კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ბერიამ ბერლინელი გერმანელები ხელმეორედ მიწასთან გასწორებას გადაარჩინა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  „ლავრენტი ბერია დაზვერვის გენიაა“ – ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების „ცენტრალური დაზვერვის“ („ცეერუს“) ლეგენდარულ შეფს, ალენ დალესს ეკუთვნის, რომელიც დაუფარავად აცხადებდა, რომ პროფესიული ბრძოლა მარშალ ბერიასთან პირწმინდად წააგო. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სპეცსამსახურების ექსპერტი, პოლკოვნიკი ეგორ სონიაშნიკოვი წერს: „ამერიკელებს ყველაზე მეტად საკუთარი დამარცხების აღიარება არ უყვართ და ყოველმხრივ ცდილობენ, წარუმატებლობის დაფარვას. ხომ წარმოგიდგენიათ, რად უღირდა ალენ დალესს ლავრენტი ბერიასთან დამარცხების აღიარება. თანაც, საქვეყნოდ და მთელი მსოფლიოს გასაგონად. დალესი ჭკვიანი კაცი იყო და პირველმა იმიტომ აღიარა დამარცხება, რომ ამის შესახებ მასმედიას არ დაეწერა, რაც ასმაგად მტკივნეული და დამამცირებელი იქნებოდა მისთვის. ამ დამარცხების დაფარვა კი შეუძლებელი იყო და საბჭოთა ატომური და სარაკეტო პროექტების წარმატების ამბავი, რომლებსაც ლავრენტი ბერია კურირებდა, მთელმა მსოფლიომ იცოდა... დალესს თავისი მარცხის აღიარებაში მხოლოდ ატომურ-სარაკეტო წარმატებები არ აქვს მოხსენიებული და ამერიკული დაზვერვის „მამა“ ამბობს, რომ ლავრენტი ბერიამ საბჭოთა საჯაშუშო ქსელის ნამდვილი აბლაბუდა გააბა დედამიწაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა სტრატეგიული ინფორმაცია „ლუბიანკაზე“ იყრიდა თავს. იქ კი ამ ინფორმაციებს მაქსიმალურად იყენებდნენ და საბჭოთა კავშირი მყარად ბატონობდა მსოფლიო-სადაზვერვო სისტემაში... ლეგენდარული საბჭოთა მზვერავი, გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერს: „ლავრენტი ბერიას ძალისხმევით, საბჭოთა კავშირზე არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ყველა დაზვერვა მუშაობდა. მათ შორის, გამორჩეული იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების უწყება „შტაზი“... განსაკუთრებულად გამორჩეული იყო საგარეო დაზვერვა, რომელსაც ლეგენდარული მარკუს ვოლფი მეთაურობდა და ამ ადამიანს დასავლეთში „უსახურ კაცს“ უწოდებდნენ. ეს კი იმიტომ, რომ დემოკრატიული გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფს სახეზე ვერავინ სცნობდა, მისი ფოტო არ ჰქონდათ და ასე 20 წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. ვოლფი კი პირადად ლავრენტი ბერიას კანდიდატურა იყო. მან შეარჩია ეს ებრაული წარმოშობის გერმანელი და ამ თანამდებობაზე თავადვე დაანიშნინა დემოკრეტიული გერმანიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას...“
  დემოკრატიული გერმანიის „შტაზი“ და განსაკუთრებით ამ უწყების საგარეო დაზვერვა ბერიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო. იქ, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო „ენკავედეს“ (მოგვიანებით, „კაგებეს“) მოქმედება ნაკლებეფექტური იყო, საქმეში დემოკრატიული გერმანიის საგარეო დაზვერვა ერთვებოდა და საქმეც წინ მიიწევდა. მარკუს ვოლფის „არწივები“ (ასე უწოდებდა დემოკრატიული გერმანიის მზვერავებს ლავრენტი ბერია) ყველაზე რთულ ოპერაციებს ახორციელებდნენ და არაფრით ჩამოუვარდებოდნენ თავიანთ საბჭოთა კოლეგებს. თავად „უსახური კაცი“ (მარკუს ვოლფი) კი პირადად ანგარიშვალდებული იყო ლავრენტი ბერიასთან და საკმაოდ ხშირად პირადად მოახსენებდა ხოლმე მას საქმის შესახებ... მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლისა და გერმანიის გაერთიანების მერე, მარკუს ვოლფი („უსახური კაცი“ 2006 წელს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა) თავის მემუარებში წერდა, რომ ბერიასთან მუშაობა მისთვის დიდი პროფესიული სკოლა იყო და ბევრი რამ ისწავლა საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელისგან. ვოლფი წერს: „ბერიას ვერაგული მკვლელობიდან 45 წელი (ეს ჩანაწერები 1998 წელსაა გაკეთებული) გავიდა და მრავალმა წყალმა ჩაიარა. ბევრი დიდი მოვლენა მოხდა და ანალიზისთვის უფრო ფართო ინფორმაციული სპექტრი არსებობს. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიუხედავად თანამედროვე მკვლევრების მხრიდან „შტაზის“ მიწასთან გასწორებისა, ჩვენი მუშაობა სასარგებლო იყო არა მარტო სოციალისტური ბანაკისთვის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკური სისტემისთვის. ბერიასთან არაერთი კონფიდენციალური შეხვედრა მქონდა და ის (ბერია) ყოველთვის ხაზგასმულად ლაპარაკობდა მსოფლიოს სტაბილურობაზე, გლობალურ მსოფლიო უსაფრთხოებაზე და ყველა ჩვენი სპეცოპერაცია, აქედან, ამ პრინციპიდან გამომდინარეობდა. ბოლოს ბერია 1953 წლის ივნისში, მის მოსკოვში დაბრუნებამდე და დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. ბერია ბერლინში იყო ჩამოსული და პირადად იღებდა მონაწილეობას აბუნტებული მუშა-მოსამსახურეების მშვიდობიანად დაწყნარებაში. საპირისპიროდ იმისა, რომ ბერლინში დისლოცირებული საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობა ტანკების გამოყვანასა და აბუნტებული „ფრიცების“ გაჟლეტას გეგმავდნენ. ბერლინში ჩამოფრენილი ბერია „შტაზის“ ხელმძღვანელობას შეგვხვდა და პირადად გაეცნო შექმნილ ვითარებას, რომელიც ამერიკელებისა და ბრიტანელების პროვოცირებული იყო. ამ შეხვედრას ესწრებოდა გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი გრეჩკო (მომავალში საბჭოთა კავშირის მარშალი და თავდაცვის მინისტრი), რომელიც საბჭოთა ჯარების მეთაური იყო. სწორედ ის აპირებდა „ფრიცების“ გაჟლეტას. ბერიამ კი მას შეხედა და კბილებში გამოსცრა: „ერთხელ უკვე გავასწორეთ მიწასთან ბერლინი და კმარა. ვფიქრობ, მეტი არ მოგივიდეთ...“ გრეჩკოს ხმა არ ამოუღია და ათასობით ადამიანის გაჟლეტას გადავურჩით. თუმცა, უკვე თავდაცვის მინისტრის რანგში, ეს ეგზეკუცია პრაღაში მაინც განახორციელა. 1953 წელს კი გერმანელები უფრო დიდი უბედურებისგან ლავრენტი ბერიამ გვიხსნა...“
მიუხედავად იმისა, რომ ბერიასთან მარცხი თავად დალესმა აღიარა, „დაზვერვის გენია“ ხრუშჩოვმა გაანადგურა და ეს ფაქტი, ალბათ, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეუსაბამობაა.“

скачать dle 11.3