კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 თათა გიორგობიანი: ჩემთან მოახლოება რთულია, მინდა, გვერდითაც ჩემი დონის ადამიანები მყავდეს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი თათა გიორგობიანი გარეგნულად საკმაოდ მკაცრი და თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ეს მხოლოდ იმიჯია და მის მიღმა, საკმაოდ მორცხვი გოგონა იმალება. როგორც თავად ამბობს, უყვარს სახლში განმარტოება და ფიქრი, სექსუალურობა კი მხოლოდ მისი სასცენო იმიჯია.
  თათა გიორგობიანი: ცხოვრებაში საკმაოდ გააზრებულად ვდგამ ნაბიჯებს და „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის“ პრინციპით ვმოქმედებ. რა თქმა უნდა, რაღაცები იყო, სადაც ვისურვებდი, უფრო გამბედავი ვყოფილიყავი, უფრო მეტად გამერისკა. ცხოვრებაში, რაღაცები ვერ ავიღე ჩემს თავზე, ვერ გავრისკე და ამან ხელი შემიშალა.
– რა იყო ისეთი, რაც ვერ გაბედე და ვერ გარისკე?
– უფრო, კარიერის მხრივ. რაღაც პროექტებში მინდოდა გასვლა, მაგრამ სულ მეგონა, არ ვიყავი მზად და უკან ვიხევდი. მაგისტრატურაში ჩაბარებაც გადავდე, სამსახურების შემოთავაზებებზეც უარი ვთქვი. ვთვლიდი, არ ვიყავი მზად იმ მოვალეობის შესასრულებლად, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ის პოზიცია დაიკავეს ადამიანებმა, რომლებიც ჩემზე მეტს ვერანაირად ვერ აკეთებენ. შეიძლება, ეს ჩემი მხრიდან თამამი ნათქვამია, მაგრამ ასეა და ახლა ვხვდები, უფრო მეტად უნდა გამერისკა, მეტი შემეძლო და მეტად გამბედავი და თავდაჯერებული უნდა ვყოფილიყავი.
– ანუ, იმის გამო რომ გამბედავი და თავდაჯერებული არ იყავი, ცხოვრებაში წააგე?
– არა, არ წამიგია. ადრე თუ გვიან, ადამიანი მაინც იმას აკეთებს, რისი გაკეთების თავიც აქვს. საბოლოო ჯამში, აანალიზებ შენს პოტენციალს, ხვდები, რა გინდა, რისი გაკეთება განიჭებს სიხარულს და მაინც იმ გზას ადგები. ვფიქრობ, ადრე, რაღაც-რაღაცები რომ ვერ გავაკეთე იმისთვის იყო საჭირო, რომ ახლა უფრო მეტად დავფიქრდე. ზოგადად, 15-17 წლისას რაც ძირითადი ფასეულობები და ღირებულებები მქონდა, იგივე მაქვს, ისევ იმ პრიორიტეტებს ვაფასებ ადამიანში, რასაც ადრე ვაფასებდი. თუმცა, რაც წლები გემატება, უფრო დაკვირვებული ხდები, გამოცდილება თავისას შვება – მოვლენებს სხვანაირად აღიქვამ, სხვა გონებით განსჯი.
– როგორ გგონია, ამ გამოცდილებისა და პრიორიტეტების ფონზე, ხასიათი არ იცვლება?
– მგონია, ხასიათი გენეტიკაზეა დამოკიდებული და პირობითად, მხოლოდ ათი პროცენტით შეიძლება, შეიცვალოს, თუმცა წლების მატებასთან ერთად ძირეულ ცვლილებებს ვერ განიცდის. ხომ გაგიგიათ: მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველაო (იცინის). გენეტიკურად დამყვა მორცხვი ხასითი, ჩაკეტილი ვარ და მიყვარს ფიქრი და გაანალიზება. მეგობრები სულ მეუბნებიან, ნუ ფიქრობ ამდენს, გაიხსენი და ლაღი იყავიო. ასე რომ, ჩემი მორიდებით არაერთი შანსი გავუშვი ხელიდან, მაგრამ, რა ვქნა, ასეთი ვარ. ალბათ, ესეც რაღაც ეტაპია და ზედმეტ გახსნილობას და თავხედობას მირჩევნია, ასეთი ვიყო. არაფერი წამიგია, თანდათან დავიხვეწე და იმ ჩემი სახასიათო პლუსებით თუ მინუსებით, დავაბალანსე ჩემი ცხოვრება.
– ამბობ, მორცხვი ვარო, თუმცა, ერთი შეხედვით, მკაცრი, უკარება, ამაყი გოგოს იმიჯი გაქვს. ამ შენს ხასიათს როგორ „ფუთავ“ ასეთ გარეგნობაში?
– ოჯახის წევრები სულ მეუბნებოდნენ: გახსოვდეს, შენ უკან ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ისე უნდა გეჭიროს თავი, საზოგადოებამ ცუდად არ გაგიგოსო. მეც მინდოდა, მორალური მაგალითი ვყოფილიყავი ახალგაზრდა თაობისთვის. როცა სამსახურს ვიწყებდი და გასაუბრებაზე მივედი, მკითხეს: რამდენად თამამი ხარო. ვუპასუხე: თამამი ვარ, მაგრამ ყველაფერს თავისი ფარგლები აქვს და გააზრებულად თამამი ვარ-მეთქი. როცა საზოგადო ფიგურა ხარ და ეკრანზე ჩანხარ, გაკვირდებიან და მინდოდა, ჩემში მეტობები არ დაენახათ და კონსერვატიული იმიჯი სექსუალური გოგონას იმიჯთან მქონოდა შეხამებული, რასაც „გიორგი გაბუნიას შოუში“ მარგებენ (იცინის). ამ, სექსუალური და თამამი იმიჯის მიღმა კი გაწონასწორებული, მორცხვი და ემოციური ვარ. თუმცა, არ მიყვარს ემოციების გამოხატვა და ვცდილობ, ისეთი რამ არ ვთქვა, ვინმეს ვაწყენინო.
მირჩევნია, უკარება გოგოს შეხედულება მქონდეს. ჩემთან მოახლოება რთულია, თუმცა, შინაგანად თბილი ვარ. სანამ არ ჩავთვლი, რომ ადამიანი ჩემთვის ძალიან ახლობელია, მანამდე ვერ ვუღებ გულის კარს და ამიტომ ვჩანვარ მკაცრი. არ მინდა, ამპარტავნობაში ჩამითვალოთ, მაგრამ ვერ ვუგებ ადამიანებს, რომლებიც აზროვნებით ჩემგან შორს დგანან. საერთო ენას ყველასთან ვნახულობ, მაგრამ ასეთ ადამიანებს ახლოს ვერ ვიყენებ. ყველა ადამიანს თავისი დონე აქვს და ჩემ გვერდითაც, მინდა, ჩემი დონის ადამიანები მყავდეს. რასაკვირველია, ჩემზე მაღალი დონის ადამიანებიც არიან და სულ ვცდილობ, მათგან მაგალითი ავიღო და მათი კარგი თვისება გავითავისო. არავისი არაფერი მშურს და კონკურენციასაც ამაში ვხედავ. უბრალოდ, უნდა შეგეძლოს, აიღო ის კარგი, რასაც სამყარო გთავაზობს და რაც სხვაში მოგწონს, შენც გქონდეს.
– ამ ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, სამყარო კარგს არაფერს გვთავაზობს. როგორ შეცვალა ამ რეალობამ შენი ყოველდღიურობა?
– ყოველთვის აქტიურად ვცხოვრობდი – გადაღებები ტელევიზიაში, ბენდთან მუშაობა, კონცერტები და ახლა რომ სახლში ჩავჯექი და ამ რეალობაში აღმოვჩნდი, რასაც ახლა სამყარო მთავაზობს, ცოტა დავისტრესე. აქტიურობის გარეშე ვერ ვისვენებ, სულ მგონია, სადღაც უნდა გავიქცე... სახლში ვვარჯიშობ, ხან მუსიკას ვწერ, მაგრამ ეს ჩემს ენერგიას ვერ აკმაყოფილებს და მიჭირს. ამ სიტუაციამ ჩემს ენერგიაზე, ნამდვილად იმოქმედა, მაგრამ ეს პერიოდიც მალე გაივლის და მადლობა ხელისუფლებას, ექიმებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე იბრძვის ჩვენთვის. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ რეალურ მოცემულობას საღად შევხედოთ და დავინახოთ ორი კუთხით – ცუდი, რომელსაც პატარა კარგი ნაწილიც აქვს და ვისწავლოთ ერთმანეთის გვერდით დგომა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ეს თუ გავითავისეთ, სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს რეალობა კი, როგორც გაკვეთილი, ისე უნდა მივიღოთ. სახლიდან გასვლაზე აკრძალვები სულ მქონდა, რადგან მშობლები მკაცრად მზრდიდნენ, მაგრამ ყოველთვის მაძლევდნენ იმ თავისუფლებას, რაც საჭირო იყო. მადლობელი ვარ დედის იმ სიმკაცრისთვის, რისი წყალობითაც ბევრ უსიამოვნებას ამარიდა. იმ წუთას ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ეს შეზღუდვები, თუმცა, მიხსნიდა, რატომ იყო აუცილებელი. ახლაც სულ ვითვალისწინებ დედის რჩევას. ის სამაგალითო ფიგურაა ჩემს ცხოვრებაში. მართალია, მისი მჯერა, საუკეთესო მეგობარია, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმას ვაკეთებ, რასაც უკეთესად ვთვლი ჩემთვის. რაც შეეხება პირადს, მე თავად ვრევ ჩემს ოჯახის წევრებს ჩემს პირად ცხოვრებაში. მართალია, ახლა მარტო ვარ, მაგრამ მომწონს ეს მდგომარეობა და ვფიქრობ, როგორც ვინმეს გვერდით, ასევე მის გარეშეც, ადამიანი უნდა იყო შემდგარი და დამოუკიდებელი პიროვნება. თუ ისეთი ადამიანი იქნება ჩემ გვერდით, ვისთანაც უკეთესად ვიგრძნობ თავს, უკან არ დავიხევ.
– თქვი, ემოციური ვარო და ეს პირად ცხოვრებაში ხელს არ გიშლის? ამ მხრივ თუ გიმართლებს?
– პირადში ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმა მიყვარს და არა ემოციებზე აყოლა. როცა საქმე სიყვარულს ეხება, იქ ჭკვიანურად მოქმედება სჯობს. არ ვთვლი, რომ პირადში არ მიმართლებს. ყველა ჩემი ქმედება გააზრებული მაქვს და ამიტომ სიყვარულში დრამა და ტრაგიზმი არ მქონია. სითბოს დეფიციტი ყველას აქვს, მაგრამ ადამიანი თავად უნდა იყოს საკუთარი ბედნიერების წყარო. მე პირადი სითბოს დეფიციტი საქმეში გადამაქვს და ეს მშველის.
– სოციალურ ქსელში დადე ფოტო, სადაც ხატავ. ხომ არ ფიქრობ, საგანგებო სიტუაციამ და კორონავირსუმა, ამ მხრივ, დადებითად იმოქმედა და გაგიჩნდა სურვილი, დაბრუნებოდი საქმეს, რომელიც გიყვარს და კარგად გამოგდის? თვითიზოლაციაში რა მუზები მოგდის?
– ადრე, ძალიან კარგად ვხატავდი, მაგრამ მერე მივატოვე და ამ სიტუაციის გამო ისევ მივუბრუნდი და გავიხსენე ჩემი ძველი ჰობი. სულ მიყვარდა ქალების ხატვა, ესთეტიკურადაც ლამაზია და თან მიყვარს მათი კონკრეტული ემოციის ფურცელზე გადატანა. ახლა, უფრო მეტი დრო მაქვს, ჩავუჯდე, ვხატო და ეს ემოცია, რაც ახლა ხდება, ფერებში გადავიტანო. მიყვარს კოსმოსის ხატვა, სადაც ემოციის ნაპერწლებია ჩაქსოვილი და ჩემი ფუნჯით კოსმოსში ვგზავნი მესიჯს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სხვათა შორის, დავიწყე იმაზე ფიქრი, როცა ეს ამბები გადაივლის, ის ემოციები, რასაც ახლა ვდებ ჩემს ნახატებში, გამოვამზეურო და გამოფენა მოვაწყო.

скачать dle 11.3