კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რატომ დაინტერესდა ხატია ასიტაშვილით უცხოური მედია

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში გაფანტული ქართველი გმირები გვაპოვნინა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთი კეთილი საქმით ჩაერთნენ უხილავ მტერთან ბრძოლაში და უცხო მიწაზე სრულიად უცნობი ადამიანები აალაპარაკეს. ერთ-ერთი მათგანი ხატია ასიტაშვილია, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად პანდემიის ეპიცენტრში, იტალიაში იმყოფება. ხატია იტალიელებისთვის სრულიად უსასყიდლოდ კერავს პირბადეებს და ნებისმიერ მსურველს აწვდის. მისი საქციელი იტალიელებისთვის იმდენად უცხო აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მედიაც კი დაინტერესდა და სულ მალე, ხატიას ფოტოებს იტალიის არაერთ ჟურნალში ვიხილავთ.
  ხატია ასიტაშვილი: ორ წელზე მეტია, რაც მეუღლესთან და შვილებთან ერთად იტალიაში, კერძოდ კი სამხრეთ ტიროლში ვცხოვრობ. ვსწავლობ იტალიურსა და გერმანულს, გავდივარ მართვის მოწმობის კურსებს. ახლა ონლაინგაკვეთილები დამეწყო, გარდა ამისა, სხვა საქმეებიც მაქვს და კერვისთვის ბევრი დრო არ მრჩება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, რაც შეიძლება, მეტი დრო გამოვყო, ბევრი პირბადე შევკერო და ხალხს დავურიგო. მუშაობა ბავშვებთან ერთად მიწევს, ხანდახან კი მირევენ, მაგრამ ცდილობენ, ხელი არ შემიშალონ – იციან, დედა კარგ საქმეს აკეთებს. ჩვენ ეპიცენტრში ვართ, ორ კვირაში ერთხელ გავდივართ საყიდლებზე. მიუხედავად სირთულისა, პანიკა არაა და რეგულაციებს ყველა ემორჩილება. მე რასაც ვხედავ, ხალხი არ დადის გარეთ, თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, უკეთესობა არ ჩანს. ჩემს პროვინციაში, სადაც 100 000 ადამიანი ცხოვრობს უკვე 2 000-მდეა ინფიცირებული.
– ხატია, შენს საქმიანობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიყევი, როგორ დაიწყო ეს ამბავი.
– ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, საერთოდ არ მოველოდი, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა. თავიდან არანაირი გეგმა არ მქონდა, უბრალოდ, ვირუსის დასაწყისში, კარანტინიც კი არ იყო მაშინ გამოცხადებული, აფთიაქში მივედი პირბადის შესაძენად და აღმოჩნდა, რომ დეფიციტი იყო. ვერ ვიყიდე პირბადე და გადავწყვიტე, თავად შემეკერა. ინტერნეტში გადავათვალიერე ვიდეოები, როგორ შეიძლებოდა მისი შეკერვა და ასე დავიწყე. პროფესიით მკერავი არ ვარ. მეორე ბავშვი რომ მეყოლა, ძირითადად, სახლში მიწევდა ყოფნა. იმ დროს ჩემთან მოდიოდა მეგობარი, რომელმაც მასწავლა, როგორ უნდა გამომეყენებინა საკერავი მანქანა, თან, ბევრი ქსოვილიც მაჩუქა. იქიდან მოყოლებული, ჩემთვის რაღაცებს ვკერავდი. პირველ ჯერზე შეკერილი პირბადე ცოტა ზომებში აცდენილი გამომივიდა, მაგრამ მერე მივხვდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა.
– ადგილობრივი მედიაც დაინტერესდა შენი ამბით, როგორ გაიგეს შენი საქმიანობის შესახებ?
– ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ ჟურნალისტს გადაუგზავნა ფოტოები და ასე გამოვიდნენ ჩემთან კონტაქტზე, თუმცა მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.
ერთ საღამოსაც მირეკავს ეს ჩემი მეგობარი და მეუბნება: არ გაგიჟდე, ცოტა ხანში ჟურნალისტი მოგწერსო. ამის მერე ადგილობრივ ჟურნალში გაიგზავნა ჩემი ისტორია და ფოტოები. ასევე, დამიკავშირდნენ ერთ-ერთი ჟურნალიდან და ფოტოსესიაზე შემითანხმდნენ. ნამდვილად არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვისაც რა შეუძლია, ასეთ დროს ის უნდა გააკეთოს და ხალხს დაეხმაროს, ამაში უცხო და გასკვირი არაფერია.
– როგორ მოხდა პირბადეების გავრცელება?
– თავიდან ჩემს უფროსს ვაჩვენე და გაგიჟდა. მერე მკითხა, არ გაყიდიო. მაშინვე ვუთხარი, არა, ამით ბიზნესის დაწყებას არ ვაპირებ, ვისაც დასჭირდება, სრულიად უსასყიდლოდ გადავცემ-მეთქი. როცა აქ ჩამოვედი, ამ ხალხისგან საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი, ყველა გვერდში დამიდგა, ყველა მეხმარებოდა, იმდენი კარგი რაღაც მახსოვს მათგან, რომ არ შემიძლია, ეს ფულის სანაცვლოდ გავაკეთო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა, ასეთ სიტუაციაში, ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდ არ უნდა ვიფიქროთ. რაც შეეხება გავრცელებას, მსურველი ძალიან ბევრია. ჩემს სახლთან არის ორგანიზაცია, რომელიც მეხმარება საზოგადოებაში მათ გავრცელებაში – მათ აქვთ დიდი კონტაქტები და ინფორმაცია და საჭიროებისამებრ ანაწილებენ. ძირითადად, ურიგდება მათ, ვისაც არ აქვს შეძენის ან გამოწერის საშუალება. ჩემს კომუნეში ორი პატარა ქალაქი შედის. ახლა მერთან მიდის მოლაპარაკება და მალე ისინი გაუწევენ ამ ყველაფერს ორგანიზებას. სადაც ვცხოვრობ, ბევრი აფრიკელია, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცავენ წესებს, ამიტომ ჩემი ინიციატივა იყო, პირველ რიგში, მათ გადასცემოდათ საჩუქრად პირბადეები.
– მრავალჯერადი პირბადეებია? რამდენი გაქვს შეკერილი?
– 150-მდე პირბადე მაქვს ხალხისთვის გადაცემული. ახლა შეკერილი მაქვს 200 ცალი, მაგრამ რეზინების დეფიციტიც იყო. მერე გამოვიწერე და საბაჟოზე გააჩერეს, თუმცა, საბოლოოდ ჩამომივიდა. პირბადეები არის მრავალჯერადი, მაღალხარისხიანი, რბილი ნაჭრისგან შეკერილი. მარტივად არ ზიანდება, ბევრჯერ გარეცხვისა და გაუთოების შემდეგაც კი ინარჩუნებს ხარისხს.

скачать dle 11.3