კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ტრამპი VS ჯანმო

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვინც იხდისო...
  რაკი დღე ერთია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეში ლამის რამდენჯერმე ცვლის თავის სარეკომენდაციო ვერსიებს: ხან – პირბადეები ვერ იცავსო, ხან კი – სიცოცხლის ბოლომდე ასე პირაკრულებმა უნდა იაროთო. ისიც კი შეგვაგონეს, რომ რელიგიები განა თავიანთ დოგმებს (?!) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს უნდა დაემორჩილონო.
  რელიგიებიც რომ გვერდით გადავდოთ: გაირკვა, რომ ზემოხსენებული ჯანმოს რეკომენდაციებს არც ჩვენი მედიკოსები დამორჩილებიან (არადა, რომ დამორჩილებოდნენ, ეპიდემია გაცილებით მასშტაბური იქნებოდა) და სწორედ ამ არდამორჩილების გამო ახლა მათზე დიდი მოთხოვნაა, ასე განსაჯეთ, მთელი დედამიწის ცივილიზებული მასშტაბითაც კი.
  მოკლედ, ასეა თუ ისე, აშშ-ის პრეზიდენტმა, თავდაპირველად, ჯანმოს ხელმძღვანელობა მცდარი რეკომენდაციების გამო გააკრიტიკა და ლამის პანდემიის ძალით გავრცელებაში დასდო ბრალი, ამიტომაც, არც აცია, არც აცხელა და დაფინანსება შეუჩერა.
  სხვათა შორის, მანამ, სანამ არ შეისწავლიან, მართა თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია და დამალა თუ არა ინფორმაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც შეიძლება, დადგეს. ერთი სიტყვით, ამ ჩვენი ოკეანისგაღმელი სულზე უტკბესი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი მაღალი სიკვდილიანობის მიზეზად, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ ჯანმოს მოიაზრებს.
  ჩვენ არ ვიცით, იმოქმედებს თუ არა შემოსავლის შემცირება ჯანმოს მიერ პანდემიის ეფექტიანად მართვაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფულს დიდი ძალა აქვს: ვინც იხდის, სწორედაც რომ ის უკვეთავს მუსიკას (შესაძლოა, პანდემიასაც?!).
скачать dle 11.3