№17 უფროსი და პოპულარული
ასაკით უფროსი ქალი ბევრ ახალგაზრდა მამაკაცში სარგებლობს პოპულარობით. დიდი ხანია, ეს არავის უკვირს, თუმცა კიდევ რჩებიან ისეთები, ვისთვისაც წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა პრობლემური და გაუგებარია. ფსიქოლოგებს აქვთ არგუმენტირებული მოსაზრება – უფროსი ქალბატონები განსაკუთრებით იმ მამაკაცებს იზიდავთ, რომლებიც უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ეძებენ. ძლიერი სქესის არაერთ წარმომადგენელს მოსწონს ის, რომ საშუალო ასაკის ქალი არ ელის თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მხრიდან ყველა ნაბიჯი გააზრებული და სერიოზულია.
ფსიქოლოგები, ასევე, ასახელებენ მამაკაცებში ასაკით უფროსი ქალების აქტუალურობის მთავარ მიზეზებს:
* მათ მეტი გამოცდილება აქვთ ცხოვრებაში. ზუსტად იციან, რა უნდათ და თუ მზად არიან მსუბუქი ურთიერთობისთვის, არასოდეს ითხოვენ ქორწინებას. თავადვე ზრუნავენ ურთიერთობის კონფიდენციალურობაზეც;
* ისინი დამოუკიდებლები არიან. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ქალებს უკვე აქვთ საკუთარი ბინა, მანქანა, კარიერა... არ წუწუნებენ, არ ითხოვენ საჩუქრებს და მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუნდაც ის, რომ თავად გადაიხადონ ვახშმის ფული რესტორანში;
* ისინი უკვე ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად. არ თამაშობენ ურთიერთობაში. თუ მამაკაცი მოსწონთ, თავად იქნებიან მასთან დაახლოების ინიციატორები;
* მათ აქვთ ჩამოყალიბებული გემოვნება და სტილის შეგრძნება. ოცი წლის გოგონებისგან განსხვავებით, უფროსი ქალები კარგად უვლიან თავს. ზრუნავენ გარეგნობაზე. იციან დახვეწილი სამოსის, ქუსლიანი ფეხსაცმლის, სამკაულის და რაც მთავარია საკუთარი თავის ფასი... მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი ჭეშმარიტი ქალები არიან.
ფსიქოლოგების განმარტებით ასაკით უფროსი ქალით გატაცება სჩვევია მამაკაცს, რომელიც ბავშვობაში სიყვარულის ნაკლებობას განიცდიდა. ჰქონდა რთული ურთიერთობა დედასთან ან საერთოდ არ ჰყოლია დედა. ანუ, ქალთან ეძებენ იმას, რაც ადრეულ ასაკში ასე ძალიან აკლდათ.
სიყვარულის
შენარჩუნების
საიდუმლო
ამბობენ, რომ სიყვარული მუდმივი არ არის. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ, გრძნობა, რომელიც დღეს გაქვთ, მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, თუ ეს თქვენ გსურთ:
* მიიღეთ თქვენი მეუღლე ისეთი, როგორიც არის. თუ ძალით ეცდებით, საყვარელი ადამიანის ჩვევების შეცვლას, ძალიან გაანაწყენებთ. ნორმალურ ურთიერთობაში პარტნიორები უკეთესობისკენ თავისით იცვლებიან. ეს კი ნელი და ხანგრძლივი პროცესია. პარალელურად, განაგრძეთ საკუთარ თავზე მუშაობა;
* ხანდახან საკუთარი სიმართლის დამტკიცება საჭიროც არის და სასარგებლოც. მაგრამ, როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება, ნუ იკამათებთ მასთან ნებისმიერ თემაზე. პატარ-პატარა შეტევები საბოლოოდ დიდ უთანხმოებამდე მიგიყვანთ;
* ჩვენ ძალიან დიდ დროს ვუთმობთ იდეალური პარტნიორის ძიებას და შემდეგ ვცდილობთ, მისგან სრულყოფილება „გამოვძერწოთ“. თუმცა გვავიწყდება მთავარი – ურთიერთობაში თავად ვიყოთ სრულყოფილი;
* არასდროს გამოიტანოთ დასკვნა საკუთარ ვარაუდებზე დაყრდნობით. თუ რამე გაინტერესებთ, პირდაპირ ჰკითხეთ საყვარელ ადამიანს, მარტივად, ყოველგვარი შესავლებისა და ქვეტექსტების გარეშე;
* არ გამოგეპაროთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წვრილმანები.
მეცნიერულად დამტკიცდა, რომ მაღალი ტონის ხმის მქონე ქალი მამაკაცში ახალგაზრდობის ასოციაციას ქმნის. თითქოს სიცოცხლის ხალისს უღვიძებს და მის სიახლოვეს ყოფნის სურვილს უჩენს.
* მნიშვნელოვანია ღიმილი, ოპტიმიზმი და სიხარულის გამოხატვის უნარი, რაც ძალიან გადამდებია და მამაკაცს გულგრილს არ ტოვებს.
* მაკიაჟი ქალს სჭირდება. ამას მამაკაცებიც აღიარებენ. მაგრამ ზომიერებამ არ უნდა გიღალატოთ – მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ქალებს, რომლებმაც მაკიაჟში ზომიერება იციან.
მამაკაცების უმრავლესობას ძალიან მოსწონს ქალის მოვლილი, გრძელი თმა.
P.S. მკერდზე საუბარიც არ ღირს – ის ყველა მამაკაცს ჭკუიდან შლის.
ბუნებრიობის
ეფექტი
ქალს მამაკაცი მოსწონს და მასთან ყოველი შეხვედრისას ღელავს. ეს ნორმალურია. თუმცა ფაქტია, რომ გადაჭარბებული ემოციები, იმედგაცრუების შიში ბევრ ისეთ შეცდომას დაგაშვებინებთ, რასაც შემდეგ ინანებთ. გაითვალისწინეთ ის აუცილებელი ნიუანსები, რასაც ფსიქოლოგები გვირჩევენ. ანუ, ნუ დაუშვებთ შეცდომებს:
* გაცნობის ეტაპზე ყველაზე მთავარი ბუნებრიობაა. თუ ეცდებით, ითამაშოთ ან ხელოვნური იყოთ, მამაკაცი ამას აუცილებლად შეამჩნევს. შეიძლება, ურთიერთობა მაინც შედგეს, მაგრამ ყველა სპექტაკლი მეორე, თუ მესამე აქტის შემდეგ აუცილებლად სრულდება. იფიქრეთ ამაზე და იყავით ის, ვინც ხართ;
* ქალები ხშირად დაუფიქრებლად ცდილობენ მოვლენების დაჩქარებას. მათ სწრაფად უნდათ სიტუაციის სადავეების ხელში აღება. მათ ავიწყდდებათ ან არ იციან, რომ გრძნობები ქალებში უფრო სწრაფად ღვივდება, მამაკაცებში კი ცოტათი აგვიანებს. თუ ურთიერთობას თავიდანვე ძალიან სერიოზულად აღიქვამთ, აქტიურობით მთელ სივრცეს დაიპყრობთ და მამაკაცს სიტყვის სათქმელად მცირესაც არ დაუტოვებთ, ის ამას არ გაპატიებთ;
* გახსოვდეთ – სანამ ურთიერთობა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, პარტნიორი თქვენ წინაშე არაფრით არის ვალდებული. ნუ გამოთქვამთ პრეტენზიებს, თუ დღის განმავლობაში რამდენჯერმე არ დაგირეკათ და ყოველ საღამოს ვარდების თაიგულები არ მოგართვათ. ამით ურთიერთობის განვითარებას სერიოზულად შეაფერხებთ;
* გახსოვდეთ, ეჭვიანობით მანიპულირებას მხოლოდ დაბალი თვითშეფასების ქალები მიმართავენ;
* ქალებს უყვართ საკუთარ თავზე და განცდილ ემოციებზე ლაპარაკი. მამაკაცს კი ქალთან პირველი შეხვედრისას მისი ემოციების ფოიერვერკი საერთოდ არ აინტერესებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში გულწრფელობაა. თუმცა გადაჭარბებული და უადგილო გულწრფელობით მამაკაცს მხოლოდ შეაშინებთ.