№17 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2008 წლის 13 ივნისს, საღამოს ექვს საათზე. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატებების მომტანი?
პასუხი: მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: საქველმოქმედო საქმე, ლიტერატურა, პოეზია, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 29 აპრილს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია მომიტანს მეტ წარმატებას?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამანაწილებელი, დამოუკიდებელი მებრძოლი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი. თუ ამ თვისებებს წინ წამოსწევთ, წარმატებებსაც მიაღწევთ და კარმულ მისიასაც შეასრულებთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიური საქმე, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.