№16 რატომ გაიყვანენ პოლიტიკური არენიდან პოლიტიკოსებს, რომლებიც მკურნალობენ კორონავირუსზე ან იზოლაციაში არიან
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მართალია, სახელდობრ ჩვენთვის პანიკა ლამის ორგანული მოვლენაა, მაგრამ ახლა პანიკამ ლამის მთელი დედამიწა მოიცვა, არადა ყველაფერი, რაც უარყოფით ემოციებს აღძრავს, ადამიანს ანგრევს და მის ცხოვრებაში უბედურებებსა და ავადმყოფობებს იზიდავს, იმიტომ რომ ადამიანი არის მისი ფიქრები, აზრები და სიტყვები. შესაბამისად, დაფეთებული მსოფლიო კორონავირუსის მსხვერპლად ნებაყოფლობითაც იქცევს თავს. რატომ იზიდავს უარყოფითი განწყობა და შიში კიდევ უფრო მეტ უარყოფითს და როგორ ხდებიან ადამიანები თავიანთივე შიშის მძევლები. ამ თემაზე მეტაფიზიკოს მალხაზ გველუკაშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
– როგორ გავლენას ახდენს პანიკა ადამიანზე, მიუხედავად იმისა, ეს პანიკა ბუნებრივია თუ ხელოვნურადაა გამოწვეული?
– თანამედროვე საზოგადოება მიდრეკილია პანიკისკენ და რაც დრო გადის, მით მეტად მიდრეკილი ხდება პანიკისადმი, იმიტომ რომ ადამიანები ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან. ფაქტობრივად, ყველა ურთიერთობა ზედაპირულია და არა სიღრმისეული, სულიერებაც კი ზედაპირულია. ისინიც კი, პრეტენზია რომ აქვთ ღრმა ცნობიერებასა და სულიერებაზე, სინამდვილეში შიშით – სიკვდილის შიშით – კვდებიან. არადა, ვისაც სწამს, მას არც ეშინია არავის და არაფრის, იმიტომ რომ იცის, სხვა სპეციფიკური ფაქტორები მუშაობს. მაგრამ, ზოგადად, თვითონ მექანიზმია საინტერესო. მთელი სამყარო არის სიხშირეები. პითაგორა ამას უწოდებდა ბგერის, ფორმისა და ფერის ვიბრაციებს, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის ენერგოინფორმაციული ველი, ელექტრომაგნიტური ველი და გრავიტაციული ველი. ყველაფერი ვიბრირებს, რაც არსებობს. რაც უფრო მარტივია სიხშირე, მით უფრო მატერიალიზებულია სხეული. სამყაროში ყველაფერი მატერიალურია, იმიტომ რომ ბგერის სიხშირეც კი, თუმცა მას ვერ ვხედავთ, მატერიალურია თავისი არსით. რაკი სიხშირე არსებობს, ის უკვე მატერიალურია. ყველა განწყობა და ემოცია, ოკულტური კანონებით, ასტრალური სივრცის ნაწილია, ადამიანის ასტრალური სხეულის ნაწილია. ემოცია ცოტა უფრო უხეში ვიბრაციაა, ვოდრე აზრი. ბგერის ვიბრაცია, ანუ სიხშირეები, როგორც წესი, არის მაღალი და დაბალი. ყველა ის სიხშირე, რასაც ჰქვია პანიკა, შიში, დაბალი ვიბრაციის სიხშირეებია.
– სხვების დადანაშაულება, პრეტენზია, სინანული, ეჭვი, უკმაყოფილება, აგრესია და მსგავსი.
– დიახ, ყველაფერი არის დაბალი ვიბრციის სიხშირეები და მსგავსი მსგავსს იზიდავს, ეს ჩვეულებრივი კანონია და მუშაობს. მიზიდულობის კანონს ემორჩილება აზრიც. ეს ოდითგანვე ცნობილი იყო, ევოლუციის თეორიის არ იყოს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე-მეოთხე ათასწლეულში იცოდნენ ძალიან კარგად. ყოველ შემთხვევაში, საიდუმლო სკოლებსა და დახურულ სივრცეებში. მსგავსი იზიდავს მსგავსს, ამიტომ რა გამწყობასაც ქმნი, იმ განწყობის გარემოებას იზიდავ. რაზეც უფრო ხშირად ფიქრობ, იმას იზიდავ. ამდენად, მანიპულირების ყველაზე კარგი მეთოდი ინფორმაციული მეთოდია და ზუსტად ეს მუშაობს დღეს დედამიწაზე. არადა, ყველაფერი ინფორმაციაა, თვითონ ვირუსიც კი. შორს არ წავიდეთ - კორონავირუსი არის რნმ ვირუსი, ანუ რიბონუკლეინის მჟავა და, ასევე, არსებობს დნმ ვირუსებიც. ორივე არის ინფორმაციული კოდი, ესე იგი, აქვთ გარკვეული სიხშირე. კორონავირუსის სიხშირე, რა თქმა უნდა, დაბალ ვიბრაციაზეა. დაბალი ვიბრაციის სიხშირე დაბალი ვიბრაციის განწყობას ადვილად დაიჭერს და ფანტასტიკური მაგალითების მოტანა შემიძლია რეალური ცხოვრებიდან ამის დასტურად. ცნობილია, რომ ნოსტრადამუსი შავჭირიანებში დადიოდა, მკურნალობდა მათ, მაგრამ არაფერი დამართნია. მაგალითად, პაპიუსი, ძალიან ცნობილი ექიმი და სერიოზული ოკულტისტი, მეოცე საუკუნის დასაწყისი შავი ჭირის ეპიდემიის დროს ყოველგვარი დაცვის გარეშე მუშაობდა შავჭირიანებთან და თავად არაფერი შეყრია. მე პირადადაც მაქვს ასეთი გამოცდილი – 1982 წელს 5 დღე-ღამეს ხელების დაბანისა და პირბადის გარეშე საკმაოდ მძიმე ინფექციურ დაავადებულთან მომიწია ყოფნა, ის კვდებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, ჩემ გარდა კიდევ ოთხი ადამიანი იყო. ის არ დაღუპულა, მას შემდეგ 30 წელს იცოცხლა, მაგრამ ოთხივე დაავადდა მისი დაავადებით, მე გამოვედი აბსოლუტურად ჯანმრთელი, იმიტომ რომ ვიცოდი, არაფერი დამემართებოდა და ისიც, რომ ისიც გამოვიდოდა მდგომარეობიდან. ასეთი რაღაცები ხდება. ამიტომაც, უპირველესად, ჩვენივე განწყობით ვანგრევთ საკუთარ თავს. რაც შენ არ გინდა, ის არ მოხდება და თუ გჯერა, რომ არ მოხდება, ვერ მოხდება.
– უფრო ნათლად ავუხსნათ მკითხველს მექანიზმი.
– მთელი სამყარო ასეა ერთმანეთთან კავშირში, იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე არ არსებობს ველები და სიხშირეები, ერთი სიხშირე გადადის მეორეში, მეორე – მესამეში, მერე ისევ ბრუნდება და ასე დაუსრულებლად. მსგავსი მსგავსს იზიდავს, ეს არის პირველი და უმთავრესი პირობა. ამიტომაც ქადაგებს სიმშვიდეს ყველა სწავლება.
– რელიგიაც.
– რელიგია, ძირითადად, სიყვარულს ქადაგებს და ეს აბსოლუტურად სწორია, იმიტომ რომ ნამდვილი სიყვარული, ვისაც ესმის, რა არის ნამდვილი სიყვარული, სიმშვიდის საფუძველია. პანიკას ხომ შიში იწვევს?! შიშს სინამდვილეში უსიყვარულობა იწვევს და მეტი არაფერი. სიკვდილის შიშია ყველაფრის საფუძველი, სხვა შიში არც არსებობს, ყველაფერი დანარჩენი არის რეაქცია. მოულოდნელობისგან რომ ადამიანი შეხტება, ეს რეფლექსია. სიკვდილის შიშის საფუძველი არის უსიყვარულობა და ურწმუნოება. ურწმუნოების საფუძველიც უსიყვარულობაა. იმიტომ ამბობს პავლე, სამი რამაა: რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ მესამე მათში უპირატესიაო. რწმენა ხომ გონებაა?! სიყვარული კი გულია, ემოცია და მარტო სიყვარული სიშლეგეა და მარტო რწმენა ბოროტებააო, გეუბნებიან. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა აკინძული და დღეს ეს პანიკური ემოცია შეიქმნა იმის გამო, რომ ადამიანებმა დაკარგეს კავშირი სამყაროსთან, საუკუნეების განმავლობაში იკარგებოდა, იკარგებოდა და დღეს უკვე უკიდურესობამდეა დაკარგული, გინდა – მორწმუნეებში და გინდა – ურწმუნოებშო. ფანატიზმი არ არის რწმენა, მისაღები მხოლოდ შეგნებული რწმენაა, იმიტომ რომ ბოლომდე გჯერა. ფანატიზმის დროს კი არ გჯერა, უბრალოდ, გადავარდნილი ხარ უკიდურესობაში.
– თუმცა ამ კონკრეტულ ვირუსს და სხვა რამეებსაც ფანატიკოსიც გადაურჩება, იმიტომ რომ სჯერა, რომ გადაურჩება.
– დიახ, უფრო მეტად გადარჩება, ვიდრე სხვა, მაგრამ მე ვერ ვხედავ განსხვავებას რელიგიურ ფანატიზმსა და აგრესიულ ათეიზმს შორის. არც ერთი არ არის ზომიერი. არადა, სამყაროს სამი უმთავრესი კანონია: სიყვარული, სიბრძნე და ზომიერება. პირველის უარყოფა იწვევს პატივმოყვარეობას, მეორის – სიბრიყვეს და მესამის – სიხარბეს. და სიხარბე არ უკავშირდება მხოლოდ ფულს, ნებისმიერ რამეში შეიძლება, გამოვლინდეს. ამის შედეგად მივიდა ადამიანი იქამდე, სადამდეც მივიდა. როდესაც ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე საშინელი ცუნამი მოხდა და ამის შესახებ მკითხეს, ვთქვი, ოდესმე გიფიქრიათ, რამდენი უბედურება ტრიალებს იმ ტერიტორიაზე და რამდენი უბედური ადამიანი ფიქრობს ერთად უბედურებაზე?! მით უმეტეს, რომ წყალი ყველაზე კარგად პროგრამირდება და გამოხატავს შემდეგ იმ აგრესიას. მოხდა ასეთი შემთხვევა – მაფიის გარკვეული ჯგუფი იჯდა მაგიდასთან, რომელზეც იდგა წყალი და თავის საქმეებს არჩევდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში. ერთ დღესაც ყველა დაიხოცა, მოიწამლნენ წყლით, არადა წყალში არაფერი იყო, მაგრამ იმდენად დატვირთეს წყალი თავიანთი ბოროტი განწყობებით, რომ იმ წყალმა დახოცა.
– ანუ საკუთარმა აზრებმა დახოცეს.
– დიახ, წყალმა დაიმახსოვრა და უკან დაუბრუნა. ბევრი ფაქტია ასეთი, რომელთა ამოხსნა შეიძლება ფიზიკის კანონების დონეზე. ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანების განწყობას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, თუმცა სიტყვას ძალა არ ექნება, თუ მას ემოციაც არ დაერთო. იმიტომ რომ ემოცია აძლევს ძალას, ოღონდ სიტყვაც ზუსტად უნდა იყოს დალაგებული. მაგრამ ადამიანები ხომ წლობით ფიქრობენ და უმეტესობას ცუდი ფიქრები უტრიალებს თავში?! და ბოლო 30 წელია, ცუდის მეტი არაფერი ხდება. ამას გარდა, ყველა მუშაობს ადამიანების ცნობიერების დაქვეითებაზე, ტელევიზია – ცალკე, ვითომ ლიტერატურა და ხელოვნება რომ ჰქვია – ცალკე, მუსიკაც – ცალკე. პოლიტიკოსები ხომ მუშაობენ და მუშაობენ?! და ადამიანი იტვირთება და არა მხოლოდ ადამიანი – მთელი ენერგოინფორმაციული ველი.
– ჩვენს საზოგადოებაშიც მიღებულია წესები, თვითგვემა, თავზე ნაცრის დაყრა. მოდურია, მეტეორი გვესროლეო და ამის მთქმელებს ყოველთვის ვეუბნები, დააზუსტონ მისამართები, იმიტომ რომ მე მეტეორს არ ველი და ვინც ელის, მას მოხვდეს.
– გეთანხმებით... ეს დრო დადგა გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან და განსაკუთრებით გამძაფრდა 1998 წლის პერიოდიდან მთელ მსოფლიოში. ამდენად, დღევანდელ დღემდე უნდა მისულიყო კაცობრიობა, და რაც დღეს ხდება, კანონზომიერია. ვირუსი იმდენს არ კლავს, რამდენსაც კლავს და, საერთოდაც, ვირუსი კლავს კი?! ვირუსი ეს არის მიზეზი. გახსოვთ, ხომ. სიკვდილი რომ ეუბნება კაცს, უმიზეზოდ არ მოგკლავო. ჯანმრთელ ადამიანს არაფერი ემართება ამ ვირუსით. საქართველოდან რომ ჩამოვედი ევროპაში, არაფერი მაწუხებდა და აქ დამეწყო პრობლემები და მთელ ევროპაში ჩემი ასაკის ადამიანები ავად არიან, იმიტომ რომ ერთმანეთისგან განცალკევებულები ცხოვრობენ. ურთიერთობები არ აქვთ. განა ცუდი ხალხია?! ქუჩაში ყველა გესალმება, გიღიმის, უნდათ, რომ რაღაც სიკეთე გაგიკეთონ, მაგრამ მერე სახლში იკეტებიან. ჩართული აქვთ ტელევიზორი ან კომპიუტერი და გაყუჩებულები არიან, არაფერი არსებობს მათთვის ამ სამყაროში. ცოლი და შვილი არ უნდა უმრავლესობას. ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ მანქანებად ქცეულები.
– ადამიანებმა მოიზიდეს.
– ამ ყველაფერს ცუდი სუნი ასდის, ყველა ხელისუფლება ერთ სისტემას ემორჩილება, ვინც წავიდა წინააღმდეგი, იცით, რა უქნეს, მაგალითად, კენედის, მაგრამ, მგონი, ტრამპს ვერაფერს დააკლებენ, იმიტომ რომ მოდის ეტაპი, როდესაც ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, უკიდურესად გამწვავდა სიტუაცია. თორემ პუტინიც მათი მორჩილია. ცოტა ხანში ყველა დაინახავს, რაც მოხდება, ყველა ლიდერი, ვინც დღეს იზოლაციაშია კორონავირუსის გამო, ჩამოშორდება პოლიტიკას.
– ადამიანებს რა ვურჩიოთ, რომლებიც უკიდურესად არიან შეშინებულები?
– ლაო ძის გამონათქვმია, გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა და პარალელურად, სოლომონის სიტყვებია, ესეც გაივლის, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ უნდა მომხდარიყო. წინასწარმეტყველებები ზუსტად ხდება. ვიღაც იტყვის, აი, რუსეთი გვიხსნისო, მაგრამ რუსეთი ვერაფერს იხსნის, ვერც ისრაელი გააწყობს რამეს, თურქეთიც გაქრება, ეს გარდაუვალი პროცესებია და სულ სხვაგვარად გადაეწყობა მსოფლიო.