კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც სტრესის შედეგად ცუდი განწყობა ეუფლება და თავს ვერ ერევა?
პასუხი: ასეთ დროს ადამიანი უნდა მიენდოს უფალს, უნდა დადგეს ლოცვად და ღმერთს შესწიროს მადლი, შემდეგ კი გაიხსენოს, თუ რამდენ ადამიანს უჭირს გაცილებით უფრო მეტად. ცუდი გუნება-განწყობის დროს განსაკუთრებით დაგეხმარებათ ფსალმუნების კითხვა. გარდა ამისა, უნდა იფიქროთ, რომ თქვენი მდგომარეობა შესაძლოა, იყოს თქვენივე გამოცდა და კარნახი თქვენივე ცოდვების მოსანანიებლად.
კითხვა: ის მდგომარეობა, რაც მე მახასიათებს ქედმაღლობაა, რაც ცოდვად ითვლება. წინათ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, ბოლო დროს მაწუხებს და ვფიქრობ, როგორ მოვერიო მას?
პასუხი: რადგან ამაზე დაფიქრდით და გაწუხებთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ შეძლებთ ამ ცოდვის დამარცხებას. ზოგადად, ქედმაღლობა არა მხოლოდ იმ ადამიანს ამძიმებს, ვისაც ის ახასიათებს, არამედ სხვებზეც ცუდად მოქმედებს. უნდა ჩაუკვირდეთ საკუთარ მდგომარეობას – რა გაქვთ თქვენ ისეთი, რაც სხვებზე უკეთესად გაგრძნობინებთ თავს. ყველაფერი ხომ უფალმა გიბოძათ და ამით ამპარტავნების უფლება არცერთ მოკვდავს არ აქვს. ქედმაღლობის მკურნალი არის სიმდაბლე, რასაც თქვენს გულში ტაძარში სიარული და ეკლესიური ცხოვრება ააღორძინებს. დაუახლოვდით უფალს და თქვენში დაამარცხებთ არა მხოლოდ ქედმაღლობის ცოდვას, არამედ სხვა ბევრ სიმძიმესაც მოიშორებთ.
კითხვა: სადღაც წამიკითხავს, რომ ყოველ აღდგომა დღეს ხდება უფლის მიერ ჯოჯოხეთიდან სულების ამოყვანა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
პასუხი: წმიდა წერილის მიხედვით, ჯოჯოხეთიდან სულების ამოყვანა უფლის მიერ მხოლოდ ერთხელ მოხდა, როდესაც ჯვარცმის შემდეგ, მაცხოვრის წმიდა სხეული იოსებ არიმათიელის ბაღში განისვენებდა, მაშინ იესო ქრისტე სულით ჯოჯოხეთში ჩავიდა, გარდაცვლილთა სულებს სიკვდილზე თავისი გამარჯვება აუწყა და იქიდან ამოიყვანა სამოთხეში იმ ადამიანთა სულები, ვინც მას მოვლინების რწმენით ელოდა. ყოველ აღდგომას ასეთი ქმედება არ ხდება, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სულების იმქვეყნიური ყოფა არ არის სამუდამოდ დაკანონებული, მათი სამუდამო სამკვიდრებელი უფლის მეორედ მოსვლის ჟამს დადგინდება.
კითხვა: როგორ აფასებს ეკლესია ფსიქოლოგის პროფესიას?
პასუხი: ფსიქოლოგიის მიმართ, რომელიც იკვლევს ადამიანის ბუნებას, ქცევებსა და ხასიათის თავისებურებებს და კორექციას უკეთებს მათ ნაკლოვან გამოვლინებებს, ეკლესიას არაფერი აქვს საწინააღმდეგო. უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ, რომ ნუ შეეცდებით, შეენაცვლოთ იესო ქრისტეს – სულისა და სხეულის უზენაეს მკურნალს. მართლმადიდებლობა და ქრისტიანული ეთიკა მეცნიერულ ცოდნას შეუთავსეთ და მშვიდად ემსახურეთ თქვენს პროფესიას.
скачать dle 11.3