კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ვინ ჩაუვარდა ტყვედ ხლათის მელიქს, ვინ მიათხოვეს მას ცოლად და რატომ დაინტერესდა ჯალალედინი ხლათით

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  ჯალალედინის მამას, ხორეზმშაჰ მუჰამედს, თავი მოჰქონდა, როგორც მაჰმადიანთა დამცველს. ბაღდადის დალაშქვრაც კი სცადა, მაგრამ, ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუშალა და უკან გაბრუნდა. მერე კი თავს დაატყდა მონღოლთა შემოსევა.
  ჯალალედინი საქართველოში შემოჭრამდე ყველას ატყუებდა, თითქოს, ქართველების წინააღმდეგ გამოლაშქრება გადაწყვეტილი ჰქონდა მაჰმადიანთა დაცვის მიზნით. ქართველებს ატყუებდა, მონღოლების წინააღმდეგ შევკავშირდეთ, თორემ მათ, მარტო თქვენ წინ ვერ აღუდგებოთო.
  ჩვენი დედაქალაქის აღების მერე, ჯალალედინმა გადაწყვიტა მეზობელი მაჰმადიანური ქვეყნების დამორჩილება. განსაკუთრებით აინტერესებდა ქალაქი ხლათი. ხლათი მდებარეობდა ისტორიული სომხეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სომეხი მოსახლეობა ბლომად ცხოვრობდა ხლათის სამთავროში. ბევრი იყო შერეული ოჯახებიც. ხლათის სასულთნოში, ასევე, ბევრი ცხოვრობდა მაჰმადიანიც, ქურთები, თურქები და სხვები. ხლათის მაჰმადიან მბრძანებლებს შაჰ-არმენებს უწოდებდნენ. ქალაქი ხლათი გაშენებული იყო ვანის ტბის დასავლეთ სანაპიროსთან. მასზე გადიოდა საქარავნე გზები, უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა და ვანის ტბის გარშემო დიდ ტერიტორიებს ფლობდა.
  მანამდე ხლათი ჩვენი ინტერესის სფეროში იყო. 1207 წლიდან ხლათის სასულთნოს აიუბიდების დინასტია დაეუფლა. ჩვენს სახელმწიფოს გადაწყვეტილი ჰქონდა მთელი სომხეთის შემოერთება. ჩრდილო სომხეთი უკვე ჩვენი საკუთრება გახლდათ. რჩებოდა ხლათის ტერიტორიების დაპყრობა. 1208 წელს ჩვენმა წინაპრებმა ილაშქრეს ხლათის სასულთნოში, ქალაქი არჭეში აიღეს. რამდენიმე თვეში ხლათსაც მიადგნენ.
  ხლათის მელიქი უკვე დანებებას აპირებდა. მაგრამ, ხლათის მისადგომებთან მდგარი ქართული ლაშქრის მეთაურმა, მსახურთუხუცესმა ივანე მხარგრძელმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ხლათის ჭიშკარს მიადგა მცირე ამალით, სადაც, ხლათელების მიერ წინასწარ მომზადებულ ხაფანგში ჩავარდა ცხენიანად. გამოცვივდნენ ხლათელი მეომრები ქალაქიდან და ივანე და მისი მცირერიცხოვანი ამალა უმალ დაატყვევეს.
  ქართველებმა შეტევა ვეღარ გაბედეს, რათა ხლათელებს არ მოეკლათ მათი დატყვევებული მთავარსარდალი. ხლათის მბრძანებელმა, ეგვიპტის სულთნის, ალ-ადილ პირველის მეოთხე ვაჟმა, მელიქ ალ-აუჰად ალ ნაჯმ ად-დინმა, ჩვენს წინაპრებს შემოუთვალა, თქვენს სარდალს მამაჩემს – ეგვიპტის დიდ სულთანს, კაიროს, იერუსალიმისა და დამასკოს მბრძანებელს, ალ-ადილ პირველს გავუგზავნიო.
საქართველოს ამირსპასალარმა, ზაქარია მხარგრძელმა შეუთვალა ხლათელებს: „ჩემს ძმას თუ სულთანთან გააგზავნი, ხლათის ავიღებ, ყველას დავხოცავ, ქალაქს დავანგრევ, მიწას კი საქართველოში წავიღებო“.
  ხლათის მბრძანებელმა ივანეს გაშვებაზე თანხმობა განაცხადა, მხოლოდ რამდენიმე პირობით: ივანეს ასული თამთა ცოლად უნდა მოეყვანა, გამოსასყიდი, მზითვის სახით უნდა მიეღო, საქართველოს მეფისგან ითხოვდა ზავს და თავდაუსხმელობის გარანტიას, ასევე, ქართველების მიერ მიტაცებული ციხეების უკან გადაცემას და ტყვეების გათავისუფლებას.
  საქართველოს სამეფო კარზე, ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელის ძმა, მსახურთუხუცესი ივანე მხარგრძელი ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა, ამიტომ საქართველო წავიდა დათმობებზე. ეგვიპტის სასულთნოსთან დაიდო ოცდაათწლიანი ზავი. გაათავისუფლეს 5 000 ტყვე მაჰმადიანი, ხლათის მელიქ აუჰადის დაუბრუნეს ციხეები, გადასცეს 100 000 დინარი და ცოლად მიათხოვეს თამთა მხარგრძელი.
გავიდა წლები, ჯალალედინის ჯარი მიადგა ხლათს. იმ დროს ხლათს უკვე მელიქ აშრაფი, ალ-ადილ პირველის მეექვსე ვაჟი, მელიქ აუჰადის უმროსი ძმა, მართავდა, რადგან მელიქ აუჰადი გარდაიცვილიყო. თამთა უკვე მელიქ აშრაფის ცოლი იყო. სპარსელი ისტორიკოსი, ჯუვეინი მოგვითხრობს:
  ჯალალედინ „სულთანმა რომ ხლათის მიდამოებს მიაღწია, ვისაც კი მოახელებდა მისი ლაშქარი, იქვე ხოცავდნენ და, რასაც თვალს მოჰკრავდნენ, მიჰქონდათ. ასე მიაღწიეს ხლათის კარამდე. მოლაშქრენი ქალაქში შეიჭრნენ და ძარცვასა და ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი, ყვირილი და კვნესა აღმოხდათ კაცებსა და ქალებს. სულთანმა თავისიანები გაგზავნა, რათა ის ხალხი ქალაქიდან გარეთ გაეყვანათ. მდაბიო ხალხმაც ამბოხება მოაწყო, მოლაშქრეთა ერთი ჯგუფი დახოცეს, დანარჩენები კი გარეკეს ქალაქიდან. საქმე ვეღარ გამოკეთდა და სულთნის ამალამ რამდენიც არ სცადა [მცხოვრებლებმა] გზა არ მისცეს, რომ ქალაქში შესულიყვნენ“.
მაშინ ვერ აიღო ჯალალედინმა ხლათი. ქალაქის მცხოვრებლებმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს მას. იცოდნენ, ჯერ სომხებს გაძარცვავდა, დახოცავდა და მერე მაჰმადიანებსაც მიადგებოდა საძარცვავად ჯალალედინის ველური ჯარი.
ამასობაში ჯალალედინს მოუვიდა ცნობა, რომ ირანში მონღოლები შეჭრილიყვნენ ჯუვეინი განაგრძობს:
  „სულტანმა ჯალალედინმა, რადგან მონღოლი ნოინების, თაიმასისა და თაინალის, ერაყს მისვლის ამბავი შეეტყო და იქ გაჩერებაც შეუძლებელი იყო, იქიდან ერაყს მიმავალმა [სულთანმა] თავრიზს მიატანა, ხოლო მერე ისფაჰანში ჩავიდა. საცა კი იყო გაბნეული ლაშქარი ან ცალკე მეომრები, ყველამ სულთანს მიაშურა. ამასობაში მონღოლთა ლაშქარმა რეის მიაღწია. სულთანი ბრძოლისა და შეტაკებისათვის გაემზადა, ყველა დიდებული და ხანი გამოიძახა. კეთილშობილებს უხმო ლაშქრიდან და ასე უთხრა:
  „მნიშვნელოვანი საქმეა, წინ რომ გვიდევს და დიდი უბედურება მოგვადგა კარს. თუ სისუსტესა და ჯაბნობას მივეცით თავი, ჩვენი არსებობა შეუძლებელია. ერთი სიტყვით, უმჯობესია წინააღმდეგობა გავუწიოთ და მოვითმინოთ. თუ მაღალი ღმერთი შეგვეწია, ჩვენცა და თქვენც გადავრჩებით. ხოლო თუ საქმე სხვაგვარად მოეწყო, ჩვენ მოკლებული არ ვიქნებით წამებულთა ღირსებას და [საუკუნო] ნეტარების პატივს“...
ყველა ერთგულად და ერთხმად დაეთანხმა სულთანს. იმანაც ლაშქარი მოამზადა და ცენტრი და ფრთები გააწყო. ლაშქრის მარჯვენა ფრთა მან თავის ვერაგ ძმასა და სწორს, ულმობელ ყიას ად-დინს ჩააბარა, ხოლო მარცხენა ფრთა... გაამაგრა. თვითონ ცენტრში დადგა და რიგები გააწყო. უნდოდა, მარჯვენა და მარცხენა ფრთებისთვის ებრძანებინა, მასთან ერთად მიეტანათ იერიში მტრის ცენტრსა და რიგებზე [მაგრამ ამ დროს] მისმა ძმამ ყიას ად-დინმა ელჩი ფაჰლავანის, თავისი ამალისა და მეომართა ერთი ჯგუფის თანხლებით სადავე შეაბრუნა“.
ჯუვეინის თქმით, ჯალალედინისთვის ძმას უღალატია. სპარსელი ისტორიკოსი განაგრძობს:
  „სულთანი ჯალალ ად-დინი ამის გამო შეშფოთდა და ზიზღით აივსო ლაშქრის მიმართ. მიუხედავად ყველაფერი ამისა, მან პირი არ იბრუნა და [მოწინააღმდეგის] ლაშქრის ცენტრს შეუტია. მონღოლთა ლაშქრის მარჯვენა ფრთა სულთნის მარცხენა ფრთას უწევდა, ხოლო სულთნის მარჯვენა ფრთა – მონღოლთა მარცხენა ფრთას. ორივე ლაშქარი ერთმანეთში აირია“.
ჯალალედინი ცუდ მდგომარეობაში იყო.

скачать dle 11.3