№17 მიწადასახნავები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მართალია, ჯერჯერობით ადამიანები სახლებში ჰყავთ გამოკეტილი თავიანთ მთავრობებს და ყველაფერი ისეა, როგორც ზღაპარში, თუ იურჩებთ, გუდიანი კაცი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კორონა) წაგიყვანთო და მხოლოდ ტვირთები მოძრაობს შეუფერხებლად აღმა და დაღმა, მაგრამ გაირკვა, რომ ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, 2020 წლის 30 ივნისამდე აიკრძალება სხვა ქვეყნებში (რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არ არიან) ზოგიერთი სასურსათო პროდუქციის გატანა.
კერძოდ, ჩამონათვალი ასეთია: ხახვი, ნიორი, ბოლოკი, ჭვავი, ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი, ბურღული, უხეშად დაფქული ფქვილი, მზა ნაწარმი წიწიბურასგან, სოიის მარცვალი, მზესუმზირა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი 2014 წელს შეიქმნა და მისი წევრები არიან: რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, სომხეთი და ყირგიზეთი.
სავარაუდოდ, მათ გზას ბევრნი დაადგებიან. ხოლო, თუ გავიხსენებთ ჩვენს იმპორტდამოკიდებულებას (და ამას ნივრის ფასს დავამატებთ), მიწას თუ არ დავხნავთ, ერთმანეთის შეჭმა მოგვიწევს.