კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 როგორ გავუმკლავდეთ ნაბახუსევს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ნაბახუსევი – ეს ორგანიზმის თავისებური თავდაცვითი რეაქციაა. ამ დროს თქვენს ორგანიზმს, პირველ რიგში, სითხე არ ჰყოფნის. როდესაც ადამიანი ალკოჰოლს სვამს, ამ დროს ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს. ვინც სასმელს ეტანება, შესაბამისად, გამოუცდია შეგრძნებები ნაბახუსევზე: თავის ტკივილი, პირღებინება, პირის სიმშრალე და უსიამოვნო გემო, წყურვილი, უღონობა, გაღიზიანება და ცუდი განწყობა, ხშირად გულის აჩქარება და „ჩავარდნები” — რითმის დარღვევა, ვეგეტატიური აშლილობა, შემცივნება და სხვა.
  ნაბახუსევის ყველაზე ტიპური სიმპტომია თავის ტკივილი. ეს გამოწვეულია იმით, რომ სპირტი და მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები ნერვულ სისტემას აზიანებს. გარდა ამისა, ალკოჰოლით მოწამვლა მაღლა სწევს შიდა ქალის წნევას. ამ დროს ადამიანს პირის სიმშრალე და წყურვილის გრძნობაც აწუხებს. ალკოჰოლს ორგანიზმის გამოშრობაც შეუძლია. წინა საღამოს გადამეტებული დოზით ალკოჰოლის მიღება, მეორე დილას ორგანიზმში სითხის დეფიციტს იწვევს. იმისთვის, რომ ეს დეფიციტი სასწრაფოდ შეივსოთ და წყურვილის გრძნობაც მოიკლათ, სითხე ერთბაშად არ უნდა მიიღოთ. გაღვიძებიდან ორი საათის განმავლობაში ლიტრ-ნახევრამდე სითხე დალიეთ, ოღონდ არა გაზიანი.
  ნაბახუსევზე ბევრი ადამიანი მინერალური წყლის დალევას ამჯობინებს. ეს სწორიცაა, რადგან ნაბახუსევზე ორგანიზმი ალკოჰოლის მიღების შედეგად დაგროვილი ტოქსიკური ორგანული ნაერთებისგან გათავისუფლებას გთხოვთ. მთელი დღის განმავლობაში აუცილებელია, ორ ლიტრამდე მინერალური წყალი დალიოთ. წყურვილის მოკვლის გარდა, ასევე უნდა იზრუნოთ ორგანიზმში ელექტროლიტების, კერძოდ მაგნიუმის, ნატრიუმისა და ფოსფორის დოზის აღდგენაზეც. ამ ნივთიერებებით მდიდარია კიტრის მწნილის წვენი, კომბოსტოს მწნილი, ხორბლის ბურახი. ისაუზმეთ ნოყიერი კერძებით, მიირთვით კარტოფილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები.
  ნუ გაჩერდებით დიდხანს ცხელი წყლის აბაზანაში, რადგან ამით საფრთხეს შეუქმნით გულსისხლძარღვთა სისტემას. ეფექტურია ნელთბილი შხაპის მიღება. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ოფლის გამოყოფას, რომელსაც ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან.
  ნაბახუსევის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც თავის ტკივილსა და კუნთების სპაზმებს შველის. შაქრიანი საკვები კანკალს ამცირებს. ბულიონი კი ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყაროა, რომელსაც კუჭი ადვილად გადაამუშავებს.
შუალედებში დალიეთ წყალი ან გაზგასული სასმელი. გაზიანი სასმელი ორგანიზმს ალკოჰოლის უფრო სწრაფად შეწოვას აიძულებს.
  ორგანიზმს, ასევე, წაადგება ხილის (განსაკუთრებით ვაშლისა და ბროწეულის) წვენის მიღება, რადგან გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ეხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თაფლიანი ჩაი (ჩაი მაგარი არ უნდა იყოს).
ერთ ჭიქა წყალში გახსენით 20 წვეთი პიტნის ნაყენი და მიიღეთ.
  ნაბახუსევზე მოერიდეთ ყავასა და მაგარ ჩაის, რადგან ისინი გულის პულსაციას აჩქარებს და ამან, შესაძლოა, გულის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს და არასასურველი შედეგი გამოიწვიოს.
  ნაბახუსევზე აუცილებლად მოერიდეთ ცხელ აბაზანას, საუნას, რადგან ამან, შესაძლოა, თავბრუ და გულის წასვლაც კი გამოიწვიოს.
გახსოვდეთ: ნაბახუსევზე არ დალიოთ არანაირი სპირტიანი სასმელი. ის, თითქოსდა, შეგიმსუბუქებთ შეგრძნებებს, მაგრამ სინამდვილეში, კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას.
  რწმენა, რომ საჭმელი თითქმის ყველა პრობლემას წყვეტს გადაჭარბებული სულაც არ არის. ცხელი წვნიანით სავსე თეფში მართლაც საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის წინააღმდეგ, თუმცა აქ პრობლემა სხვა რამეშია. შეგიძლიათ კი ჭამა? ბევრ ადამიანს ნაბახუსევზე არაფრის მიღება არ შეუძლია. თუმცა დაიმახსოვრეთ, ის მართლაც შველის ნაბახუსევს და ეცადეთ, რამდენიმე კოვზი მაინც მიირთვათ.
скачать dle 11.3