№16 ცნობილი სიტყვები, რომლებიც ოდესღაც გვარები იყო
ბოიკოტი – ბრიტანელი ჩარლზ ბოიკოტი ირლანდიაში ერთ მიწათმფლობელთან მმართველად მუშაობდა. ერთხელ მუშებმა უარი უთხრეს ბოიკოტს მიწის დამუშავებაზე. ბრიტანულმა პრესამ ეს მოვლენა გააშუქა, გვარმა პირობითი მნიშვნელობა შეიძინა.
ოლივიე – მზარეული ლუსიენ ოლივიე ცნობილია, როგორც სახელგანთქმული სალათის რეცეპტის გამომგონებელი. რეცეპტი საიდუმლოდ დარჩა, ოლივიემ ის სიკვდილის წინაც კი არ გაამჟღავნა.
შარლატანი – გადმოცემით, სიტყვა „შარლატანი“ თაღლითი ფრანგი ექიმის შარლ ლატენის სახელიდან იშვა. ის ფსევდოოპერაციებს აკეთებდა, პაციენტებს გამოჯანმრთელებას ჰპირდებოდა და ფულის მიღებისთანავე უჩინარდებოდა.