№17 იმუნიტეტის გასაძლიერებელი ბროკოლის დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია
ბროკოლი დაბალკალორიული პროდუქტია, თუმცა ადვილად ანაყრებს და ამდიდრებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ამიტომ, წონაში სწრაფად კლებასთან ერთად, იმუნიტეტსაც აძლიერებს. ასე რომ, 4-დღიანი დიეტის დაცვის შემდეგ, დაახლოებით, 2-3 კილოგრამს დაიკლებთ, ორგანიზმის იმუნიტეტს კი გაამყარებთ. შეგიძლიათ, დიეტა თვეში ორჯერ დაიცვათ.
პირველი დღე
საუზმე: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.
სადილი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ულუფა ქათმის ბულიონი.
ვახშამი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, უშაქრო პიტნის ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა ანანასის წვენი.
სადილი: 150 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ცალი ფორთოხალი.
ვახშამი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა თაფლიანი წყალი.
მესამე დღე
საუზმე: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი.
სადილი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე, 1 ჭიქა ანანასის წვენი.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ძროხის მჭლე ხორცი, 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.
მეოთხე დღე
საუზმე: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა თაფლიანი წყალი.
სადილი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ულუფა ქათმის ბულიონი.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, პიტნის ჩაი თაფლით.