კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ნაპოვნი გვამი

ელენ ჰერში

  საქმე ექსპრესში მომხდარ მკვლელობას ეხებოდა. მისი ობიექტური გამოძიებით ძალიან იყო დაინტერესებული ერთი ამერიკელი ბიზნესმენი, ნავთობის მაგნატი ეზერ პოლანი... ის ადგილობრივ პოლიციას არ ენდო და ცნობილი დეტექტივი ალექს ჰოლიდეი დაიქირავა. დეტექტივი იმ ეტაპზე სერიოზული გამოძიებით იყო დაკავებული და მომხდარის შესხებ არაფერი სმენოდა. ეზერმა სთხოვა დილის გაზეთები წაეკითხა.
  დეტექტივმა დილის გაზეთი გაშალა: „გუშინ საღამოს ავიაციის ოფიცერმა მატარებლის ვაგონში, თავის კუპეში ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვა. ოფიცერი გამოძახებით ბრუნდებოდა თავისი ნაწილის დისლოკაციის ადგილიდან. მან მაშინვე გააჩერა მატარებელი „სტოპ-სახელურით“ და მომხდარი პოლიციას შეატყობინა. მოკლული ქალი ოცდაათი წლისაც არ იქნება. აცვია ძვირფასი ტანსაცმელი, საკმაოდ მოდური და ელეგანტური. მისი ვინაობა დგინდება“.
– მაინც ვერაფერი გავიგე, – ამოიოხრა დეტექტივმა, – დროა ბომონდში გავერიო.
მთელი საღამო ალექს ჰოლიდეი ბომონდურ, ყვითელ პრესას უჯდა და გაარკვია, რომ მოკლული მის პოლანი იყო. სწორედ „ნავთობის მეფის“ ქალიშვილი, ასევე ცნობილი და ბომონდური მამაკაცის, გრაფ ერინგტონის მეუღლე
– აჰა, ახლა ვხვდები, რატომაც დავჭირდი მისტერ პოლანს, – დეტექტივმა გაიხსენა, რაც გრაფ ერინგტონზე ჰქონდა გაგონილი. მას აბსოლუტურად უპრინციპო და ქარაფშუტა ადამიანად მოიხსენიებდნენ. ჰო, ასეა. ლამაზი ქალები დიდი ჭკუით არ გამოირჩევიან. აბა, ვნახოთ, კიდევ რა წერია აქ? – მდა, ამ ქალს ქარაფშუტა მამაკაცებზე ჰქონია განსაკუთრებული მოთხოვნილება. თურმე, სანამ ერინგტონს გაჰყვებოდა ცოლად, ვინმე გრაფ დე პორშზე ყოფილა გადაკიდებული. ალბათ, მან ადვილად დაახვია თავბრუ რომანტიკულ ქალიშვილს და ქალის მამა დროზე რომ არ ჩარეულიყო, კარგად გაუსუფთავებდა ჯიბეებს.
– თუ წინათგრძნობა არ მღალატობს, ალბათ, მისტერ პოლანი ეჭვობს, რომ მკვლელობა მისმა ძვირფასმა სიძემ შეუკვეთა. ვნახოთ. მომიწევს მასთან მივიდე. საინტერესო შეხვედრა იქნება...
ტაქსი ძალიან ლამაზი, მდიდრული სახლის წინ გაჩერდა. საკმაოდ ბრგე, მკვირცხლი მამაკაცი დეტექტივს პარმაღზე მიეგება.
– ძვირფასო მისტერ ჰოლიდეი, რომ იცოდეთ, რა დღეში ვარ. ჩემი საყვარელი გოგო, ჩემი პრონცესა... ხომ დამეხმარებით, ჩემო კარგო. სხვა ამას ვერ შეძლებს.
– აქ ამიტომაც მოვედი. დამშვიდდით და ყველაფერი დალაგებით მომიყევით... რატომ გაემგზავრა მის პოლანი პლიმუტში?
კაცმა ხელები აიქნია.
– საქმეც ისაა, რომ პლიმუტში სულაც არ მიდიოდა. თავისმა მეგობარმა, ჰერცოგინია მონსელმა მიიპატიჟა ევონმიში. მატარებელში თორმეტის თხუთმეტ წუთზე ჩაჯდა პალინგტონის ვაგზალზე და ორ საათში უკვე ბრისტოლში იყო. წესით, იქ ექსეტერისკენ მიმავალ მატარებელში უნდა გადამჯდარიყო. კუპეში მარტო იყო – მისთვის ის მთლიანად ვიქირავე. ჩემი ქალიშვილის პირადი მსახური ქალი, მეზობელ ვაგონში, მესამე კლასის კუპეთი მგზავრობდა. ჰერცოგინიასთან მეჯლისი უნდა მოეწყოთ და იქ მთელი თვე აპირებდა დარჩენას. ჩემს ქალიშვილს ჩვევად ჰქონდა, თითქმის მთელი თავისი ძვირფასეულობა თან წაიღო. ამჯერადაც ასე მოიქცა. მისტერ ჰოლიდეი, იცით მათი ღირებულება? დაახლოებით, სამასი ათასი დოლარის იყო.
– სამკაული დაიკარგა? ვის ჰქონდა ისინი, თქვენს ქალიშვილს თუ მის მოსამსახურეს?
– ჩემს ქალიშვილს. არასდროს იშორებდა – სპეციალური, საფირონებით მოჭედილი ფუტლარიც კი შეუკვეთა. ის ცალკე ფასეულობას წარმოადგენდა.
– გააგრძელეთ, თუ შეიძლება... – შეიჭმუხნა დეტექტივი.
– ბრისტოლში, მოსამსახურე ქალი ქალბატონის კუპეში შევიდა. ჩემმა ქალიშვილმა კი უთხრა, რომ მისი გეგმები შეიცვალა. აღარ აპირებდა ბრისტოლში ჩასვლას და უბრძანა, სადგურის ბუფეტში დალოდებოდა. ჯეინიც დაემორჩილა. ბარგი შემნახველ საკანში ჩააბარა და ქალბატონს დაელოდა, მაგრამ ის არ დაბრუნდა. ღამე იქვე, სასტუმროში გაათია. დილით კი, უკან, სახლში დაბრუნდა. მომხდარის შესახებ მხოლოდ დილის გაზეთებიდან შეიტყო.
– შეიძლება, მაგ თქვენს მოსამსახურეს დაველაპარაკო?
– ახლავე დავუძახებ. ჯეინმა მითხრა, მგონი, ფლორი კუპეში მარტო არ ყოფილაო.
– თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენმა სიძემ მოკლა ცოლი?
მისტერ პოლანის ყოყმანი დაეტყო.
– ის ნაძირალა გამოჩნდა – გრაფი. წერილი მოსწერა ფლორს და შეხვედრას სთხოვდა. წერილის შესახებ მოახლემ მითხრა. მკვლელი ვინ გგონიათ?
– ვნახოთ... თუ ფლორის ქმრის „პორტრეტს“ გავითვალისწინებთ, შეიძლება, ერთბაშად ცოლის ქონების ხელში ჩაგდება მოუნდა. არც იმ გრაფის გამორიცხვა შეიძლება. შესაძლოა, თქვენს ქალიშვილს შეხვედრა მან დაუნიშნა. ისიც შეხვდა. კაცმა კი მოკლა და გაძარცვა... – დეტექტივმა თავი გააქნია, – მაგრამ რაღაც არ გამოდის. შეიძლება ერინგტონიც და გრაფიც ნაძირლები არიან, მაგრამ მკვლელობაზე არც ერთი არ წავიდოდა. ამ ტიპის მამაკაცები ქალებს არ კლავენ. რისთვის? მათგან ისედაც იღებენ იმას, რაც სურთ. აქ საქმე სხვანაირად არის. ჯერ მოახლე უნდა დავკითხო.
ოთახში მკაცრი სახის ქალი შემოვიდა.
– თქვენ მისტერ პოლანს უთხარით, რომ მისი ქალიშვილი კუპეში მარტო არ იყო.
– დიახ, სერ, მე კარგად ვიცნობდი ჩემს ქალბატონს. ბრისტოლში ის საკუთარ თავს არ ჰგავდა. ნერვიულობდა. მოითხოვა, მასთან არ შევსულიყავი. მეტსაც გეტყვით, სერ, მე ვნახე ის კაცი.
დეტექტივი შესამჩნევად გამოცოცხლდა.
– მართლა? მკვლელი ნახეთ? აბა, ამიწერეთ.
– ვერ დავამტკიცებ, რომ ქალბატონი მან მოკლა, მაგრამ... ისინი ერთად იყვნენ. მისი სახე არ დამინახავს, მაგრამ აღნაგობა... შეიძლებოდა...
– მომისმინეთ, ჯეინ, თქვენს ქალბატონს შეხვედრა ჰქონდა გრაფთან. ხომ გინახავთ გრაფი? ის უცნობი ჰგავდა გრაფს?
– დიახ, სერ, ვერ უარვყოფ.
– ვინ ნახა თქვენი ქალბატონი ბრისტოლში? – იკითხა დეტექტივმა.
– გაზეთების გამყიდველმა ბიჭმა დაიმახსოვრა ის, სერ. ფლორს ღია ყვითელი კოსტიუმი ეცვა, მწვანე ბაფთებით...
– გასაგებია! – დეტექტივი მისტერ პოლინს მიუბრუნდა, – შეგიძლიათ, გამოიძახოთ პოლიცია და მკვლელი დააპატიმროთ. ის თქვენ წინაშეა.
– რაო? კი, მაგრამ როგორ...
– გრაფი ორი წელია, ინდოეთშია. თქვენს მოსამსახურეს, ჩემსავით, არ წაუკითხავს ბომონდური ქრონიკები. სამაგიეროდ, ეძებდა შესაფერის მომენტს, თავისი ქალბატონი რომ გაეძარცვა. ფლორი ბრისტოლამდე მოკლა. მერე კი მისი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი კოსტიუმი ჩაიცვა და ბაქანზე გამოვიდა. ვის არ დაამახსოვრდება ყვითელ-მწვანებაფთებიან სამოსში გამოწყობილი ქალი... ის წერილიც ხომ თქვენ დაჯღაბნეთ და შეაჩეჩეთ ბატონს. იფიქრეთ, მკვლელობას მისტერ ერინგტონს ან გრაფს დააბრალებდნენ... ხედავთ, ზოგჯერ როგორი აუცილებელია იმ სულელური ქრონიკების წაკითხვა...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3