კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რომელი ვიდეოს გამოქვეყნებას უპირებდნენ მეგობრები ზურაბ მანჯავიძეს და რა გარისკა მან

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

„დარჩი სახლში“ კამპანიის ფარგლებში, მომღერალმა ზურაბ მანჯავიძემ, ამ რთულ და სტრესულ მდგომარეობაში, ხალხის გახალისება გადაწყვიტა და კორონავირუსთან დაკავშირებით სახალისო ვიდეოები საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ატვირთა. „ონლაინში მოვილხინოთ, სხვა რა დაგვრჩა ამის მეტი“, „თუ კი სულ ყველა სახლში დავრჩებით, შენც გადარჩები, მეც გადავრჩები“... ეს და სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზები საზოგადოებამ უცებ აიტაცა და სიმღერები ნამდვილ ინტერნეტ-ჰიტებად იქცა.
– ბატონო ზურა, ეს სიმღერები ექსპრომტად დაწერეთ?
– სულ თავიდან სიმღერა ჩემი მეგობრების გასამხიარულებლად მოვიფიქრე. შერეკილებში რომ არის ფრაზა, „კარანტინია, კარანტინი“, ეს ამეკვიატა და ჩემთვის წავიმღერე: „კარანტინია, კარანტინია“. მერე ტექსტი დავწერე და კარგად ჩაჯდა ავთო შარვაძის სიმღერაში – „შემოდგომაა, შემოდგომაა“. დასრულებული ვერსია მეგობრების ჯგუფში გავგზავნე და რომ მოუსმინეს, გადაირივნენ. მეხვეწებოდნენ, „ფეისბუქზე“ დამედო, თორემ თავად გამოაქვეყნებდნენ. მეც გავრისკე და ავტვირთე. ისეთი ამბავი ატყდა, საერთოდ რომ არ ველოდებოდი. მოეწონათ, კომენტარებში მიწერდნენ: „მიდი, კიდევ გვიმღერე“ და ასე შემდეგ. მეც შემიჩნდა „ჭია“ და დავწერე კიდევ ერთი ტექსტი. ძველი ქართული სიმღერების პოპურის მუსიკას მოვარგე, რომელიც ყველამ იცის. რაც მთავარია, დამთარებული მქონდა ჩაწერა, რომ უცებ მომივიდა ერთი სტროფის იდეა, რომელიც ყველაზე მეტად გახდა პოპულარული: „შენ, ჩინელო, რას მერჩოდი“. ამ სტროფის გამო, სიმღერა სულ თავიდან ჩავწერე. მოკლედ, საოცრებები მოხდა, იმერ და ამიერ საქართველომ, ყველამ ნახა (იცინის).
– საქართველოს საზღვრებსაც გასცდა და ქართველმა ემიგრანტებმა ხმებშიც კი გაშალეს.
– ეგ, საერთოდ, შოკი იყო, ჯერ ფიზიკურადაც არ ვიცოდი, თუ შესაძლებელი იყო მსგავსი რამ. გულწრფელად, ძალიან გამიხარდა, გავაზიარე კიდეც ჩემი „ფეისბუქის“ გვერდზე. თან, საერთოდ არ ვიცნობ იმ ხალხს. დიდი სიყვარულით ვუხდი მათ მადლობას.
– ამ სტრესულ მდგომარეობაში ნამდვილად გამოგივიდათ საზოგადოების გამხიარულება.
– კი. მგონი, მართლა გამოვიდა. მე თვითონაც ვიმხიარულე წერის პროცესში და ეტყობა, ეს განწყობაც გადამდებია.
– პირადად თუ გწერდათ მსმენელი?
– საოცრად ბევრი წერილი მომივიდა და მრცხევნოდა კიდეც – ზოგი სპამებში იყო გადატანილი და შემთხვევით მივაგენი. შეძლებისდაგვარად, ყველას მადლობა გადავუხადე. უამრავი მეგობრობის თხოვნა მომივიდა, მაგრამ უკვე ვეღარავის ვიმატებ – ლიმიტი ბოლომდე შეივსო.
– სიმღერაში შეცვლილ გეგმებზე საუბრობთ. რა გეგმები შეგიცვალათ კორონავირუსმა?
– შეცვლილს ვეღარ ვიტყვი, უფრო ჩაშლილ გეგმებზე თუ ვისაუბრებ (იცინის). თავიდან მეგონა, შეიცვლა, მაგრამ საბოლოოდ – ჩაიშალა. აწი კიდევ რა მოხდება, კაცმა არ იცის. სამწუხაროდ, ბევრი გეგმა ჩაიშალა, არა მხოლოდ ჩემი, არამედ უამრავი ადამიანის, მაგრამ რას ვიზამთ, ხან ისე იქნება, ხან ასე. მთავარია, ყველაფერს ხალისით და იუმორით შევხედოთ. ოპტიმიზმით უნდა ვიყოთ სავსე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ერთგვარი გამოცდაა. კიდევ ერთხელ მოხდა ადამიანების ლუსტრაცია. ცუდი ადამიანები უფრო ცუდი სახით გამოჩნდნენ და კარგები – უკეთესით. დედამიწამაც დაისვენა ცოტა. ბევრი დადებითი რამ მოხდა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში.
– საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა დიდია და კიდევ ხომ არ მუშაობთ ახალ სიმღერაზე?
– რა ვიცი, მუზა თავისით უნდა მომივიდეს, ნაკლებად სასაცილო და იმაზე ცუდი არ უნდა გამოვიდეს, ბოლოს რაც დავდე, თორემ მსმენელი არ მაპატიებს (იცინის). უნდა გავაუმჯობესო და ვნახოთ. ისე, ბევრად საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, უფრო მასშტაბურზე, ოღონდ ეს ცოტა სერიოზული ამბავია. ჯერ არ გავახმაურებ, იდეა უკვე დახვეწილია და ახლა ტექნიკურ მხარეზე მიწევს მუშაობა. მომავალში ვნახავთ, რამდენად კარგად გამომივა.
– ანუ, საგანგებო მდგომარეობასა და კარანტინის დროსაც არ წყევტთ მუშაობას.
– კი. და უფრო მეტიც, ახლა უკვე გარეთ გასვლის შესაძლებლობაც კი მომეცა. „წითელი ჯვრის“ გუნდში გავერთიანდი მოხალისედ და შეჭირვებულ მოხუცებს ვეხმარებით – პროდუქტებს ვურიგებთ. ჩვენ გადამზადებაც გვქონდა, ტრენინგები ჩაგვიტარეს ამ საქმესთან დაკავშირებით, ხელთათმანისა და პირბადის ხმარების წესიც კი გვასწავლეს. იმდენად კარგად არის დაცული უსაფრთხოების ზომები, რომ რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. სახლში არ შევდივართ, ბინასთან ვუდებთ პროდუქტებს, უშუალო კონტაქტი არ გვაქვს და ორმეტრიან დისტანციასაც ვიცავთ.

скачать dle 11.3