კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: უამრავი კბილის პასტა ვცადე, მაგრამ არცერთის ეფექტი არ მომწონს. არადა, გამიგია, რომ ჩვენი წინაპრები სახლის პირობებში ამზადებდნენ ბუნებრივი ინგრედიენტებით კბილების მოვლის საშუალებას, რომელიც კბილებიდან ნადებს აცილებდა და აჯანსაღებდა მათ, იქნებ, რეცეპტი მომაწოდოთ?
პასუხი: შემოგთავაზებთ თანამედროვე კბილის პასტებზე გაცილებით ეფექტურ და ჯანსაღ ალტერნატივას, რომელიც არაჩვეულებრივად აშორებს ნადებს, ახშობს ანთებით პროცესებს, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და თავიდან არიდებს ღრძილების დაავადებებს: კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, 2 წვეთი პიტნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და გაიხეხეთ კბილები. შემდეგ კი გამოივლეთ დიდი რაოდენობით წყალი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ დილას და რამდენიმე დღეში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ.
კითხვა: დავაკვირდი და გაზაფხულის პერიოდში ყოველთვის მეწყება თმის ღერების დასუსტება და ინტენსიური ცვენა. ასევე, მიჩნდება ქერტლი. რით შეიძლება, ვუშველო ამ პრობლემას?
პასუხი: თუ გსურთ, თქვენი თმა სქელი და ძლიერი იყოს, გამოიყენეთ მდოგვისა და შაქრის ნიღაბი. ის საკმაოდ მარტივად მზადდება, თუმცა საოცარ ეფექტს მინიმალურ დროში იძლევა. მდოგვის ნიღბის პირველივე გამოყენების შემდეგ საგრძნობლად შემცირდება თმის ცვენა, ქერტლი გაქრება, თმა შეიძენს დამატებით ბზინვარებასა და გაცილებით ჯანსაღ იერსახეს. საგრძნობლად დაჩქარდება მისი ზრდის პროცესი და გასქელდება კიდეც. 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 ჩაის კოვზი შაქარი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ეს მასა გაინაწილეთ თავის კანზე და თითის ბალიშებით გაიკეთეთ თმის ძირების მსუბუქი მასაჟი. მაქსიმალურად მოერიდეთ თმის დაბოლოებებს, დაიმუშავეთ მხოლოდ კანი და თმის ძირები. დაიტოვეთ 15-20 წუთი და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ეს ნიღაბი 1 თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, რათა თმის ცვენის პრობლემა მოგვარდეს, საფარი გასქელდეს, თმის ძირები გაძლიერდეს და გაჯანსაღდეს.

скачать dle 11.3