№16 ბრძნული აზრები
რეიგანი: მთავრობა არ ჭრის პრობლემებს, ის ახდენს მათ სუბსიდირებას.
კენედი: ბრწყინვალე გონების ადამიანები არ არიან პოლიტიკაში და თუკი არსებობენ, ბიზნესი აუცილებლად გადაიბირებს მათ.
დიკინსონი: შეიგრძენი სიცოცხლე! სიცოცხლის უბრალო შეგრძნება საკმარისი მხიარულებაა.
ლიხტენბერგი: ასწავლო გონებას და გონიერი იყო, სრულიად განსხვავებული რამაა.
უნამუნო: არიან ადამიანები, რომლებიც გონებით იქმნიან გულს, სხვები გულით იქმნიან გონებას. უკანასკნელნი აღემატებიან პირველს, რადგან გრძნობაში მეტია გონება, ვიდრე გონებაში გრძნობა.
ავრელიუსი: ყველა დაბადება სიკვდილითაა გამოსყიდული, ყველა ბედნიერება – უბედურებით.
რიშელიე: ჩემი პირველი მიზანი მეფის სიდიადე იყო, მეორე კი – სახელმწიფოს ძლიერება.
კალიგულა: ან მოკრძალებულად უნდა იცხოვრო, ან კეისარივით!
ნეტარი ავგუსტინე: სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნებრივ კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მათზე.
აინშტაინი: ის, რისი ახსნაც ჯერჯერობით მეცნიერებს არ შეუძლიათ, რელიგიები სასწაულად აღიქვამენ.
კონსტანტინე: ჭკვიანი მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს.
დისნეი: ცხოვრება არ მოითხოვს, რომ ჩვენ საუკეთესონი ვიყოთ, მხოლოდ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად.
სარტრი: თუკი მარტოობისას მარტოსული ხართ, ესე იგი, სულელურ საზოგადოებაში იმყოფებით.
ოტია: ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრისოდენი ვნების მოტანა შეუძლია.
რასელი: ჯენტლმენია ადამიანი, რომელთან საუბრისასაც თავს ჯენტლმენად იგრძნობთ.
ავიცენა: პანიკა – ეს ავადმყოფობის ნახევარია, სიმშვიდე – ჯანმრთელობის ნახევარი, მოთმინება კი – გამოჯანმრთელების დასაწყისი.
შანელი: რაც უფრო ცუდადაა ქალის საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს ის.
კრისტი: ქალი ღელავს მომავალზე მანამ, სანამ გათხოვდება, მამაკაცი არ ღელავს მომავალზე მანამ, სანამ არ დაქორწინდება.