კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რა არის კორონავირუსი და როგორ ვებრძოლოთ მას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

რა არის ვირუსი
  ვირუსი საინფორმაციო პარაზიტია. ის ჩვენს ორგანიზმში იჭრება და უჯრედს აიძულებს, მასზე იმუშაოს.
  „ვირუსი“ ურთიერთსაწინააღმდეგო ბუნებისაა. ის ცოცხალი არაა, მაგრამ გამრავლება შეუძლია. ანუ, ვირუსები ცოცხალსა და არაცოცხალის ზღვარზე არიან და ამ მოვლენას დღემდე ვერ მოუძებნეს ახსნა. ხოლო ზიანი კი, რომელსაც ვირუსები გვაყენებენ – კოლოსალურია.
მეცნიერულად, ვირუსი ცილის გარსში გახვეული გენეტიკური კოდის ფრაგმენტია. მან მილიარდი წლის განმავლობაში ევოლუცია განიცადა, რათა ჩვენი ორგანიზმი დაემორჩილებინა. თავად ვირუსი სიცოცხლისუნარიანია და ასი პროცენტითაა დამოკიდებული ცოცხალ ორგანიზმზე, რომელიც მას კვებავს... მაგალითად, ვირუსისგან განსხვავებით, ბაქტერიას შეუძლია ყველაფერი თვითონ შეასრულოს და თავი გამოიკვებოს. ვირუსს კი ეს არ ძალუძს.
  როდესაც ვირუსი ორგანიზმში ხვდება, ის ურთიერთობაში შედის რიბონუკლეინმჟავასთან. იმორჩილებს მას და მრავლდება, ანუ აავადებს მას. ეს ასე ხდება – ვირუსი ჯერ უჯრედზე მაგრდება. შემდგომ იკეთებს ცილის გარსს და ბოლოს გამოდის იქიდან. ზოგჯერ, ვირუსი თავს აჭმევინებს უჯრედს, მაგრამ მას მონელების საშუალებას არ აძლევს. ამ პროცესში ვირუსი იწყებს მოძრაობას, მუტაციას და ვითარდება. ორგანიზმი კი ადაპტაციას ვერ ახერხებს. ვირუსი ამ პერიოდში უჯრედს გამოაყოფინებს ცილებს და იმორჩილებს მას, რაც დაავადებას, ინფიცირებას ნიშნავს. ვირუსის გენომი ასეთ დროს ადამიანის გენომში იჭრება და მას ვირუსის კოდით ამუშავებს...
  ორგანიზმში შეჭრილ ვირუსებს კალეიდოსკოპური სისწრაფით გამრავლების, კოპირების უნარი აქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ კოპირებული ვირუსები ერთმანეთს არ ჰგვანან. ხოლო, რაც შეეხება უჯრედში ვირუსის გამრავლებას, ერთი უჯრედიდან ვირუსს ასეულ ათასობით თავისნაირის წარმოქმნა ძალუძს და ეს მასთან ბრძოლას ართულებს.
რატომ გაჩნდა კორონავირუსი ადამიანებში ასე უცბად
  ზოგადად, ვირუსები ბუნებაში სულ არსებობენ, ისინი უცებ არ ჩნდებიან. მაგალითად, კორონავირუსი ჯერ კიდევ 60 წლის წინ აღმოაჩინეს. მისი მიკროსკოპული დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ გვირგვინის („კორონა“) ფორმა ჰქონდა და სახელადაც ამიტომ ეწოდა კორონავირუსი... ვირუსები მუდმივად იცვლიან პატრონს, მაგალითად, ცხოველებში ყველა ვირუსი ერთი პოპულაციიდან მეორეში გადადის და ამის მიზეზი ისაა, რომ ერთი შეგუებული სახეობა (მაგალითად, ღამურები. სხვათა შორის, ღამურას უძლიერესი იმუნოსისტემა აქვს – ადამიანზე ექვსჯერ ძლიერი) გამოიმუშავებს იმუნიტეტს კონკრეტული ვირუსის მიმართ. რომ განვითარდეს, ეს ვირუსი გადადის სხვა ცხოველზე და იქ აგრძელებს ახალ სიცოცხლეს, ანუ განიცდის მუტაციას და მას მერე, რაც ეს ახალი პოპულაციაც გამოიმუშავებს იმუნიტეტს, ვირუსი სხვა ორგანიზმს ეძებს და ასე უსასრულოდ. ძალიან საშიშია ცხოველიდან ადამიანზე გადასული ინფექცია და ასე ხდება ყოველ 10-დან 100 წელიწადში, თანაც, მილიარდში ერთი ვარიანტია. ანუ, ძალიან დაბალი, შეუძლებელი ალბათობით, მაგრამ ასე მაინც ხდება და ასე გადავიდა Covid 19 ღამურიდან გველზე და გველიდან – ადამიანზე. ეს ფაქტი უკვე დადასტურებულია. ანუ, ის ვირუსი არ ნადგურდება, ცოცხალი რჩება, ინარჩუნებს სხვა ორგანიზმში გადასვლის უნარს და შემდგომ მრავლდება. ამგვარად, ეპიდემიის მსგავსი აფეთქება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის ორგანიზმში არაადაპტირებული ვირუსი ხვდება და სიცოცხლისუნარიანობას 2-3 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს, თუმცა კლინიკურ ნიშნებს არ ავლენს. ამ დროს ადამიანს შეიძლება, არც კი ჰქონდეს ცხელება, სამაგიეროდ, სხვისთვის ინფექციის გადაცემა შეუძლია და ესაა ყველაზე დიდი საშინელება. სწორედ, ამგვარად განვითარდა ეპიდემია იტალიასა და ესპანეთში და ამ მხრივ, სიკვდილიანობით ისინი პირველობას ინარჩუნებენ.

скачать dle 11.3