კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№N16 „სანდომის“ გემრიელი პასკები აღდგომისათვის

  საკონდიტრო კომპანია „სანდომში“ წინასააღდგომო სამზადისი დაიწყო. საწარმოში უკვე მზადდება და სარეალიზაციოდ გადის სხვადასხვა ზომის, წონის პასკები, მრავალნაირი გაფორმებით. ასე რომ, მომხმარებელი საკუთარ გემოვნებასა და სურვილზე ორიენტაციით აუცილებლად შეძლებს „სანდომის“ გემრიელი, ნოყიერი პასკების შეძენას. 




  „სანდომის“ ნაწარმი 2011 წლიდან არის სამომხმარებლო ბაზარზე და მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია როგორც შოკოლადიანი, ასევე ფხვიერი საკონდიტრო ნაწარმით. საწარმოს მინიჭებული აქვს ISO 22 000-ის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი, რომლის მოთხოვნებიც კომპანიაში მაქსიმალურად არის დაცული. ასევე, აქვს საკუთარი ლაბორატორიაც, სადაც დამატებით მოწმდება როგორც მიღებული ნედლეული, ასევე საკუთარი პროდუქციაც სარეალიზაციოდ გასვლამდე.
საწარმოში პასკები უკვე რამდენიმე წელია, მზადდება. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება ასორტიმენტი და მოთხოვნაც „სანდომის“ პასკებზე, რომელთაც გამოცდილი ტექნოლოგები ამზადებენ.
დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, „სანდომის“ საწარმო ფუნქციონირებს მოცემული საგანგებო სიტუაციებისთვის არსებული რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით, სტაფი აღჭურვილია მოთხოვნების შესაბამისად, ყოველდღიურად ხდება როგორც საწარმო ზონებისა და საოფისე შენობის, ასევე, გადამზიდი სადისტრიბუციო საშუალებების დეზინფექცია.
მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული ფორსმაჟორისა, ნაწარმზე მოთხოვნა არ შემცირებულა, ასევე, არ გაზრდილა ფასებიც. „მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულზე ფასები გაიზარდა, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლის ინტერესებს და ფასები შევინარჩუნოთ“, – აცხადებენ კომპანიაში.
„სანდომის“ პასკების მრავალფეროვანი ასორტიმენტი უკვე შეგიძლიათ, შეიძინოთ როგორც ჰიპერმარკეტებში, ასევე, ქსელურ მარკეტებსა და საუბნო მაღაზიებში.
скачать dle 11.3