კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ექიმის რჩევები

კითხვა: ლავიწთან პატარა ბურთივით, სავარაუდოდ, ჯირკვალი მაქვს და ხელით შეხებისას მოძრაობს. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ეს და არის თუ არა საშიში?
პასუხი: პირველადი შეფასებისთვის ოჯახის ექიმს მიმართეთ, ლიმფური კვანძების სხვა საპროექციო მიდამოებსაც გასინჯავს და საჭიროების შემთხვევაში, კვლევები სწორი მიმართულებით გაგრძელდება.
კითხვა: ვარ 28 წლის. გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, არ აღმომაჩნდა არც ჩიყვი და არც რაიმე კვანძი. კისრის ორივე მხარეს ლიმფური კვანძებია 10 მილიმეტრამდე სიგრძის. თუ შეიძლება, ამიხსენით, რამდენად საშიშია, რომელ ექიმს მივაკითხო და რა ანალიზების ჩატარებაა საჭირო?
პასუხი: კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესაძლოა, გაციების, ხახისა და ყურის ანთების დროს გადიდდეს. ამ მიზნით მიმართეთ თერაპევტს ან ოჯახის ექიმს.
კითხვა: ვარ 21 წლის ბიჭი. 20 თებერვლიდან მაქვს სიცხეები (მაშინ კორონავირუსი საქართველოში არ იყო არც მეზობელ ქვეყნებში). ყოველდღე 37,1-37,3 მქონდა ცხელება, ხველა და ხანდახან ოფლიანობა. მცირედი ყელის ტკივილი ცალ მხარეს. დავლიე აუგმენტინი და ყელის წამლები, მაგრამ არ გაამართლა... მივედი ექიმთან (5-7 მარტს) - დამიდგინა ბრონქიტი, დამინიშნა მკურნალობა, რომელმაც მიშველა – სიცხე აღარ მქონდა, ხველამაც, პრაქტიკულად, გამიარა. შემდეგ ისევ დამეწყო დღის მეორე ნახევარში სიცხეები 2-3 საათით. ჯერ ძალიან ვხურდები (სიცხე 37,3-ზე ამდის) და შემდეგ ოფლი მომდის და სიცხეც ქვემოთ იწევს. ამ ყველაფრის მერე გავიკეთე ანალიზი ტუბერკულოზზე. არ აღმომაჩნდა, გადავიღე რენტგენი ფილტვებზე და ბრონქებზე – არაფერი მაქვს. გავიკეთე ანალიზი შიდსზე – არ მაქვს. რა შეიძლება, მჭირდეს?
პასუხი: გაიკეთეთ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზიც და აგრეთვე, სისხლში TSH (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი) და გლუკოზა. გამორიცხეთ C და B ჰეპატიტები (არსებობს სპეციალური ტესტები). თუ არსად არაფერი იქნება და სიმპტომები მაინც გაგიგრძელდათ, დაახლოებით, 3 კვირაში სისხლის ანალიზი გაიმეორეთ. თუ ისევ არაფერი იქნება, მაშინ უნდა დაანებოთ თავი სიცხის გაზომვას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3