არ იყო „მოდაში“ და საბჭოთა მთავრობა, მართალია, არ დევნიდა სტალინის მაქებართ, მაგრამ მასზე ევროპაშიც კი არ საუბრობდნენ ან ახსენებდნენ ძალიან მწირად (კინოში, თეატრსა და ლიტერატურაში) და ლიხაჩოვმა, უბრალოდ, თავისი აზრი გამოთქვა და ეს აზრი აბსოლუტურად სწორი იყო. ლიხაჩოვი სტალინს პირადად იცნობდა – ახალგაზრდა პროფესორს (45 წლის) საბჭოთა ბელადი 1951 წელს ორჯერ შეხვდა, საკმაო ხანს ესაუბრა მას და კიდევ შეიძლება, დავუშვათ, რომ ლიხაჩოვი ბელადით მოიხიბლა და ამას დავაბრალოთ აკადემიკოსის სიტყვები, მაგრამ არსებობს უამრავი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ სტალინი სასტიკ პროტესტს გამოთქვამდა ხოლმე გაუმართლებელი მსხვერპლის გამო და სხვას რომ თავი დავანებოთ, დიდი სამამულო ომის დროს გიორგი ჟუკოვი არაერთხელ შეახურა მსგავსი მიდრეკილებისთვის... სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „მარშალი ჟუკოვი დიდი მხედართმთავარი იყო და მე მის დამსახურებებს სულაც არ ვაკნინებ. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას. მას (ჟუკოვს) მიდრეკილება ჰქონდა, რომ მოსაგებად (მიუხედავად სტრატეგიული აუცილებლობისა) საბრძოლო მოქმედებებში დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა ჩაება და უფრო ჭარბი ძალის მეშვეობით, ვიდრე ტაქტიკური და სტრატეგიული მიდგომით, მოეპოვებინა გამარჯვება. მეორე სახელოვანი მარშლის, კონსტანტინე როკოსოვსკის მონათხრობის მიხედვით, სტალინმა მოსკოვის დაცვის გეგმის გამო ჟუკოვი ძალიან მაგრად შეახურა. ამ გეგმის მიხედვით, ფაშისტები რომ დედაქალაქის მისადგომებთან გაეჩერებინათ, 2 მილიონი ადამიანი (საბჭოთა ჯარისკაცი) უნდა დაღუპულიყო. სტალინმა კი ასეთი ფრაზა უთხრა ჟუკოვს: „მართალია, მოსკოვი ქვეყნის გულია და მისი დათმობა არანაირად არ შეიძლება და არც დავთმობთ, თუნდაც დროებით, როგორც ეს 1812-ში მოხდა, მაგრამ თქვენ მიერ წარმოდგენილი დაცვის გეგმა, რბილად რომ ვთქვა, დანაშაულებრივია. ორი მილიონი ადამიანის ამოწყეტა გაუმართლებელია და აბსოლუტური უვიცობაც. თქვენ კი უვიცი არ მგონიხართ და ახალ გეგმას ველოდები. ორ დღეში წარმომიდგინეთ...“ მოსკოვის დაცვის ახალი გეგმა ბევრად უფრო ეფექტური იყო, მსხვერპლი კი ჩვენი მხრიდან – გაცილებით ნაკლები... ასეთივე ვითარება შეიქმნა ბერლინის აღების ოპერაციის განხილვისას, როდესაც ჟუკოვმა მსგავსი დიდმსხვერპლიანი გეგმა წარუდგინა სტალინს და იქაც 2 მილიონამდე საბჭოთა მებრძოლი უნდა დაღუპულიყო. სტალინმა კვლავ შეახურა ჟუკოვი და უთხრა: „თქვენ ჩქარობთ ბერლინში შეჭრას და ამის გამო ყველაფერზე მიდიხართ. გამარჯვება ჯიბეში გვიდევს და საჭიროა მახვილგონივრული სვლა და არა ხალხის უაზრო შეწყვეტა ბერლინის მისადგომებთან. ჩვენ ერთი ტყუილად დასაკარგავი მებრძოლიც არ გვყავს ამიტომ, უფრო ეფექტური გეგმა მოიფიქრეთ. გამარჯვება, რაც შეიძლება, მეტმა ჯარისკაცმა უნდა იზეიმოსო...“ სხვათა შორის, ბერლინის აღების ეფექტური ხრიკი თავად სტალინმა მიაწოდა ჟუკოვს – საბჭოთა ბელადის იდეა იყო ფაშისტების დედაქალაქში შეჭრისთვის ღამით ბრძოლის ველის დიდი პროჟექტორებით განათება...“
სტალინი ყოველთვის თანაზომიერ ძალას იყენებდა ამა თუ იმ ოპერაციის ჩატარებისას და ზედმეტ მსხვერპლზე არასოდეს მიდიოდა. ხოლო მშვიდობიანი, უიარაღო მოსახლეობის დახოცვას კი ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა, არც თავად აკეთებდა ამას და არც მოკავშირეებს უწონებდა საქციელს... 1945 წლის 13-14 თებერვლის ღამეს ანგლო-ამერიკულმა საჰაერო ძალებმა სასტიკად დაბომბეს ქალაქი დრეზდენი. სულ რაღაც 25 წუთის განმავლობაში მათ ქალაქში 20 ათასამდე შენობა-ნაგებობა გაასწორეს მიწასთან, 50 ათასი ადამიანი კი სიცოცხლეს გამოასალმეს. მათ შორის 90 პროცენტი უიარაღო იყო... სტალინმა 16 თებერვალს საპროტესტო დეპეშა გაუგზავნა რუზველტსა და ჩერჩილს, ამ ოპერაციას ვანდალიზმი და ანტიჰუმანური ქმედება უწოდა და მოუწოდა, რომ მსგავსი დანაშაული აღარ ჩაედინათ... სტალინმა შემდგომ უკვე პოტსდამის კონფერენციაზე შეახსენა ანგლო-ამერიკელებს დრეზდენის ტრაგედიის ამბავი, რაზეც მათ პასუხი არ ჰქონდათ. დასავლური პრესა კი წერდა: სტალინმა მორიგი მორალური გამარჯვება მოიპოვა „ცივილიზებულ“ ანგლო-ამერიკელებზეო.“