კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 23 წლის ავთანდილ ქოჩიაშვილმა აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდაზე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  23 წლის ავთანდილ ქოჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზიის გამოცდაში (United states Medical Licensing Exsamination – STEP 1) მაქსიმალური შედეგი დააფიქსირა. მან 273 ქულა დააგროვა და 73 000-ზე მეტი აპლიკანტიდან საუკეთესო შედეგების მქონე 1%-ში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც იშვიათია. USMLE-ის რვასაათიანი გამოცდისთვის ტესტს ადგენს სპეციალური საგამოცდო კომიტეტი, რომელიც ამერიკელი და კანადელი ექიმების, დარგის სპეციალისტებისა და მეცნიერებისგანაა დაკომპლექტებული. მომავალ ექიმს საკუთარ წარმატებაზე ვესაუბრეთ.
  ავთანდილ ქოჩიაშვილი: 23 წლის ვარ, ქალაქ ბაღდათიდან. როგორც ყველა ბავშვი, მეც ავადვმყოფობდი ხოლმე და საავადმყოფოში სიარული მიწევდა. შესაბამისად, ურთიერთობა მქონდა ექიმებთან. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, მეც ექიმი გამოვსულიყავი. თან, სკოლაში ყველაზე მეტად ბიოლოგია-ქიმია მომწონდა და ამ საგნების მიღმა, სხვა სფეროში ვერ წარმომედგინა ჩემი თავი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ეს აზრი უფრო ჩამომიყალიბდა და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, განათლება სამედიცინო კუთხით გამეგრძელებინა. ამ ყველაფერთან ერთად, ხალხის დახმარების იდეაც ყოველთვის მომწონდა. თავიდანვე ამერიკისკენ მქონოდა გეზი. ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვიყავი და ბიოლოგია-ქიმიის ინგლისურად სწავლა მომიწია. აქედან გამომდინარე, კარგად ვფლობდი ამ საგნებს ინგლისურ ენაზე და ამერიკა ავირჩიე. ჩავაბარე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, რადგან აქ ინგლისური სწავლებაა ამერიკული პროგრამით.
– ამერიკის შეერთებული შტატების სალიცენზიო გამოცდაში უმაღლესი ქულა აიღეთ. რამდენად რთული იყო?
– თუ გინდა, ამერიკაში ექიმი გახდე, ამ გამოცდის გარეშე შეუძლებელია. გამოცდა რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მე ჯერ ჩავაბარე პირველი ეტაპი. მეორე ეტაპს, თეორიულთან ერთად პრაქტიკული ნაწილიც აქვს, რის შემდეგაც უკვე რეზიდენტურაში ირიცხები. მესამეს – რეზიდენტურაში აბარებ ან, თუ მოასწარი, მანამდე. რაც შეეხება გამოცდას, რომელიც ჩავაბარე, გულისხმობს ზოგადად მეცნიერებას, მაგალითად: ბიოქიმიას, იმუნოლოგიას, ჰისტოლოგიას, ფიზიოლოგიას... გამოცდა არის რვასაათიანი და ძალიან დამღლელი. შესვენება, ჯამში, ერთი საათი გეძლევა და ამ დროს როგორც თავად გინდა, ისე გადაანაწილებ ორმოცკითხვიან ბლოკებს შორის. სულ შვიდი ორმოცკითხვიანი ბლოკია. ეს არაფერია მომზადების პროცესთან შედარებით. გამოცდის პირველი ეტაპი ყველაზე დიდ მასალას მოიცავს. შესაბამისად, ხანგრძლივი დრო სჭირდება, რაც ჩვენს რეალობაში ცოტა რთულია. უნივერსიტეტში, სწავლასთან ერთად, მოსამზადებელი ეტაპის გავლაც გიწევს.
– რა დრო დაგჭირდათ მოსამზადებლად?
– ამ გამოცდას ერთი რამ ახასიათებს, თუ მოსამზადებლად დაჯდები, არ უნდა გაწყვიტო. მე კი იმ პერიოდში ბევრ რამეს ვაკეთებდი და არაერთხელ მომიწია მოსამზადებელი პროცესის გაწყვეტა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაახლოებით ერთი წელი ვემზადებოდი. ეს საშუალო დროა ყველა სტუდენტისთვის. მომზადების პოროცესში გეხმარება ის მასალა, რასაც უნივერსიტეტში სწავლობ. პრაქტიკულად, გამეორება გიწევს. პირადად მე რჩევებს ვეკითხებოდი მეგობრებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული ჰქონდათ. სხვა მხრივ, მოსამზადებელი ეტაპი დამოუკიდებლად გავიარე.
– საუკეთესო შედეგების ერთ პროცეტში მოხვდით, ელოდებოდით ამ შედეგს?
– ამ გამოცდის საშუალო შედეგი, დააახლოებით, 231 ქულა იყო, მე 273 ავიღე. სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი კარგ შედეგს. ვიდრე გამოცდას დაწერ, არის თვითშეფასების ტესტები, რაც მიახლოებით გიწერს, რა ქულას მიიღებდი ნამდვილ გამოცდაზე. ეს საშუალებას გაძლევს, მიახლოებით გაიგო შენი ქულა და ხარ თუ არა მზად. მეც რეალურ ქულასთან მიახლოებულს ვიღებდი ხოლმე, მაგრამ ნამდვილ გამოცდაზე ასეთი ქულის დადება თითქმის შეუძლებელი მეგონა.
– რა განცდაა, როცა მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოთა შორის ხვდები? რამდენი აპლიკანტი იღებდა მონაწილეობას?
– ძალიან სასიხარულოა. დიდი შრომა მაქვს ჩადებული და როცა ეს გიფასდება, ორმაგი სიხარულია. ისიც მახარებს, რომ ამდენ ადამიანს უხარია ჩემი წარმატება. ყოველწლიურად დიდი კონკურენციაა აღნიშნულ გამოცდაზე, უამრავი ფორუმი და „ფეისბუქ-ჯგუფია“ შექმნილი. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან სურთ ამერიკაში სამედიცინო განათლების მიღება და ეს ამ გამოცდის გარეშე შეუძლებელია. წელს 73 000-ზე მეტი აპლიკანტი იღებდა მონაწილეობას.
– უკვე გაქვს არჩეული, რა მიმართულებით გააგრძელებ რეზიდენტურას? როდის შეძლებ ამერიკაში სწავლის გაგრძელებას?
– სამედიცინოს პირველ ეტაპზე ექვსწლიანი პროგრამაა და ეს ექვსი წელი ყველაფერს მოიცავს. რეზიდენტურაში ვირჩევთ განხრას. ახლა რა გამოცდაც ჩავაბარე, სწორედ სარეზიდენტუროა. ერთი მიმართულება ჯერ კიდევ არ მაქვს არჩეული, თუმცა, ზოგად ქირურგიასა და შინაგან მედიცინას შორის გავაკეთებ არჩევანს. რეზიდენტურამდე ჯერ გამოცდის მეორე ეტაპის ორი ნაწილი დამრჩა და მერე შევძლებ სწავლის გაგრძელებას, თუმცა მანამდე პრაქტიკები მექნება და ამერიკაში მომიწევს გამგზავრება.
– როგორც ვიცი, მშობლები აქტიურად არიან თქვენი განათლების მიღების პროცესში ჩართული და მამა ლექტორებსაც კი ესაუბრებოდა ხოლმე...
– დიახ, ძველი ამბავია, მამა უნივერსიტეტში რომ იყო მოსული (იცინის). ზოგადად, ყველას მშობელი მოდიდოდა ხოლმე უნივერსიტეტში და ერთხელ მამაც მოვიდა, რომელმაც ლექტორს ჰკითხა, როგორ ვსწავლობდი. ჩემი მშობლები ძალიან ჩართულები იყვნენ და არიან როგორც ჩემი, ასევე ჩემი ძმის განათლებაში, რომელიც ჩემს უნივერსიტეტში სწავლობს და ისიც ემზადება ამ გამოცდის ჩასაბარებლად.

скачать dle 11.3