კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ადამიანი ადამიანისთვის მგელია

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ შინაური ცხოველების ხიბლი

  საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დედამიწის მოსახლეობა, განსაკუთრებით, მისი იმ ნაწილი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების სიკეთეებით სარგებლობს და, ამდენად, უფროა დამოკიდებული საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, კიდევ კარგა ხანს იქნება დაშინებული.
  იქნება, ვინაიდან მთელი სახელმწიფო მანქანები და სრულიდ მედია მუშაობს მათ შესაშინებლად, იმ მიზნით, რომ დარჩნენ სახლში. ხოლო, რაკი ამაზე უკეთესი თავდაცვის საშუალება (ამაზე, ანუ თვითიზოლაციაზე) ვერ მოიფიქრეს კაცობრიობის ტვინებმა, სხვა რა გზაა?! ანერვიულებული და შეშინებული ადამიანები სახლებში სხედან და მთელი არსებითაც სძულთ ისინი, რომლებიც ქუჩებში დაიარებიან ან ამის სურვილი აქვთ.
  რატომ სძულთ? იმიტომ, რომ განა სული, ხორცი ტკბილია და ჯერ კიდევ ბებია ოლღამ („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) გაგვიმხილა, რომ სამი დღის სიცოცხლისთვის ერთ მეფეს ახალდაბადებული ლეკვიც კი შეუჭამია. ერთი ისაა გასახარი, რომ, სახელდობრ, ჩვენ ჯერჯერობით ერთმანეთის ჭამა არ დაგვიწყია.
  ამასობაში გაირკვა, რომ ისინი, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ, უსიმპტომოდ გადაიტანენ კორონავირუსს. ამ დასკვნის ავტორი ესპანეთის კლინიკის პოლონელი ექიმია, რომელიც კორონიანი 100 პაციენტის დაკვირვების შედეგად მივიდა ამ დასკვნამდე: ცხოველის ბეწვთან მუდმივი კონტაქტისა და ცხოველების ექსკრემენტების გატანის შედეგად მათი პატრონის იმუნიტეტი გაცილებით მდგრადია პათოგენების მიმართ.
  ცხადია, გამოკვლევები გაგრძელდება, მაგრამ, თუ გავიხსენებთ პედიატრების რჩევასაც, ბავშვები სოფლად დაასვენეთ, რაც შეიძლება, მეტ პათოგენს გაეცნონ, რაც მათ იმუნიტეტს გააძლიერებსო, ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კი გვარწმუნებენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია (ანუ დაიცავი 2-მეტრიანი დისტანცია, თუ სიცოცხლე გწყურიაო), მაგრამ ძაღლი ისევ ადამიანის მეგობარია.
скачать dle 11.3