№16 მეზობლის დღე
არგენტინელებს დასვენების დღეები ქართველებივით უყვართ, კალენდარში ბევრი ასეთი დღე აქვთ. ზოგ შემთხვევაში კი ჩვენც გვჯობნიან. თავად განსაჯეთ: 21 ოქტომბერი არგენტინაში დედის დღეა, 17 ივნისი - მამის, 20 აგვისტო - პაპის, 12 ნოემბერი - ბებიის, 3 სექტემბერი - დეიდის. ახლობელთა კალენდარულ ციკლს მეზობლის დღე აგვირგვინებს: 11 ივნისი.