კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რისი გამოყენება გეკრძალებათ თქვენი შესაბამისი კანის ტიპის მიხედვით

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სახის კანს ეფექტურად რომ მოუაროთ, აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ – მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული, ნორმალური თუ მგრძნობიარე. არასწორად შერჩეულმა სახის მოვლის საშუალებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენი სახის კანს.
  მშრალი კანი – თუ გაქვთ დაჭიმულობისა და ქავილის შეგრძნება, განსაკუთრებით სახის დაბანის შემდეგ, თქვენ მშრალი კანი გაქვთ. მას, ასევე, ახასიათებს ზედაპირის აქერცვლა და პერიოდული სიწითლე. მშრალი კანი ნიშნავს იმას, რომ ცხიმოვანი ჯირკვლები არასაკმარისი რაოდენობით ზეთებს გამოიმუშავებენ. არ გამოიყენოთ ალკოჰოლისა და სულფატის შემცველი კანის მოვლის პროდუქტები. ისინი თქვენს კანს იმ ნატურალურ ზეთებს აცლიან, რომლებიც ისედაც მცირე რაოდენობით გაქვთ. ეცადეთ, არ იბანაოთ ძალიან ცხელ წყალში, რადგან მაღალი ტემპერატურა კანის გაუწყლოებას იწვევს.
  ცხიმიანი კანი – თუ კანი ყოველთვის ბზინავს და კისერზე, მხრებსა და ზურგზე ზედმეტ ცხიმს ამჩნევთ, თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ. ამ დროს ფორები ფართოა, ხშირად გაწუხებთ ფერიმჭამელები და გამონაყარი. თუმცა, კვლევების მიხედვით, ცხიმიანი კანი ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს. მოერიდეთ, ზეთის შემცველ გამწმენდებს, დამატენიანებელ კრემებს და მაკიაჟის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ცხიმიანი კანისთვის არ არის განკუთვნილი.
  კომბინირებული კანი – თუ თქვენი სახე ცხიმიანია, აქვს შესამჩნევი ფორები და ახასიათებს გამონაყარი შუბლის, ცხვირის, ნიკაპის არეში, მაგრამ მშრალი ან ნორმალურია ლოყებსა და ყბის მიდამოებში, მაშინ კომბინირებული კანი გაქვთ. ამ ტიპის კანის მოვლა საკმაოდ რთულია – კომპლექსურად, ერთდროულად უნდა მოუაროთ, მშრალ და ცხიმიან ადგილებს და თქვენი მიზანი, ბალანსის მიღწევაა. მოერიდეთ ალკოჰოლის მაღალი შემცველობის პროდუქტებს და ცხიმის გამოყოფის მაკონტროლებელი საშუალებების მთელ სახეზე წასმას. წაისვით, მსუბუქი დამატენიანებელი კრემი ან სხვადასხვა ზონისთვის – ცხიამიანი და მშრალი კანისათვის – ორი განსხვავებული პროდუქტი გამოიყენეთ. ასევე, არსებობს კანის დამაბალანსებელი თვისებების მქონე კრემებიც.
  ნორმალური კანი – თუ თქვენი კანი ერთგვაროვანი და დაბალანსებულია, იშვიათად გაწუხებთ ცხიმი, გამონაყარი ან სიმშრალე, არ გაქვთ უარყოფითი რეაქციები კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებებზე, ნორმალური კანი გაქვთ. მისი მოვლა ძალიან ადვილია, მაგრამ სამწუხაროდ, მას ადრეული დაბერების ნიშნები ახასიათებს. ამიტომ, სახის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში დროულად ჩართეთ დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტები. არ გამოიყენოთ ისეთი შემადგენლობის მქონე პროდუქტები, რომლებიც თქვენს კანს, უფრო მშრალს ან ცხიამიანს გახდის.
  მგრძნობიარე კანი – თუ თქვენი კანი ადვილად ღიზიანდება, წითლდება, ხშირად გაწუხებთ ქავილი, სიმშრალე და გამონაყარი, მგრძნობიარე კანი გაქვთ. ის უარყოფითი რეაქციით პასუხობს ახალი პროდუქტების გამოყენებას, სახე ადვილად წითლდება სიცხეში ან სიცივეში. ასეთ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ იმ პროდუქტებთან, რომლებიც სინთეტიკურ ნივთიერებებს შეიცავს. პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და კანის მოვლის საშუალებების ყიდვის დროს, ყოველთვის დააკვირდით მათ შემადგენლობას. გამოიყენეთ მხოლოდ საბაზისო, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქტები. დამატენიანებელი კრემის ნაცვლად, შეგიძლიათ, მხოლოდ მცირეოდენი ქოქოსის ზეთი წაისვათ. სანამ სახის მოვლის საშუალებებს შეიძენთ, პროდუქტი კანის პატარა მონაკვეთზე დაიტანეთ, დაელოდეთ და დააკვირდით, რა რეაქცია ექნება თქვენს კანს. ასე ადვილად მიხვდებით, რამდენად ესადაგება ეს საშუალება თქვენს კანს და არც ზედმეტი ფულის გადაყრა მოგიწევთ.
скачать dle 11.3