№16 ეს საინტერესოა
* ბოლო დროს, ტურიზმის გაზრდასთან დაკავშირებით, ზოგიერთ ქვეყანაში გამოვიდა რუკები, სადაც მანძილი სასტუმროებამდე, ღირსშესანიშნაობებამდე, რესტორნებამდე გამოსახულია არა მეტრებით და კილომეტრებით არამედ საათებითა და წუთებით.
* მეცხრამეტე საუკუნეში ინგლისელმა არისტოკრატებმა დააფუძნეს კოცნის წინააღმდეგ მებრძოლთა საზოგადოება. მათი დევიზი იყო: „კოცნა ინფექციის ჭიშკარია“.
* ერთ-ერთ ფრანგულ მარკაზე გამოსახულია ლამაზი გოგონა მარიანა, რომელსაც ქარი ლამაზად უშლის თმასა და კაბას. გოგონა გლეხის სიმბოლოა, რომელიც მინდორში მარცვლეულის დასათესად გასულა. თუმცა სწორედ გლეხთა აზრით, მხატვარმა შეცდომა დაუშვა – გოგონა თესლს ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ყრის. საფრანგეთის მთავრობამ შენიშვნა გაითვალისწინა და მარკები ხელმეორედ გამოუშვა.