№16 სამაგიერო
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
მეორე მოთხრობა ციკლიდან „ოჯახური ისტორიები“
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #14-15(1006)
იხ. „თბილისელები“ #14-15(1006)
– ინგას ქმარი ჰყავს სახლში, – წამოსცდა სიმთვრალით და უნებლიე აღიარებამ მომენტალურად გამოაფხიზლა, – მინდოდა მეთქვა, რომ ინგა გათხოვილი ქალია და იმასთან რა მინდა-მეთქი, – უნიათოდ სცადა უკვე გაფრენილი სიტყვების გამოსწორება, მაგრამ, შემომხედა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ ყველაფერი (ან თითქმის ყველაფერი) ვიცოდი, ამიტომ მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა:
– ამ პატარა ნაბიჭვარმა მოგიტანა ამბავი? – და ისეთი ზიზღით გაიხედა ბავშვის ოთახისკენ, იარაღი რომ მქონოდა, თვალის დაუხამხამებლად ვესროდი.
იმწამს ვიგრძენი, როგორ სამუდამოდ შემძულდა. ეს კიდევ არაფერი, შემძულდა ის ორი პაწაწინა არსება, რომლებიც ჩემში იყვნენ და არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ, რომ ასეთი ნაძირალა მამა (და არანაკლებ ნაძირალა დედა ჰყავდათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემმა ქმარმა იცოდა, ორსულად რომ ვიყავი; ისიც იცოდა, რომ ტყუპები უნდა მყოლოდა, თანაც ბიჭები და სიხარულით დაფრინავდა – ჩვენი ძალიან პატარა გვარი მე და შენ უნდა გავამრავლოთო და მაინც ასე მოიქცა, მე კი პატარა ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვახდინე).
ჩვენს გაყრამდე დედაჩემს რომ ვუთხარი ჩემი ორსულობის ამბავი, საკმაოდ ზუსტად დამიფიქსირა თავისი პოზიცია:
– მე თავიდანვე არ მომწონდა შენი ქმარი, მაგრამ ჩემს აზრს იგნორირება გაუკეთე და მაინც გაჰყევი. ჰოდა, ახლა ნება იბოძონ მისიანებმა და თავიანთი გვარის გამგრძელებლები თვითონვე გაგიზარდონ, ჩემი იმედი ნუ გექნება ნურც ფიზიკურად, ნურც მატერიალურად.
ამ სიტყვების მერე მაინც ვაპირებდი გაჩენას, ვამბობდი, ღმერთი არ გაგვწირავს, როგორმე გავზრდით-მეთქი, მაგრამ ახლა ვისი იმედი უნდა მქონოდა?!
ამ ყველაფერმა რამდენიმე წამში „გადაირბინა“ ჩემი გონება და, მიუხედავად იმისა, რომ არავისი და არაფრის იმედი აღარ მქონდა, კარი გავაღე, ორივე ჩემოდანი მე თვითონ გავათრიე გარეთ და კაცს, რომელიც ამდენი წელი ასე ძალიან მიყვარდა, ისეთი ზიზღით შევხედე, სიტყვის თქმაც არ დამჭირვებია – თვითონ წავიდა. მაგრამ თურმე მთავარი წინ მელოდა.
ორი დღის შემდეგ, ისე, რომ არავისთვის მითქვამს, ჩემი ბიძაშვილის გარდა, რომელსაც დათუნა დავუტოვე, აბორტი გავიკეთე და კინაღამ გადავყევი კიდეც, რადგან უკვე მოზრდილი ნაყოფები იყო. გამოწერისას ექიმმა მითხრა, შესაძლოა, მეტი შვილი ვეღარ გააჩინოო. ამაზე დიდად არ მინერვიულია, რადგან, აღარც გათხოვებას ვაპირებდი და, შესაბამისად, აღარც შვილის გაჩენას.
სახლში რომ დავბრუნდი, ჩემმა ბიძაშვილმა ამბავი დამახვედრა, შენს ქმარს გაყრაზე შეუტანია განცხადება და ბინის დაცლასაც ითხოვსო.
– კი მაგრამ, მე და ჩემს შვილს არაფერი გვეკუთვნის? – ვკითხე უღონოდ. ისე ცუდად ვიყავი, აღშფოთების თავიც კი არ მქონდა.
– არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს ბინა ამ რამდენიმე დღის წინ გადაუფორმა მამიდამისს, თქვენთვის რომ არაფერი მოეცა.
– თუ ინგას? – შემეპარა ეჭვი.
– არა, მამიდამისს. ინგა კი, როგორც გავიგე, ისე უცემია ქმარს ღალატის გამო, საავადმყოფოში წევს და არ იციან, გადარჩება თუ არა.
– მისი ქმარი?
– მისი ქმარი ციხეშია. ბესოს მოკვლა სდომებია, მაგრამ ვეღარ მოასწრო, დაიჭირეს.
– ახლა რა უნდა ვქნა?
– ბინაზე ვერაფერს ვეღარ იზამ, ერთადერთი, შეგიძლია, ალიმენტი მოითხოვო გაყრის შემდეგ.
მაგრამ ბესოს არც ალიმენტი მოუცია, არც სხვა მხრივ არ გამოუხატავს შვილზე ზრუნვა. როდესაც გაიგო, რომ აბორტი გავიკეთე, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა და უკანასკნელი სიტყვებით მაგინებდა, მკვლელსა და ქუჩის ქალს მეძახდა. პრინციპში, მკვლელი ნამდვილად ვიყავი და საშინლად ვნანობდი, რაც ჩავიდინე. მთელი წლის განმავლობაში კოშმარები მესიზმრებოდა. ლამის ფსიქიკა შემერყა ამის ნიადაგზე. ბესოს ჩემთან რეკვები და ლანძღვა-გინება არ შეუწყვეტია, პირიქით, სულ ახალ-ახალი ძალითა და ენერგიით „მამკობდა“ ათასგვარი სიბინძურით, ბოლოს კი სერიოზულ მუქარაზე გადავიდა: ჩემი შვილი ჩემთან უნდა იზრდებოდეს, ჩემი გვარი აქვს და მე უნდა გავზარდოო. ამ სიტყვებმა ისე დამაფრთხო, რომ ყველა ნაცნობი, გზა და საშუალება გამოვიყენე და დათუნა ჩემს გვარზე გადმოვიყვანე. მეგონა, ბესო იარაღით ჩამისაფრდებოდა სადმე და სულს გამაფრთხობინებდა, ბავშვს კი მომტაცებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. არ ვიცი, რომელი ძარღვი გაწყდა მის ტვინში და რა გახდა მისი უკან დახევის მიზეზი; ერთი კია: მას შემდეგ ბესო არც ჩემს და არც დათუნას ცხოვრებაში (დღეის ჩათვლით) აღარ გამოჩენილა.
სამი წელი ვიცხოვრე შვილთან ერთად ნაქირავებში, როგორც უკვე ვთქვი, 12-მეტრიან ოთახში. ორ ადგილას ვმუშაობდი, თავი რომ მერჩინა და ბავშვი გამეზარდა და, ალბათ, არავინ დამიჯერებს, მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში ფლირტიც კი არავისთან მქონია.
ჩემი ბიძაშვილი ნატო მეხმარებოდა მხოლოდ – დათუნასთან რჩებოდა ან თავისთან მიჰყავდა, პროდუქტებიც ხშირად მოჰქონდა და თავისი შვილების გამონაცვალი ტანსაცმელიც, თუმცა მაინც მიჭირდა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. სასოწარკვეთილმა, ლამის გადავწყვიტე, რომ ვინმე ფულიანი მეგობარი გამეჩინა, მაგრამ სწორედ იმ დღეებში, სრულიად შემთხვევით, ახალგაზრდა კაცი გავიცანი, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი. ვერის პარკში ვასეირნებდი დათუნას და ნაყინის რიგში გამომელაპარაკა, მერე კი ნაყინზე დაგვპატიჟა და სახლამდეც მიგვაცილა. დათუნაზე ორიოდე წლით უფროსი ბიჭუნა ახლდა. ჩემი შვილია, მირიანი ჰქვიაო, – გამაცნო. რომც არ ეთქვა, მაინც მივხვდებოდი, ისე ჰგავდნენ ერთმანეთს. დამშვიდობებისას მითხრა, ძალიან სევდიანი გამოხედვა გაქვთ, თქვენს თვალებში უზარმაზარ ტკივილს ვხედავ, ასეთი რა გადაიტანეთო. მე კითხვა უპასუხოდ დავტოვე და ნაჩქარევად დავემშვიდობე. რამდენიმე დღე მასზე ვფიქრობდი. საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი, რომ მისი ნახვა მინდოდა, თუმცა ფულიანობისა არაფერი ეტყობოდა. გვარი, სახლის მისამართი ან სამსახური რომ მცოდნოდა, ალბათ, თავმოყვარეობაზე ავიღებდი ხელს და მოვძებნიდი, მაგრამ უცებ მეხივით დამეცემოდა ხოლმე თავზე ფიქრი: „მერე, ცოლი და შვილი? ოჯახი გინდა, დაუნგრიო? ბავშვი მაინც არ გეცოდება?“
კაცი ერთხელ მყავდა ნანახი, მის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბექა ერქვა და ისეთი სისულელეები მომდიოდა თავში, მართლა შემეშინდა, ჭკუიდან ხომ არ გადავედი-მეთქი.
„მე? ჩემი შვილი? ჩვენ შეგვიცოდა ვინმემ?“ – კი არ ვეკამათებოდი, ვეჩხუბებოდი ჩემს მეორე „მეს“.
ასე გავიდა რამდენიმე დღე. შაბათი იყო და დათუნა ისევ ვერის პარკში წავიყვანე სასეირნოდ – იქვე ვცხოვრობდი და ჩემთვის ადვილი იყო პარკში ყოველ შაბათ-კვირას სიარული. ისევ ნაყინის რიგში შემხვდა ბექა. ისე დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.
– ბავშვი სად არის? – როგორც იქნა, მოვახერხე რაღაცის თქმა.
– ვინ ბავშვი?
– მირიანი, თქვენი შვილი.
– ა, მიკა? – კითხვა შემომიბრუნა და უხერხულად შეიშმუშნა, – დღეს ჩემი დღე არ არის და მარტო ვსეირნობ.
– ბატონო? – ვერ მივხვდი, რა მითხრა.
– იცით, მე და მიკას დედა გაყრილები ვართ და შვილთან შეხვედრისა და სეირნობის უფლება მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ მაქვს – ასე გადაწყვიტა სასამართლომ, ცხადია, დედამისის მოთხოვნით... მაპატიეთ, წესიერად არც კი გიცნობთ და უკვე ჩემს პრობლემებზე გელაპარაკებით, – ბექამ სიგარეტს მოუკიდა და ერთი ნაფაზით ღერი ლამის შუამდე ჩაიყვანა, – რაში უნდა გაინტერესებდეთ, გაყრილი ვარ თუ არა ცოლთან და თვეში რამდენჯერ ვხვდები ჩემს შვილს?! და, საერთოდაც, ეს რა სალაპარაკო თემაა ახალგაზრდა ქალთან! ვინ იცის, ახლა რა იფიქრეთ ჩემზე...
– არაფერიც არ ვიფიქრე, – საკმაოდ მხიარული პასუხი გამომივიდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ გამიხარდა, ცოლთან გაყრილი რომ აღმოჩნდა. მერე ცოტა დავისერიოზულე ხმა და განვაგრძე: – რა უნდა მეფიქრა, როცა მეც გაყრილი ვარ ქმართან? ოღონდ, ჩემი ქმარი იმით განსხვავდება თქვენგან, რომ მთელი იმ სამი წლის განმავლობაში, რაც ერთად აღარ ვართ, ერთხელაც არ უნახავს თავისი შვილი, ტელეფონითაც კი არ მოუკითხავს.
– რას ლაპარაკობთ?! – აღშფოთდა ბექა, – როგორ ძლებს, როგორ სძინავს და, საერთოდ, როგორ ცოცხლობს? არ აინტერესებს, მისი შვილი როგორ არის?
– არ ვიცი, ალბათ, უშვილოდ უფრო კარგად გრძნობს თავს.
– არც გეხმარებათ?
– არა.
– მე ყოველთვის ვუგზავნი თანხას, იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე სასამართლომ დამაკისრა, მაგრამ ჩემი ყოფილი ცოლი მთლიანად უკან მიბრუნებს. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.
– ანგარიში გახსენით ბანკში თქვენი შვილის სახელზე და არც უთხრათ ცოლს, ისე დაუგროვეთ ბავშვს თანხა, – ვურჩიე გულწრფელად.
– ეგ რა კარგი აზრი მომაწოდეთ! – გაუხარდა ბექას, – ნამდვილად ასე ვიზამ.
ცოტა ხანში ჩვენი „შემთხვევითი“ შეხვედრები გახშირდა, მერე ოფიციალურ პაემნებში გადაიზარდა და ბოლოს ქორწინებით დასრულდა. ამ დროისთვის აღარც დედა მყავდა ცოცხალი, აღარც მამა და ჩემს და-ძმებსაც დატაცებულ-განაწილებული ჰქონდათ მშობლებისეული ქონება. მე ჯერ ისევ იმ პატარა ოთახში ვცხოვრობდი ქირით, მაგრამ მალე ბექას სახლში უნდა გადავსულიყავი დათუნასთან ერთად და ისეთი ბედნიერი ვიყავი, სულ აღარაფრად მიმაჩნდა ჩემი დედმამიშვილების სიხარბე. ამიტომ ყველას ყველაფერი ვაპატიე და შევუნდე – იმქვეყნად წასულებსაც და აქ დარჩენილებსაც, თუმცა იმაზე კი არ მიფიქრია, თავადაც რომ უნდა მეთხოვა ვინმესგან შენდობა და პატიება. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ მე არავისთან შემშლია და არავისთან არ ვყოფილვარ მტყუანი, რომ აზრადაც არ მომსვლია, ეკლესიაში შევსულიყავი, ერთი პატარა სანთელი ამენთო და ერთი პატარა ფრაზით მიმემართა უზენაესისთვის: „უფალო, მომიტევე და შემიწყალე, რამეთუ შეგცოდე!“
ასე რომ უნდა მოვქცეულიყავი, ამას ძალიან გვიან მივხვდი, მხოლოდ მაშინ, როცა კიდევ ერთხელ შევასკდი შუბლით ჩემი საქციელის შედეგს.
მოკლედ, მე და ბექა დავქორწინდით და მის სახლში დავიწყეთ ერთად ცხოვრება. თავიდან მირიანი ყოველ შეხვედრაზე მოჰყავდა შინ და მეც, როგორც წესი, გულითადად ვხვდებოდი ხოლმე, მაგრამ მერე და მერე ვიგრძენი, რომ ჩემს ოჯახში ყველაფერში მიკას ეკავა პირველი ადგილი. არადა, ბავშვს ხომ ვერ ვეტყოდი, აქ აღარ მოხვიდე-მეთქი?! ბექას დათუნა ძალიან შეუყვარდა და ნამდვილი მამასავით ექცეოდა, მაგრამ დათუნა მაინც არ იყო მისი შვილი. ჩემს ოჯახში მხოლოდ ერთ რამეს შეეძლო მირიანის „გვერდზე გადაჩოჩება“ – ბექასთვის შვილები უნდა გამეჩინა. მაგრამ აქაც წინ დამხვდა ჩემი ჩადენილი ცოდვა: ორი წლის განმავლობაში სამჯერ დავფეხმძიმდი, სამჯერვე ტყუპი მყავდა და სამჯერვე სამი თვის მუცელი მომეშალა – ზუსტად იმდენი თვის, რა ხნისაც ჩემი პირველი ტყუპები იყვნენ, აბორტი რომ გავიკეთე. ეს იყო სასჯელი, რომელსაც ვერსად გავურბოდი და ვერც ქმარს ვუმხელდი. მესამეჯერ მუცლის მოშლის შემდეგ კი აღარც დავორსულებულვარ. ამ ფაქტმა, რატომღაც, ჩემი განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია მირიანის მიმართ და, ერთ დღესაც, ბექას პირდაპირ წავუყენე ულტიმატუმი: ან შენს შვილს აღარასოდეს ნახავ, ან გაგეყრები და ქონებას გაგიყოფ-მეთქი.
ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე, რამ მათქმევინა ასეთი საშინელება. კი ბატონო, ვიცოდი, რომ ქმარს ძალიან ვუყვარდი (სხვათა შორის, მეც ძალიან მიყვარდა და დათუნასაც, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო, „მამას“ ეძახდა), რომ უჩემოდ ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა; რომ ვერც ფიზიკურად და ვერც მატერიალურად ვერ უზრუნველყოფდა თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავს, მაგრამ მაშინ, როცა ასეთი კოშმარული პირობა წამოვუყენე, ეს ყველფერი საერთოდ არ გამიაზრებია. მართლა არ ვიცი, მაშინ რა დამემართა, რა ეშმაკმა დამრია ხელი, შესაძლოა, სადღაც, ჩემს ქვეცნობიერში, დალექილი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბექას ყოფილი ცოლი უკან კი აღარ უბრუნებდა ყოფილ ქმარს ალიმენტებს, პირიქით, სულ მეტს ითხოვდა: ტანსაცმლის ფული, სწავლის ფული, სპორტის ფული, ექიმის ფული, აგარაკის ფული... მოკლედ, ყოველ დარეკვაზე მხოლოდ ერთი სიტყვა ისმოდა: ფული, ფული, ფული... და ამ ფულის უდიდეს ნაწილს მე ვაძლევდი, რადგან უკვე კარგი სამსახური მქონდა, მაღალი ანაზღაურებით, ბექას სიმბოლური ხელფასი კი თინეიჯერ ბიჭს ჯიბის ფულადაც არ ეყოფოდა.
ბექამ პირველ ცოლთან მხოლოდ ორი წელი იცხოვრა და ის ორი წელიც სულ ჩხუბსა და აყალმაყალში გაატარეს. მერე, რამდენიმე წელი, „მიდი-მოდი ქმარი“ იყო. ბოლოს გაეყარნენ ერთმანეთს და შორიდანაც ვერ ააწყვეს ურთიერთობა. ჩემთან კი, კვეხნით არ ვიტყვი, მაგრამ, პირველად იგრძნო ოჯახური სითბო და სიმყუდროვე; პირველად ჭამა ცოლის მომზადებული კერძები; პირველად იგრძნო სიმშვიდე, ურთიერთგაგება და სამსახურიდან შინ დაბრუნების სიხარული; პირველად მოხდა ისე, რომ მისი ყველა პასუხისმგებლობა – მატერიალურიც, ფიზიკურიც და მორალურიც – ცოლმა იტვირთა და, გალაღდა ბიჭი, ამოისუნთქა, ფრთა გაშალა! ამ ყველაფერს დათმობდა ბექა თუნდაც ერთადერთი შვილის ფასად? ცხადია, არა, უფრო სწორად კი – ვერ დათმობდა. ჰოდა, ჩემს ტვინში კარგად მოკალათებულმა ეშმაკმა, როგორც ჩანს, უჩემოდ გამოთვალა ეს ყველაფერი.
მაგრამ, ისევ და ისევ „მაგრამ“: მე ხომ არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი! რა დამემართა, რამ დამძლია, ვინ დამძლია? გამოვტყდები და გეტყვით, რომ მაშინ ძალიან ამაყი ვიყავი ქმარზე გამარჯვებით: გაჭირვებით, თუმცა მაინც დათანხმდა ჩემს ულტიმატუმს, პირობა მომცა, რომ მირიანს აღარასოდეს შეხვდებოდა და პირნათლად შეასრულა ეს პირობა. მაგრამ ახლა რომ ვაანალიზებ ყველაფერს, ვხვდები ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს: მე ბექა აღარ მიყვარს იმ დღიდან, როცა საკუთარი კეთილდღეობის დაკარგვის შიშით, უარი თქვა ერთადერთ შვილზე (თუნდაც მირიანის გარდა კიდევ ათი ჰყოლოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა). მაშინ კი მე სულელს მეგონა, შვილზე ძალიან მე ვუყვარვარ-მეთქი, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, მაინც აღარ უნდა მდომებოდა ასეთ კაცთან ცხოვრება, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდე ერთად ვართ.
დასასრული