კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 დგება თუ არა ბოლო ჟამი და რისთვის უნდა გამოიყენოს ქრისტიანმა დღეს არსებული რთული მდგომარეობა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დღეს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ადამიანების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ბოლო ჟამია, მეორედ მოსვლა დგება. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალაზე არსებული წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ვისაც გჯერათ, რომ უფალი სუფევს, ის შეიმოსავს მშვენიერებას. ვისაც სჯერა, რომ კორონა სუფევს, ვირუსი, ის მწუხარებასა და სნეულებას შეიმოსავს. სოციალური ქსელით, ტელევიზიით სასულიერო პირებისგან ძალიან ბევრ სწავლება-ქადაგებას, დარიგებას, შიშს, გაფრთხილებას კითხულობთ და ისმენთ და ვეღარ გაგიგიათ ვის მოუსმინოთ. დაიბნენ ადამიანები, შეშინებულები არიან, ჩაიკეტნენ სახლებში და ელოდებიან ქრისტეს მოსვლას, ზოგი – შიშით, ზოგი – მწუხარებით, ზოგი – სიხარულით. მათეს 24-ე და ლუკას 21-ე თავები თითქმის ერთსა და იმავე საკითხებზე მოგვითხრობს, სადაც თავად იესო ქრისტე საუბრობს. ნურავის ნუ დავუჯერებთ, დავუჯეროთ იესო ქრისტეს, რომელიც არის ჩვენი მხსნელი, ჩვენთვის განკაცებული ღმერთი.
– რას ამბობს იესო ქრისტე?
– იესო ქრისტე ამბობს: კაცის ძე მიეცემა წარმართთა ხელში, მას აწამებენ, ჯვარს გააკრავენ. შეშინებული მოციქულები კითხვას უსვამენ, როდის იქნება სამყაროს აღსასრული და შენი მეორედ მოსვლაო. მოციქულებს ეს იმიტომ აინტერესებდათ, რომ ფიქრობდნენ როდის აღდგებოდა ისრაელის სამეფო, რომელიც რომაელების მიერ იყო ანექსირებული. მათ იციან, რომ მესიამ უნდა აღუდგინოს სამეფი ისრაელს. ქრისტე გარკვევით ამბობს: თქვენთვის არ არის აუცილებელი, იცოდეთ დრო და ჟამიო. დღეს კი გვესმის, რომ ყველამ ყველაფერი იცის. ქრისტე კი ამბობს, არ არის საჭირო, იცოდეთო. პავლე მოციქული თავის ყველა ესპისტოლეში გვეუბნება: შვილებო, ფრთხილად იყავით, ბოლო ჟამიაო. ქრისტეს პირველი მოსვლიდან მეორე მოსვლამდე მუდმივად ბოლო ჟამია, რადგან არ იცი, როდის გარდაიცვლები, ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და მოლოდინში. ქრისტე, ასევე, ამბობს ბატონისა და მონის იგავს: არ იცის მონამ, როდის მოვა ბატონი, ამიტომ სულ სიფხიზლეში, ლოცვაში უნდა იყოთო.
– დღეს ბევრისგან გამიგონია: მეორედ მოსვლაა, ბოლო ჟამიაო...
– თითქმის ყველა აცხადებს: მოვიდა ბოლო ჟამი, მეორედ მოსვლა და ხალხიც, ისედაც შეშინებული, უფრო მეტად შეშინებული ხდება. როცა ამბობ, რომ უკვე იცი, როდის მოვა იესო ქრისტე, ეს ძალიან დიდი სიცრუეა. ღმერთის გარდა არავინ იცის, როდის მოვა ქრისტე. მაგრამ ბევრი იტყვის ნიშნები ხომ ვიციო. როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლის დღეებში. ნოე მთის მწვერვალზე აშენებდა 120 წლის განმავლობაში კიდობანს და ქადაგებდა: ნუ მრუშობთ, ნუ იპარავთ, ნუ ხართ ცუდებიო, მაგრამ არავინ უჯერებდა, დასცინოდნენ. როცა გაიგებთ, რომ მშვიდობა და უსაფრთხოებაა, ყველაფერი კარგად არისო, მაშინ მოვა ქრისტე. მაშინ კი არ მოვა, როცა ეპიდემები გავრცელდება, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ გარკვეულ რეპეტიციად დიდი მოვლენების წინ. ჩამოთვლილია: იქნება ომები, შიმშილობა, მიწისძვრები და ჭირნი დიდნი. ეს ყველაფერი ადრეც იყო და ახლაც იქნება. პირველი ნიშანი იესო ქრისტეს მოსვლის, რაზეც თავად მაცხოვარი საუბრობს, იქნება: სახარება ექადაგება მთელ მსოფლიოსო. რამდენი ადამიანია, თუნდაც, საქართველოში, რომელსაც სახარება მოსმენილი კი არა, წაკითხულიც არ აქვს. ჯერ შეგვამზადებს ღმერთი სწავლებებით და შემდეგ მოვა. ყველაზე საინტერესო, რაც ლუკას სახარებაში წერია, როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზეო. ურწმუნოება იქნება ძალიან გავრცელებული იმ დროს, ადამიანების უმრავლესობა ათეისტი გახდება. ადამიანები მიიღებენ ჩიპს. იფიქრებენ, აღარ იქნება ვირუსები, მშვიდობა იქნება ქვეყანაშიო, სწორედ მაშინ მოვა ქრისტე. ხომ ხედავთ, კათოლიკური სამყარო დადუმდა, მუსლიმანები სახლებში ჩაიკეტნენ, მსოფლიო ეკლესიაც ჩუმად არის, სერბეთის, რუსეთის ეკლესიაში ამბობენ: დარჩით სახლშიო. როცა ჩვენ გვიკრძალავენ ღვთიმსახურებას, ამ დროს ებრაელები დროებითი საკურთხევლის მოწყობით აპირებენ პასექზე მსხვერპლის შეწირვას. 20 საუკუნეა მათ ლიტურგია არ ჩაუტარებიათ, რადგან ორივე ტაძარი დანგრეულია. მეორე ტაძრის ადგილას ალ-აქსა არის აშენებული. იქ უნდა აშენდეს მესამე ტაძარი, სადაც ანტიქრისტე დაჯდება და საკუთარ თავს ღმერთად გამოაცხადებს. ეს ჯერ არ არის, მაგრამ წელს თუ ებრაელები ჩაატარებენ პირველ მსახურებას, ეს ანტიქრისტეს პირველი ნაბიჯი იქნება ჩვენკენ გადმოდგმული.
– დღეს ორად გაიყო ადამიანების, საზოგადოების აზრი.
– სახარებაში წერია: ორნი იქნებიან სარეცელზე, ერთი წაყვანილი იქნება, მეორე – დარჩება. ორნი იქნებიან წისქვილში, ერთი წაყვანილი იქნება, მეორე დარჩებაო... ძირითადად, ცოლ-ქმრებზე, მეგობრებზეა საუბარი. ქრისტემ თქვა: სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, მე იქ ვარო. თუ ცოლ-ქმარი, შვილები ოჯახში ქრისტეს სიყვარულით არიან შეკრებილები, მაშინ ქრისტე იქნება მათთან. მაგრამ თუ ეკლესიაში საჭორაოდ იქნება ამოსული, არც აღსარებას იტყვის, არც ეზიარება, მასთან არ იქნება ქრისტე. ვინც სახლში დარჩებით, ეკლესიად შეიკრიბეთ, ილოცეთ, მაგრამ თუ ზიარება გინდათ, ან მოძღვარს დაუძახეთ, ან წამოდით ეკლესიაში. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანისთვის მეორედ მოსვლა არის სიხარული, ბედნიერება. ეშინია მას, ვინც ათეისტია, არ სწამს განკაცებული იესო ქრისტე და მომაკვდინებელ ცოდვებშია, არ ამბობს აღსარებას, არავის პატიება არ შეუძლია. მართლმადიდებელ ქრისტიანებს მხოლოდ ღმერთისა და უეცარი სიკვდილის უნდა გვეშინოდეს: უაზიარებელი, აღსარების გარეშე რომ არ გარდავიცვალოთ. სულს ჩვენ ვამახინჯებთ და ვაგდებთ მძიმე ცოდვაში. ეს ყველაფერი, რაც ხდება, მივიღოთ როგორც სავარჯიშო გამოსვლები საბრძოლო მოქმედებამდე. ღმერთმა დაუშვა ეს ყველაფერი, რომ დავიწყოთ სახარების კითხვა, აღსარების თქმა, ზიარება და ლოცვა. სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ, რომ საკუთარი ქმედებები, სიტყვები, ხელები, ფეხები ვაკონტროლოთ და მივხვდეთ, რომ დრო ძალიან ძვირფასია.

скачать dle 11.3