კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ნუცა ბუზალაძე: ვცდილობ, გავაკეთო ის, რაც სხვას არ გაუკეთებია

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ახალგაზრდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე ახლახან რუსეთის ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში – „აბა, ყველა ერთად“, გამოჩნდა, სადაც ერთი მომღერლის გამოსვლას, ჟიურის ასი წევრი აფასებს. ნუცამ მოახერხა და ასივე ფეხზე წამოაყენა.
ნუცა ბუზალაძე: ეს პროექტი რუსეთში ახალია და ზოგადად, მსოფლიოში ორი წელია, რაც გამოვიდა. მასში არის ჟიურის ასი წევრი და მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, რომ ასივე წამოაყენო ფეხზე. მე ვიყავი ამ სეზონზე ის ადამიანი, ვინც ასივე ფეხზე წამოაყენა. სულ სამი სიმღერა შევასრულე და ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული გამოსვლა მქონდა. თან, ისეთი სიმღერები მქონდა კონკურსზე, რომელთა დიდ სცენაზე შესრულებაც სულ მინდოდა. ამის საშუალება რუსულ კონკურსზე მომეცა და ძალიან ამაყი ვარ, რომ ჟიურის წევრების მოწონებაც დავიმსახურე. ეს არ არის საერთაშორისო პროექტი და მე ვიყავი ერთადერთი სხვა ქვეყნის მოქალაქე. კი ადგა ჟიურის ასივე წევრი ჩემს ნამღერზე, თუმცა, ჩემი ასი ქულა შემდეგ, შოუს წესების მიხედვით, განულდა და შემდეგ ნამღერზე, ის გახდა გამარჯვებული, ვინც მეორე ადგილზე იყო. არადა, პირველ გამოსვლაზე, როცა ჟიურისგან ასი ქულა მოვიპოზე, ყველას ეგონა, გამარჯვებული მე ვიქნებოდი, სხვათა შორის – თავად ჟიურის წევრებსაც და მეც. ამიტომ ამეტირა სცენაზე, ცრემლებით აღვნიშნე ჩემი გამარჯვება და მერე აღმოჩნდა, რომ მეორე ადგილზე გავედი (იცინის).
რუსეთში შენი გამოსვლა საქართველოში არაერთგვაროვნად მიიღეს. თქვეს, რომ შემდგარი მომღერალი რუსულ კონკურსებზე არ უნდა იღებდეს მონაწილეობას. ზოგადად, რა პერსპექტივა დაინახე ამ კონკურსზე და რა მოგცა მან, როგორც მომღერალს?
– მიყვარს, როცა ვარ პირველი და ღირსეულად წარვადგენ ჩემს ქვეყანას. ამაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, არ არსებობს. ამიტომ ვეძებ სულ ახალ პროექტებსა და კონკურსებს. ვცდილობ, გავაკეთო ის რაც სხვას არ გაუკეთებია – ვიყო პირველი, ვალაპარაკო ყველა იმაზე, როგორი ნიჭიერი თაობა გვყავს ქართველებს, რა დონეზე ვართ და რა ხდება ჩვენს შოუ-ბიზნესში. ეს არის ყველაზე მთავარი, როცა კონკურსზე უცხოურ ქვეყანაში გამოვდივარ. ამით ვცდილობ, ჩემს ქვეყანას წარმატება მოვუტანო. რაც შეეხება საზოგადოების არაერთგვაროვან აზრს რუსულ კონკურსში ჩემს გამოსვლაზე, პირადად მე, მსგავსი რამ არ მსმენია. არცერთი ნეგატიური კომენტარი არ მომისმენია და არც მინახავს. პირიქით, ყველამ ძალიან დადებითად აღიქვა ჩემი გამოსვლა და თავად რუსეთშიც ბევრი ამაყობდა ჩემით. ჩემს რუსულ შოუში გამოსვლას, არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა და მადლიერი ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება ხალხმა სწორად მიიღო, დააფასა ჩემი გამოსვლა. ყველასგან იმდენი დადებითი კომენტარი და მოლოცვა მივიღე, ემოციებისგან დაცლილი კი არა, დაღლილი ვარ (იცინის).
– როგორც ვიცი, შოუ თვეების წინ ჩატარდა და მისი შედეგებიც, რასაკვირველია, იცოდი. რამდენი ხანი მალავდი ამ ემოციას, რაც იქ განიცადე?
– ზუსტად ორი თვე მომიწია ემოციების დამალვა და ჩუმად ყოფნა. სხვათა შორის, ეს კარგად გამომდის, რადგან ჯობია ჩუმად იყო, ვიდრე აჟიოტაჟი მოაყოლო იმას, რაც ჯერ არ გამოსულა და ხალხს არ უნახავს. არ ვნანობ, ემოციის ორი თვე დამალვა რომ მომიხდა, რადგან, როცა უცბად – „ბუმ“ და რაღაც სკდება, უფრო დიდი ეფექტი აქვს (იცინის). ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, მგონია, მართლა მე ვარ გამარჯვებული, ოღონდ ფული არ ამიღია, ავიღე მილიონობით ადამიანის სიყვარული და ეს ყველაზე დიდი მოგებაა. ყველამ ნახა, რაც მოხდა შოუში, ბევრმა ადამიანმა მომწერა, აფეთქდა ჩემი სოციალური ქსელი და ესაა დიდი გამარჯვება. ასევე, ისიც, რომ ფინალის დღეს რუსეთში „სონი მიუზიკმა“ გამოუშვა ჩემი ახალი სიმღერა და ჩატებში უკვე 70-ე ადგილზეა. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია და ფულზე გაცილებით მეტია მომღერლის კარიერისთვის. ყოველთვის იმას ვამბობ ნებისმიერ კონკურსსა თუ პროექტში, რომ ყველაზე დიდი გამარჯვებაა ის, თუ როგორ გამოხვალ და როცა შენი გამოსვლა დაფასებულია და შენს თავს ბოლომდე წარმოაჩენ, ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, ესაა შენი გამარჯვება.
– ახლა, ამ შექმნილ სიტუაციაში, როცა ემოციებისა და ენერგიის მოთოკვა და სახლში ყოფნა გიწევს, დრო როგორ გაგყავს?
– მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბევრ მუსიკას ვუსმინო, ბევრი ვიმღერო, ვუყურო ფილმებს და ვიკითხო. ახლა, ამ სიტუაციაში, უფრო მეტ დროს ვუთმობ ჩემს ნათესავებს, საყვარელ ადამიანებს. მაგალითად, ძალიან დიდი ხანია, დეიდაჩემთან და ჩემს დეიდაშვილთან ერთად სადილი არ მიჭამია და ახლა თითქმის ყოველდღე ერთად ვართ – ვერთობით, ვლაპარაკობთ... ახლა ვხვდები, როგორ მენატრებოდნენ, თურმე. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში, ბევრმა დადო თავისი კულინარიული შემოქმედება და ეს არის ის, რასაც იზოლაციამაც ვერ უშველა (იცინის).
– რატომ? არ გეხერხება თუ არ გიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი?
– სახლში საერთოდ არაფერი გამიკეთებია. პირიქით, მიყვარს როცა დედაჩემი ან დეიდაჩემი ჩემს ოთახში მომართმევენ (იცინის). რა ვქნა, სახლში ყოფნამაც კი არ შემაყვარა სამზარეულოში ტრიალი. ასე რომ, ჩემი კულინარიული ნიჭის გამოვლენას, იზოლაციამაც ვერ უშველა. მიჭირს, ყოველდღე სახლიდან რომ არ გავდივარ. რთულია, როცა მიჩვეული ხარ დილიდან საღამომდე გარეთ ყოფნას, თან, ეს ტემპი მოგწონს და უცებ, აღმოჩნდა, რომ სახლში უნდა იჯდე. ძალიან მენატრება ჩემს მანქანაში მუსიკის ბოლო ხმაზე მოსმენა, ცეკვა, ხმამაღლა სიმღერა და სიგიჟე. ჩავისვამდი ჩემს მეგობრებს მანქანაში და დავდიოდით აღმა-დაღმა. ბევრი რამ მენატრება, მაგრამ... რა სისულელეა, მთავარია, ყველანი კარგად და ჯანმრთელად ვიყოთ და ამ ელემენტარულ წესებს აუცილებლად დავიცავ. რაც არ უნდა მთხოვოს მთავრობამ და მათ, ვინც ჩვენზე ზრუნავს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერიოდი გადავიტანოთ კარგად, ადამიანურად და გავუმკლავდეთ. ამაში თითოეულმა ადამიანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, თორემ არაფერი გამოვა. მე ასი პროცენტით ვიცავ იმ მითითებას, რასაც გვეუბნებიან. თუმცა, კიდევ ვამბობ, ენერგიას რომ ვერ ვხარჯავ, ჩემთვის ეს ძალიან რთულია. თუ არ ვხარჯე, ცუდად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვხარჯავდი ენერგიას, მაინც იმის შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცას არ ვაკეთებდი და კიდევ მეტი მინდოდა. ახლა, ვცდილობ, სახლში ცეკვით, სიმღერითა და ვარჯიშით ვხარჯო მოზღვავებული ენერგია. ხოლო ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, ჩემს კარიერაში ეს მეორე აფეთქება იქნება, რადგან ბევრი რამ დამიგროვდა და სულ სხვანაირი გეგმები მაქვს.

скачать dle 11.3