კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 როდის უნდა გამოვიყენოთ პიტნა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მედიცინაში პიტნისგან მიღებული მენთოლი გარეგანი ხმარებით ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენება, შვებას იძლევა, აგრეთვე, შაკიკის, კბილის ტკივილის დროს. კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტისა და ბრონქოექტაზიის შემთხვევაში. მენთოლის მიღება რეკომენდებულია სტენოკარდიის, კუჭის ტკივილის დროს, მას ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი სპაზმოლიტური და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. იწვევს კორონარული ძარღვების რეფლექსურ გაგანიერებას. პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება გულისრევისა და პირღებინების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
  ბაღის პიტნის გარდა სამკურნალოდ იყენებენ და ზოგჯერ უპირატესობასაც ანიჭებენ ველურად მზარდ პიტნის სხვა სახეობებსაც: ტენცო, ტყის პიტნა, ომბალო.
  ბაღის პიტნა, უპირატესად, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის (მწავე გულძმარვისა და ბოყინის) დროს გამოიყენება, იმ შემთხვევაში, თუ მას კუჭის შეკრულობა არ ერთვის თან. ასეთ დროს შემდეგ ნარევს იყენებენ: 15 გრამი ბაღის პიტნის ფოთოლი, 2 გრამი წყლის სამყურა, 15 გრამი ფარსმანდუკის ყვავილები, 15 გრამი კამის თესლი, 30 გრამი კრაზანა. ამ ნარევის 2 სადილის კოვზს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და 2 საათის განმავლობაში თბილ ღუმელში დგამენ, ფილტრავენ და ერთი დღის განმავლობაში ყლუპყლუპობით სვამენ. ამავე ნარევს იყენებენ სხვა სახის გასტრიტების დროსაც.
  კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას, კუჭშეკრულობის თანდართვით, შემდეგ ნარევს იყენებენ: 15 გრამი ბერულა, 20 გრამი ფასმანდუკის ყვავილები, 30 გრამი კრაზანა, 20 გრამი ბაღის პიტნა, 10 გრამი გვირილის ყვავილები, 15 გრამი მატიტელა, 10 გრამი კამის თესლი, 10 გრამი კვლიავის თესლი, 5 გრამი სვიის გირჩაკები, 20 გრამი ხეჭრელის ქერქი, 10 გრამი კატაბალახას ფესვები. ამ ნარევის 4 სუფრის კოვზს (თითოეული კოვზი თავდადგმით სავსე) ასხამენ 1 ლიტრ მდუღარე წყალს და მთელი ღამე თბილ ღუმელში დებენ. დილით უზმოზე სვამენ 1 ჭიქას, დანარჩენს კი – 4 ჯერზე მთელი დღის განმავლობაში, ყოველი ჭამიდან თითო საათის გასვლის შემდეგ.
  მარტო პიტნას გულისა და ფილტვების დაავადებების, განსაკუთრებით ფილტვებიდან სისხლღებინების სამკურნალოდ იყენებენ. პიტნის ფოთოლს უხვსისხლიანი მენსტრუაციისას იყენებენ შემდეგნაირად: 20 გრამ პიტნის ფოთლებს ასხამენ 500 გრამ მდუღარე წყალს და 2 საათის შემდეგ აძლევენ ავადმყოფს დასალევად.
  პიტნის წვეთებს აძლევენ კუჭაშლილობის, კუჭ-ნაწლავების სპაზმების, კუჭში ჭრის შეგრძნებისა და გულისრევის შემთხვევებში. მენთოლი სისხლძარღვების შევიწროებას ახდენს სურდოს დროს. ამ მიზნით ის შედის პრეპარატ ბორმენთოლის, პეკტუსინისა და ინგაკამფის შემადგენლობაში. პიტნის ზეთს უმატებენ კბილის პასტასა და ფხვნილსაც.
  შაქრის ნატეხზე დასხმულ 2-4 წვეთს უნიშნავენ კუჭის არეში ტკივილებისას. ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ. გაწურულ და დატკბილულ ნაყენს ყლუპყლუპობით სვამენ ერთი დღის განმავლობაში. ფოთლის ფხვნილს კი (იმდენს, რასაც დანის წვერი აიღებს) დღეში 1-2 ჯერ იღებენ.
  თუ თავი აგტკივდათ, არ იჩქაროთ წამლების დალევა. უმჯობესია, პიტნიანი ჩაი მიირთვათ – ტკივილი მალე გაგივლით.
სხვა მწვანილებთან ერთად, აუცილებლად გამოიყენეთ პიტნა სალათებში, სოუსებსა და სუპებში. ამით, გარდა იმისა, რომ კერძებს გააგემრიელებთ, მოგეხსენებათ დაძაბულობა და გაღიზიანება. მასაჟის გაკეთების დროს სპეციალურ ზეთს შეურიეთ პიტნის ნაყენი და მთელ ტანზე შეიზილეთ. ეფექტს მაშინვე იგრძნობთ – დაღლილობა და მოთენთილობა თვალსა და ხელს შუა გაქრება.
პიტნას დეზინფიცირების სასარგებლო თვისება აქვს. ამის გამო, ის გამოიყენება კუჭ-ნაწლავისა და პირის ღრუს ინფექციებისას.
скачать dle 11.3