კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რა უნდა ვიცოდეთ სოკოვან დაავადებებზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კანის ინფექციებიდან ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებებია. ის მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტში გვხვდება. ბუნებაში 100 000 სახეობის სოკოა, მაგრამ მხოლოდ მათი ნაწილია დაავადების გამომწვევი. სოკოები აზიანებენ ადამიანის კანს, თმას, ფრჩხილს. ზოგიერთი შინაგანი ორგანოების დაზიანებას იწვევს, რაც შეიძლება, სიცოცხლისათვის საშიშიც აღმოჩნდეს.
  სოკო კანზე შეიძლება, ნებისმიერი ლოკალიზაციით შეგვხვდეს, თუმცა ძალიან ხშირად სოკოვანი დაავადება სხეულის ბუნებრივ ნაოჭებში ვითარდება: იღლიებში, საზარდულის მიდამოში, თითებს შორის სივრცეში, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, ვისაც დახურული ფეხსაცმლის ან და ხელთათმანების ხანგრძლივი გამოყენება უწევთ. კანის სინოტივე დიდად უწყობს ხელს სოკოს განვითარებას.
  გავრცელებულია, აგრეთვე, კანისა და თმიანი ნაწილების ზოოფილური სოკოვანი ინფექციები. ისინი უფრო ხშირად გვხდება ისეთ ადამიანებში, რომლებსაც ინტენსიური, უშუალო კონტაქტი აქვთ ცხოველებთან. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანს ეს ინფექცია ცხოველებიდანაც გადაეცემა.
  ვინაიდან სოკოვანი ინფექცია გადამდებია, ერთობ მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ზომების მიღება. აღსანიშნავია, რომ სოკო ძალიან მდგრადია გარემო პირობების მიმართ. სოკოების უმრავლესობა წარმოქმნის სპორებს, რომლებსაც ხანგრძლივად შეუძლიათ არსებობა. ადამიანის კანის ქერცლში სოკო წელიწადზე მეტ ხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. ამიტომაც, აუზებისა და სპორტ-დარბაზების მომხმარებლებს განსაკუთრებული ჰიგიენის ნორმების დაცვა მართებთ. აუცილებელია გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი პირსახოცი, სავარცხელი, საცურაო ფეხსაცმელი და ასე შემდეგ.
  გვახსოვდეს: დავიცვათ სიმშრალე განსაკუთრებით ბუნებრივ ნაოჭებში, ნუ ვივლით ფეხშიშველი საერთო მოხმარების ტერიტორიაზე.
დიდი სიფრთხილე გვმართებს ბავშვისთვის სამოსისა და ფეხსაცმლის შერჩევისას. რეკომენდებულია, რომ პატარებს ყველაფერი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ეცვათ. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ ჩვილებს ხშირად გამოვუცვლით პამპერსს. მათთვის აუცილებელია კანის მრავალჯერადი აერაცია. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ადრე შეცვალოთ პამპერსი ბუნებრივი საცვალით. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს კანის სოკოს განვითარების რისკს.
  დავიცვათ პირადი ჰიგიენა, ვერიდოთ სინთეტიკურ სამოსსა და რეზინის ფეხსაცმელს, ვაკონტროლოთ კანის მდგომარეობა და თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო გართულებები. სოკოვანი ინფექცია საშიშია მაშინაც, როცა ის მხოლოდ ვიზუალურ დისკომფორტს გიქმნით და არ არის სუბიექტური ჩივილები.
* სავარცხელი, პირსახოცი, აბაზანის ღრუბელი უნდა იყოს მხოლოდ პირადი მოხმარების;
* შეზლონგი იყოს პირადი ან დაიფაროს პირსახოცით;
* აუზზე ბანაობის შემდეგ უნდა მიიღოთ შხაპი;
* განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის გამშრალებას ნაოჭების არეში;
* უნდა მოწესრიგდეს ოფლიანობის პრობლემა. ამ მიზნით რეკომენდებულია ხშირი შხაპი, ნატურალური (ბამბა, აბრეშუმი) ქსოვილის ტანსაცმელი და ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი, საჭიროებისას – ტერფების ოფლიანობის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;
* მკაცრად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის წესები აუზებზე, საუნაში, სოლარიუმში, სილამაზის სალონში;
* სოკოვანი დაავადების წარმატებული მკურნალობის შემდეგ, განმეორებითი დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია, შეიცვალოს მკურნალობამდე გამოყენებული აბაზანის ღრუბელი, ტერფებისა და ტერფის თითების სოკოს შემთხვევაში კი – ფეხსაცმელიც, თავის თმიანი ნაწილის სოკოს დროს – სავარცხელი და ქუდი.
скачать dle 11.3