კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 სახსრების ტკივილის პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ართრალგია (სახსრების ტკივილი) შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება ან სხვა დაავადებების წინამორბედი მოვლენა (მაგალითად, ოსტეოართროზი, სტილის სინდრომი, შეგრენის დაავადება და სხვა).
  სახსრებში ტკივილის მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
  არასათანადო კვება; ჭარბი წონა; უმოძრაო ცხოვრების წესი; სხვადასხვა დაავადებები (მაგალითად, ართრიტი, ართროზი, პოდაგრა და სხვა); დეპრესია და/ან მუდმივი განცდა და სტრესული სიტუაციები; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმები; ზედმეტი გადაციება.
თუ პროფილაქტიკურ ზომებს დროულად მიიღებთ, შეძლებთ ართრალგიის თავიდან აცილებას. ასე რომ, სახსრებში ტკივილის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
* სახსრებისთვის გამოსადეგი სათანადო კვების დაცვა. ეს არ არის დიეტა, რომელიც საკმარისია დაიცვათ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს არის კვების რაციონი, რომელიც თქვენი ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს. ვიტამინები C, D და E, კალციუმი – ეს არის თქვენი სახსრების მეგობრები. უპირატესობა მიანიჭეთ თევზსა და ზღვის პროდუქტებს, დილაობით მიირთვით შვრიის ფაფა, შეწყვიტეთ საკვებში მარილის ჩამატება, ტკბილეული შეცვალეთ გამხმარი გარგარითა და შავი ქლიავით;
* გააკონტროლეთ თქვენი წონა. სახსრებისთვის საშიშია, როგორც ჭარბი, ასევე არასაკმარისი წონა;
* დაიცავით მოძრაობის ოპტიმალური რეჟიმი. ისეირნეთ ფეხით სამჯერ დღეში. თუ არ აგვიანებთ, ჩამოდით ტრანსპორტიდან დანიშნულების ადგილამდე ერთი ან ორი გაჩერებით ადრე და დარჩენილი მანძილი ფეხით გაიარეთ. დაიწყეთ დილა სამკურნალო ვარჯიშით (სამკურნალო ვარჯიშის კურსის დანიშვნა მხოლოდ თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია). გააკეთეთ სამსახურში შესვენება ყოველ 45-60 წუთში, გამოიყენეთ ეს დრო იმისთვის, რომ წამოდგეთ მაგიდიდან და ცოტათი ამოძრავდეთ. დაკავდით ცურვით – ეს არა მხოლოდ სახსრების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, არამედ განწყობასაც აგიმაღლებთ, საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ დაძაბული სამუშაო დღეების შემდეგ ან შეხვდეთ ახალ დღეს განახლებული ძალებით;
* იზრუნეთ საკუთარ თავზე – თავიდან აიცილეთ ყოველგვარი ტრავმა. ნუ ჩაერთვებით სპორტის სახიფათო სახეობებში (მაგალითად, სამთო-სათხილამურო და კრივი). ატარეთ კომფორტული, ნაკლებად სრიალა ფეხსაცმელი. მოერიდეთ მაღალქუსლიან (5 სანტიმეტრზე მეტი) ფეხსაცმელს. თუ ქუჩა მოყინულია, ნელი ნაბიჯებით იარეთ, მოერიდეთ დაცემას, ხოლო თუ გრძნობთ, რომ ეცემით, ისწავლეთ სწორად დაეცემა – ტრავმები მინიმუმამდე რომ დაიყვანოთ („დაჯგუფდით“ – მოკეცეთ ფეხები მუხლებში, თავი ნიკაპით მჭიდროდ მიადეთ ფეხებს, ხოლო იდაყვები – გვერდებს);
* ჩაიცვით ამინდის მიხედვით. თავიდან აიცილეთ ზედმეტი გადაციება (ჰიპოთერმია), ფეხები ყოველთვის თბილად გქონდეთ. გაიხსენეთ ბავშვობა, მაშინ არასოდეს გავიწყდებოდათ ქუდი, ხელთათმანი და შარფი;
* იზრუნეთ საკუთარ ნერვებზე. ადამიანების უმეტესობა სათანადოდ არ აფასებს სწორი ფსიქოლოგიური განწყობის მნიშვნელობას. რაც სამწუხაროა, ის ხომ პირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზე. შეხედეთ პრობლემებს სხვა კუთხით. თუ ვერ წყვეტთ, თუ ნერვიულობთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ნერვიულობა საქმეს არ შველის. ისწავლეთ პოზიტიურად ფიქრი, მიიღეთ გამოცდილება თითოეული სიტუაციიდან. გარშემო ისეთი ადამიანები იყოლიეთ, ვინც გაგამხნევებთ. იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიტუაცია, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით, არამედ თქვენი რეაქცია ამ სიტუაციაზე;
* ართრალგიის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. სიმპტომები შეიძლება, იყოს ნებისმიერი ტკივილი (ძლიერი, ზომიერი, სუსტი, მწვავე, უწყვეტი, დაჭიმული, პულსირებადი და ასე შემდეგ) ერთ ან მეტ სახსარში, შეშუპება სახსრის არეში, სახსრის სიწითლე, სახსრების დეფორმაცია.
скачать dle 11.3