კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 სტალინის წყალობით, დე გოლი საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინის გენიალურობა არა მხოლოდ მის რკინისებურ ნებისყოფაში გამოიხატებოდა, რამაც მას უძლიერესი სახელმწიფო ააშენებინა მსოფლიოში, არამედ იმაშიც, რომ სტალინს წინასწარ განჭვრეტის უნიკალური უნარი ჰქონდა და შეეძლო არა მარტო რამდენიმე წლით ადრე განეჭვრიტა მოვლენები, არამედ უშუალოდ შეეწყო ხელი ამ მოვლენების განვითარებისა და დადგომისთვის... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი აუგუსტინ სევასტიანოვი წერს: „იოსებ სტალინის წინასწარმჭვრეტელობის, „საჭირო ობიექტის“ არჩევისა და წინ წაწევის ბრწყინვალე ნიმუშია ლეგენდარული ფრანგი გენერალი, საფრანეთის მეხუთე რესპუბლიკის ორგზის პრეზიდენტი შარლ დე გოლი. საქმე ისაა, რომ იოსებ სტალინი ჯერ კიდევ მაშინ სწყალობდა შარლ დე გოლს, როდესაც ფრანგ გენერალს საკმაოდ მცირერიცხოვანი ძალები ედგა გვერდით და მხოლოდ და მხოლოდ აყალიბებდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას მოღალატე ვიშისა და ჰიტლერელი ოკუპანტების წინააღმდეგ... საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინმა დე გოლი ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა და თუ შეიძლება ითქვას, „აღრიცხვაზე აიყვანა“, როდესაც საფრანგეთის მოღალატეობრივი ვიშის მთავრობა ჰიტლერს დაემონა და 50 წლის მაღალი, გრძელცხვირა (სტალინის გამოთქმა) გენერალი სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის მოძრაობას. იმ დროს ჰიტლერი ჯერ კიდევ ჩვენი „მეგობარი“ იყო და თავდაუსხმელობის პაქტს იცავდა, თუმცა ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ დიდი ომი გარდაუვალი იყო და გერმანია თავს დაგვესხმებოდა. ამიტომ, სტალინი, ერთი მხრივ, „დიდი ომის“ მოლოდინში იყო და გაცხოველებულად ვემზადებოდით ჰიტლერისა და მისი მოკავშირეების დასახვედრად, მეორე მხრივ კი, სტალინი გრძელვადიანი კავშირების გეგმას ადგენდა და რაც უნდა უჩვეულოდ ჩანდეს, მომავალი პოლიტიკური პარტნიორების სიას წერდა. ამ სიაში ერთ-ერთი პირველი ადგილი (ჩვენს იდეურ მოკავშირეებთან ერთად), დასავლელ ლიდერებს შორის ფრანგ გენერალს, შარლ დე გოლს ეკავა... 1940 წლის 12-13 ნოემბერს ბერლინში ვიმყოფებოდი პირადად ჰიტლერის მიწვევით და 1939 წლის თავდაუსხმელობის პაქტის პუნქტების გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. ფაშისტური გერმანიის დედაქალაქში გამგზავრების წინ სტალინმა მითხრა, რაც შეიძლება, მეტი გარანტიები მიმეღო ჰიტლერისგან, რომ ფაშისტური გერმანია 1942 წლამდე თავს არ დაგვესხმებოდა. 10 ნოემბერს სტალინს კრემლში, მის კაბინეტში შევხვდი და მითხრა:
– კარგი იქნება, თუკი შეძლებ და ჰიტლერს დაარწმუნებ ჩვენს ერთგულებაში, რათა მან კიდევ ორი წელი მაინც გვაცადოს მოსამზადებლად. 1942-ში კი, თუნდაც, მთელი ძალებით შემოგვიტიოს, უკვე ძვრასაც ვერ გვიზამს. არადა, რეალურია, რომ მან 6 თვეში დაგვარტყასო.
სტალინი სულ რაღაც 1 თვით შეცდა და ჰიტლერმა 7 თვის მერე დაგვარტყა...
მე ხელები გავშალე და მივუგე:
– ვეცდები, კობა. თუმცა, შეიძლება, ჰიტლერმა პირობა მოგვცეს, წერილობითაც კი დაგვიდასტუროს ეს, მაგრამ მის სიტყვას გახვრეტილი კაპიკიანის ფასიც არ აქვს.
– მართალი ხარ, მაგრამ ეცადე, – მოკლედ მითხრა სტალინმა და დააყოლა, – მოსკოვში რომ დაბრუნდები, ჩვენი მომავალი მოკავშირეების სიას გაჩვენებო.
ერთი სიტყვით, ბერლინში ერთხელ ჰიტლერს შევხვდი, ორჯერ კი – რიბენტროპს. ორივე მათგანი დაჟინებით გვთხოვდა, რომ ეგრეთ წოდებული, „ღერძის სახელმწიფოების“ – გერმანიის, იტალიისა და იაპონიის ხელშეკრულებას შეერთებოდა საბჭოთა კავშირი და ერთად გაგველაშქრა „სამართლიანობისთვის“. მე ვუთხარი მათ, რომ აუცილებელი იყო ძველი ხელშეკრულების უმწიკვლოდ დაცვა და ახალზე სამუშაოდ კვლავ შევკრებილიყავით. ამგვარად, მე პირდაპირი პასუხიდან ავირიდე თავი. მოსკოვში დავბრუნდი და სტალინს რომ ყველაფერი მოვახსენე, მან მითხრა:
– ჩვენი ჩარევა „ღერძის ხელშეკრულებაში“ მხოლოდ ფანდია და ჰიტლერს ამით ჩვენი ყურადღების მოდუნება უნდა. ყველაფერზე რომც დავეთანხმოთ, მაინც თავს დაგვესხმება და ახლა ეს ჩემთვის უფრო ნათელი გახდა.
მე დავეთანხმე სტალინს, გამეცინა და ვუთხარი:
– კობა, სიის ჩვენებას რომ შემპირდი, რა ქენი, შეადგინე ჩვენი მომავალი მეგობრების სია?
სტალინსაც გაეღიმა და მიპასუხა:
– მომავალ დიდ ომში ჩვენი მთავარი მოკავშირე ჩვენი ხალხი იქნება. ყველაზე დიდ დახმარებას ანგლო-ამერიკელები გაგვიწევენ. ხოლო ჰიტლერს რომ გავანადგურებთ, ჩვენ გვერდით ყველაზე ერთგულად ეს დიდცხვირა ჯიუტი გენერალი დადგება, რომელიც ამჟამად ლონდონშია ბაზირებული და თავის თანამემამულეებს დიდი ეროვნული წინააღმდეგობისკენ მოუწოდებსო.
– დე გოლს გულისხმობ, ხომ? – ვთქვი მე.
– კი. სწორედ მას, – მომიგო სტალინმა...“
1940 წელს შარლ დე გოლი ჯერ კიდევ არ იყო მნიშვნელოვანი ფიგურა თვით ფრანგებისთვისაც კი და არც ჩერჩილი სწყალობდა მას, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი გენერალი ლონდონში იყო და ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ერთგვარი მფარველობით სარგებლობდა. „ბრიტანელი ლომი“ (ჩერჩილი) ვერ ეგუებოდა „ჯიუტ ფრანგს“ და ყოველთვის ცდილობდა, ის პოლიტიკიდან განედევნა და სხვა ფრანგით ჩაენაცვლებინა, თუმცა სტალინი ყოველთვის ამის წინააღმდეგი იყო. სწორედ საბჭოთა ბელადის წყალობით დაიმკვიდრა თავი დე გოლმა საერთაშორისო პოლიტიკაში. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა: „იოსებ სტალინს ადამიანების შეცნობის უნიკალური ნიჭი ჰქონდა და პირველად, სწორედ მან დაინახა გრძელცხვირა ფრანგში საბჭოთა კავშირის დიდი მომავალი პარტნიორი. მართალია, საფრანგეთში საპრეზიდენტო მეხუთე რესპუბლიკა 1958 წელს აღსდგა და მისი მეთაური შარლ დე გოლი გახდა, ხოლო სტალინი კი უკვე 5 წლის გარდაცვლილი იყო, მაგრამ სტალინის მიერ „ჩაგდებულმა თესლმა“ მისი სიკვდილის მერე გამოიღო ნაყოფი და დე გოლი ერთადერთი არაიდეოლოგიურად ახლობელი სახელმწიფოს ლიდერი იყო, ვინც საბჭოთა კავშირს გვერდით ედგა. ეს კი იმის შედეგი იყო, რომ სტალინი დიდად დაეხმარა ოპოზიციონერ დე გოლს, ხელისუფლებაში მოსულიყო და პარალელურად კი, მას საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებაშიც დიდად შეუწყო ხელი.“
საგულისხმო ფაქტია და ამას საბჭოთა ელჩი საფრანგეთში ალექსეი პავლოვიც აღნიშნავდა თავის მემუარებში: დე გოლმა რომ სტალინის გარდაცვალება შეიტყო, შეუვალი ფრანგი გენერალი ცრემლებით ატირდაო.“

скачать dle 11.3