კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 როგორ არის შესაძლებელი დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის მართვა და რას ნიშნავს ბილ გეითსის განცხადება, რომ ადამიანების რაოდენობა შესამცირებელია

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


  კორონავირუსმა სრულიად დედამიწა ააყირავა, გვაიმედებენ, რომ ვაქცინაზე მუშაობენ, თუმცა ჯერ წამალიც არ ჩანს. ამასობაში ჯანმომ გვაცნობა, რომ შესაძლოა, პირბადეებით მოგვიწიოს სიარული (თუ სიცოცხლის ბოლომდე არა, კაი ხანს მაინც) და დისტანციის დაცვაც (იმიტომ რომ ოცდამეერთე საუკუნეში გაირკვა, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია). სხვადასხვა ვერსიაა პანდემიის შესახებ, მსოფლიო მთავრობის შექმნით დაწყებული და ადამიანების ჩიპიზაციით დამთავრებული, მათი ტოტალურად გაკონტროლების მიზნით. როგორ შეიძლება, გადაეწყოს მსოფლიო? – ამ თემას ანალიტიკოს დემურ გიორხელიძესთან ერთად გავარჩევთ.
– თუ გულახდილად ვიტყვით, ადამიანებმა მართლაც ბოროტად გამოიყენეს თავისუფლება, იმდენადაც კი, რომ, ადრე თუ გვიან, ეს უნდა შეცვლილიყო, კორონავირუსის თუ არა, რაღაც სხვის გამო მაინც.
– ჩემი ნეგატიური შეფასებები თქვენ, ალბათ, წლებია, გახსოვთ, მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის ასაკიდან გავიზარდე ემიგრანტების გარემოცვაში. საოცარი ხალხი იყო და უდიდესი გავლენა მოახდინეს ჩემზე. მათი მადლიერი ვარ. მაგრამ უკვე სტუდენტობის წლების შემდეგვე დავინახე მეორე მსოფლიო ომის მერე ევროპის მიმართ განხორციელებული ძალიან ფილიგრანული ტექნოლოგიის შედეგი, რამაც ევროპა, ფაქტობრივად, დააკნინა.
– რას გულისხმობთ დაკნინებაში?
– 400-წლიანი უძლიერესი დასავლური ცივილიზაცია, რომელმაც ადამიანს საერთოდ სხვა შესაძლებლობები გაუხსნა, უცებ აღმოჩნდა უსუსური, უუნარო და დეგრადაციის გზაზე, რაც გამოიხატებოდა იმის უარყოფაში, რაც დასავლურ ცივილიზაციას ნიშნავდა: ოჯახის, ეკლესიის უარყოფა, მულტიკულტურულობა, რაც მთავარია, ის კარიკატურული ევროპელი ლიდერები, რომლებიც გამოზარდეს სათბურში და შემოუშვეს. აბსოლუტურად უსახონი, მახინჯი წარმოდგენების მქონენი და ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გარიჟრაჟზე დავეჯახეთ სრულიად სხვა ევროპას. ეს არ არის ის ევროპა, რომელზეც ილია ჭავჭავაძე და ჩვენი უბრწყინვალესი ინტელექტუალები საუბრობდნენ. ამავე დროს ამ ტექნოლოგიამ საქართველოსაც უზარმაზარი ზიანი მოუტანა. ფაქტობრივად, დაშალა საზოგადოება, გააჩინა ახალი ნეობოლშევიკები, ლიბერალურ ფრაზეოლოგიასა და თითქოს დასავლურ ორიენტაციას ამოფარებულები. 100 წელი გავიდა და ზუსტად იგივეა. ვინ დასდევდა უკანასკნელი სიტყვებით ქართველ პარტიოტებს – ილიასა და მის თანამოაზრეებს? მეინსტრიმული იდეოლოგიის მატარებლები, მაშინ ეს იყო მარქსიზმი და ვიცით, რაც მოიტანა. ახლა შეიცვალა ფრაზეოლოგია და ზუსტად მეინსტრიმული, მახინჯი იდეოლოგიით შეიარაღებული ადამიანები დასდევენ ყველაფერ ეროვნულს. ყველას, ვისაც პოზიცია აქვს და რა თქმა უნდა, ეს იყო ტექნოლოგია. კაცობრიობა მიდიოდა უფსკრულისკენ და არანაირი შანსი ასეთ კაცობრიობას არ შეიძლება, ჰქონოდა. ეს აშკარაა, იმიტომ რომ სექსუალური გადახრების პროპაგანდა, ოჯახის ნგრევა, ადამიანებს შორის ურთიერთობის მოშლა, ფაქტობრივად, იყო ტოტალიტარიზმი, თუმცა ტოტალიტარიზში უფრო ნათელი დაპირებები იყო. აქ კი, ფაქტობრივად, პირდაპირ გითხრეს, სამოთხე იქნება, ოღონდ სოდომისტების სამოთხე. ამდენად, ლოგიკურია, რაც მოხდა, მაგრამ რაც ხდება, ამის უკან ისევ გლობალური ძალები იკვეთება, რომლებსაც სხვანაირი წარმოდგენები აქვთ. გაუწონასწორებელი სისტემა ქმნის ასეთ ადამიანებს. როდესაც შესაძლებელია, რომ ვიღაცას ჰქონდეს ყველაფერი და დანარჩენს – გაცილებით ნაკლები. გასაგებია, რომ ამ უკანასკნელებს არც კი თვლიან თავიანთ ტოლებად, ამიტომაც უჩნდებათ სურვილები. თქვენ წარმოიდგინეთ, ბილ გეითსი და მისი ახალი ორგანიზაცია, რომელიც ახლახან დააარსა, სულაც, არ მალავენ, რაში ხარჯავენ და დახარჯავენ მილიარდებს.
– დედამიწის მოსახლეობა უნდა შემცირდესო.
– დიახ, ეს მისი სიტყვებია, ჩვენ არ ვიგონებთ. ადამიანთა რაოდენობა უნდა შეიცვალოს, უნდა შემცირდესო. მაგრამ შენ ციციკორე ხარ, ამას რომ ადგენ?! ფული გაქვს და ხარჯავ იმისთვის, რომ მომკლა მე და ამბობ, რომ ზრუნავ ჩემზე?! ამიტომაც ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა მოკირწყლულია საუკეთესო სურვილებითო და თითქოს კაცობრიობაზე ფიქრით აცხადებს საშინელ მიზნებს. თუ ჩვენ ვისაუბრებთ შეთქმულების თეორიაზე, მასაც აქვს არსებობის უფლება. საერთოდ, ყველაფერს აქვს 50/50-ზე არსებობის უფლება. ერთი მხრივ, ჩვენ არ გვაქვს ის მტკიცებულება, რომ ცალსახად ვამტკიცოთ, რომ ეს ასეა, მეორე მხრივ კი, გვაქვს დაკვირვების უნარი და ვხედავთ, რომ რაღაც ხდება და ეს არ შეიძლება, სხვანაირად ხდებიდეს, თუ არა რაღაც ძალებით. მაინც ვფიქრობ, ადამიანები ისე არიან აწყობილები, რომ ვიღაც გამოჩნდება მეამბოხე, თავისი ამბიციით არ დაუშვებს ამას, იმიტომ რომ კაცობრიობის ისტორიაში, ჩვეულებისამებრ, ერთეულები ანთებდნენ ლამპარს და შემდეგ იმ ერთეულებს მიჰყვებოდნენ ადამიანები. თუ კაცობრიობას ისეთი საშინელება ემუქრება, რაც არის საკონცენტრაციო ბანაკი, მაშინ ჩვენ გვმართებს თავის გადარჩენა არა მუცელზე ხოხვით, მონობითა და გათახსირების ხარჯზე, არამედ ისე, როგორც ამას ამბობს უდიდესი იტალიელი მოაზროვნე ჯორჯო აგამბენი. ის საკონცენტრაციო ბანაკის ადამიანის გადარჩენის უმთავრეს საფუძვლად მიიჩნევს განრისხებას, რომ მომავალში მოწმედ დადგეს. როდესაც ყველაფერი დასრულდება და ამის მომწყობის გასამართლების დრო დადგება, იგი იყოს ფეხზე და თუკი ქართველ ერსაც უწერია ასეთი საშინელება, მაშინ ჩვენ ასეთი განრისხებულები უნდა შევიდეთ ამ საკონცენტრაციო ბანაკში და არა წაქცეულები და დამონებულები.
– საკონცენტრაციო ბანაკში რას გულისხმობთ? ნანოვაქცინაციას? მეორე მხრივ, ჩვენ ისედაც იოლად გასაკონტროლებლები ვართ ჩვენი მობილური ტელეფონებით, საბანკო ბარათებით, სოციალური ქსელით. ლაპარაკია იმაზე, რომ ჭკვიანი აპლიკაციები გაცნობებს, სად არიან დასნებოვნებულები, ეს ინფორმაციული და საჭიროა, მაგრამ იმავდროულად ადამიანზე განუზომელი ზემოქმედების საშუალებაც აქვს. მაგალითად, ნებისმიერი დაავადების შეყრის, მოკვლის. მართული ზომბების შექმნას გულისხმობთ საკონცენტრაციო ბანაკში?
– აქ არის ერთი ძალიან ღრმა მომენტი. საკონცენტრაციო ბანაკი ადამიანს ათავისუფლებს ყოველგვარი პიროვნული თავისუფლებისგან. ამაზეა გათვლილი პროცესი, რომელიც ახლა მიდის. ამას ჰქვია ცხოვრების რთულ პირობებთან ადაპტაცია. ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი სისუსტე. მას უჩნდება არა პროტესტი, არამედ ის ეგუება ვითარებას. ადამიანი, ფაქტობრივად, პიროვნებაწაშლილია, ამიტომ ახალი საკონცენტრაციო ბანაკი არ იქნება ის, რაც იყო ოსვენციმი ან გულაგი. რა არის საკონცენტრაციო ბანაკი თანამედროვე წარმოდგენაში?! ჩემთვის ეს არის მართული ადამიანები, რომლებსაც არაფერი პიროვნული აღარ დარჩათ და მხოლოდ რობოტების დონეზე მოქმედებენ, მითითებებით. ანუ ჩვენ მივდივართ იმ ცნებამდე, რაც აღწერა მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა, ალბათ, მსოფლიოში უდიდესმა მწერალმა ჩინგიზ აიტმატოვმა თავის ბრწყინვალე რომანში: მანქურთიზმამდე. მანქურთიზმის ყველა ნიშანია. თანამედროვე ადამიანს, თითქოს, რაღაც უფლებები აქვს, მაგრამ ის, ფაქტობრივად, რეალიზებული არ არის. დე-ფაქტოდ დღეს ადამიანი არის არავინ და არავინად ქცევის პერსექტივა არის თანამედროვეობის ნიშანი. ადამიანებს ძალიან შეძლებული და გავლენიანი ადამიანები ეუბნებიან, შენ არ უნდა იარსებო, თუ ჩვენ გავაკეთებთ ვაქცინას, შენ ვინ ხარ?! ვისი ნებით ხარ? შენ მარადიული ხარ? არადა ტოტალიტარიზმი მეტი კი არაფერია: ვიღაც არჩევს, რა არის კარგი და რა – ცუდი. ვიღაც წყვეტს, შენ უნდა იცოცხლო, შენ – არა, შენ აქ უნდა იყო, შენ – იქ. შენ ამის უფლება გაქვს, შენ – არა. ეს კი წარსულია და, ვფიქრობ, კაცობრიობა, ალბათ, არ დაუშვებს. აქ არის ერთი მომენტი, რისი დიდი იმედი მაქვს: ჩვეულებისამებრ, ყველა უზარმაზარმა მხედართმთავარმა და პოლიტიკოსმა, რომელიც საყოველთაო რეჟიმისკენ, საყოველთაო ერთიანი სისტემისკენ მიისწრაფვოდა, კრახით დაასრულა, იქნებოდა ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ყაენი თუ ნაპოლეონი. და აი, ეს საყოველთაობა, ალბათ, დაანგრევს ამ მისწრაფების მქონე ადამიანებსაც.
მეორე არსებითი მომენტიცაა: როდესაც შენ გინდა, გაანადგურო მილიარდები და შენ იცოცხლო, მილიარდებს არ უნდათ განადგურება და აუცილებლად გაგიწევენ წინააღმდეგობას. „ფოქს ნიუსზე“, შეერთებული შტატების პოპულარულ კონსერვატიულ სატელევიზიო არხზე, შემთხვევითი არ არის ბოლო 2-3 კვირაა ჟურნალისტების რეაქცია, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკაში საშუალო კლასის განადგურება, რის პოლიტიკაც ხორციელდებოდა, ამერიკას, ამ თავისუფალ ქვეყანას დაანგრევს. ქართველებს ამერიკა ეგონათ მაკკეინი, ის მახინჯი ადამიანები, რომლებიც საქართველოში ბატონობდნენ. არადა ამერიკელები ბრწყინვალე ხალხია და დღეს აშკარად ისმის ამერიკის ყველაზე გავლენიან ტელევიზიაში, რომ თანამედროვე აი ტი ტექნოლოგიური კომპანიების, „მაიკროსოფტის“, „ინტელისა“ და სხვათა პოლიტიკა ამერიკის მომავალს საფრთხეს უქმნის და საშიშია. ბუნებრივია, მიდის ელიტების დაპირისპირება და თუ ეს გაგრძელდა, დასავლეთში სერიოზიულად განიხილავენ, რომ შეიძლება, სოციალური ბუნტები დაიწყოს. წარმოიდგინეთ, ყველაზე დალაგებულ ქვეყნებში შეიძლება, სოციალური ბუნტი დაიწყოს. ბუნტის მაგალითი ევროპაში ცნობილია – ეს არის „ყვითელი ჟილეტები“. იმიტომ რომ ადამიანებს არ უნდათ, იცხოვრონ 1 200 ევროზე, თუმცა ეს ჩვენთვის სანატრელია, მაგრამ საფრანგეთში ძალიან გაღარიბდა მოსახლეობა. ამდენად, ვფიქრობ, რომ მოსალოდნელია პიროვნული და სახელმწიფოების ბუნტი, იმიტომ რომ არავის უნდა...
– მოხვდეს უტილიზაციაში.
– დიახ, უტილიზაციაში. იცით, რატომ? მარიონეტებს იქ მომავალი არ აქვს. ამიტომ არც ქართველ მარიონეტებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ გადარჩებიან, იმიტომ რომ მარიონეტი არავის უნდა. მარიონეტი არის დროებით საქმის გამკეთებელი. გადარჩებიან მხოლოდ ძლიერი, ამაყი, მიზანმიმართული ადამიანები და ხალხები, რომლებსაც შეუძლიათ პროტესტის გამოხატვა.
– უხერხული საკითხავია, მაგრამ ტექნიკურად მილიარდებს როგორ დახოცავენ? ან ამდენი ნანოვაქცინა საიდან?
– დავუშვათ, რომ დღეს არის რადიოს ეპოქა. ამ შემთხვევაში, დღეს არსებული ინფორმაცია ვერ შეცვლიდა ვერაფერს და ვერაფერზე გავლენას ვერ მოახდენდა, იმიტომ რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოშიც ძალიან ძლიერი იყო, ეგრეთ წოდებული, „ისპანკის“ დამანგრეველი შედეგი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე წაიყვანა დედამიწიდან. ერეკლე მეორისდროინდელ საქართველოში 756 000 კაციღა დარჩა, იმიტომ რომ მოსახლეობა შავმა ჭირმა გაწყვიტა. ასე იყო მთელ მსოფლიოშიც. ევროპის 40 პროცენტი იმსხვერპლა შავმა ჭირმა. ეპიდემიები, პანდემიები სიახლე არ არის, მაგრამ ადამიანები ამას რაღაცნაირად უმკლავდებოდნენ. დღეს გამოიყენება უმძლავრესი ტექნიკური საშუალება, ვგულისხმობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რომლებიც პირდაპირ ქვეცნობიერზე მოქმედებს. ეს მუდმივი შეტევა ადამიანის გონებაზე, შეიძლება, თქვენ და მე ვერა, მაგრამ, საკმაოდ ძლიერ ადამიანებსაც კი ცვლის. თუ მომკლავ, თორემ ჩემზე ინფორმციით ზემოქმედება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ, საბოლოოდ, ადამიანი ინტუიციურად იმასაც იგრძნობს, სად გადაამლაშებენ ხელისუფლებები.

скачать dle 11.3