კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რუსუდან ბოლქვაძე: ეჭვიანი ვარ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: რუსუდანი.
გვარი: ბოლქვაძე.
პროფესია: მსახიობი, რეჟისორი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– მე და ჩემი ძმა სკოლიდან ბებია-ბაბუსასთან ავდიოდით ხოლმე, იქ ვმეცადინეობდით, ვერთობოდით, საღამოს დედა გამოგვივლიდა სამსახურიდან და სახლში მივდიოდით. ბაბუა ძალიან საინტერესო კაცი იყო, კარგად ხატავდა. მეგობრობდა მიხეილ მამულაშვილთან, რომელიც მცხეთაში ცხოვრობდა და საოცარი ბაღი ჰქონდა. მაშინ ეს ბაღი საკმაოდ ცნობილი იყო თავისი მრავალფეროვანი, განსხვავებული მცენარეებით... მამულაშვილი ბაბუას ხშირად უგზავნიდა სოცარ წერილებს, სადაც გამხმარი ყვავილები იყო ჩაკრული. ულამაზესი იყო თითოეული მათგანი. საკმაოდ ხშირი მიწერ-მოწერა ჰქონდათ, მაგრამ არ მახსოვს, რომელიმე წერილის კომპოზიცია ან ყვავილი გამეორებულიყო. მახსოვს, ერთი წერილი ასე იწყებოდა: „შალიკო, ჩემი სულის კლიტე...“ და მერე იყო ოჯახის წევრების მოკითხვა, რა თქმა უნდა, ჩვენი, შვილიშვილებისაც. ბაბუამ შემოგვთავაზა, ჩვენც გვეცადა მსგავსი ბარათის შექმნა. ნათლად მახსოვს, როგორ მოვაგროვეთ ყვავილები, ფოთლები, გავახმეთ, დავაკარით ბარათს და ასეთი სახით გავუგზავნეთ წერილი პაპა მიშას.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– დიდმა სურვილმა. ყველა ბავშვს უყვარს თამაში. მე ეს სიყვარული დიდობაში გამყვა და გადამივიდა უზარმაზარ სურვილში – ვყოფილიყავი მსახიობი. მამა და დედა, მიუხედავად იმისა, რომ თავად დიდად არ მოსწონდათ ჩემი არჩევანი, გვერდში დამიდგნენ და მათი ეს მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
– პროფესიული ჩვევა...
– სხვისი ამბავი, ან წაკითხული, ან გაგონილი, წარმოსახვაში ჩემს თავზე გადამაქვს ხოლმე. წარმოვიდგენ, მაგალითად, როგორ მოვიქცეოდი ან როგორ შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო ესა თუ ის ამბავი. ვცდილობ, დავიმახსოვრო ან განვაზოგადო და გარედან შევხედო ჩემს თავს.
– მშობლების როლი...
– ვიყავი დიდი სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის შემყურე. მათი ურთიერთობა ჩემთვის იყო მაგალითი – როგორი უნდა იყოს ოჯახი. ვახშამზე მთელი ოჯახი აუცილებლად ერთად ვიკრიბებოდით მაგიდასთან: ბებია, ბაბუა, დედა, მამა, ძმა და მე. მადლობელი ვარ მათი ბევრი რამის გამო. ბავშვობა არის ცხოვრების რეპეტიცია, გამოცდილების შეძენა. მიუხედავად დატვირთული სამსახურისა, მამა ყოველთვის ახერხებდა ჩვენთვის დროის გამონახავას და ყოველი შაბათ-კვირა იყო ჩვენი. თავად ყოფილი ალპინისტი გახლდათ და მთაში სიარულს გვასწავლიდა, ბევრს ვმოგზაურობდით და ასე შემდეგ...
– მეშინია...
– დღევანდელმა სიტუაციამ აქცენტები გადაანაცვლა, ბევრი რამ, რაც მნიშვნელოვანი გვეგონა, აღმოჩნდა, რომ სულ უმნიშვნელოა. შესაბამისად, მთავარი საკითხები წამოვიდა წინა პლანზე. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად უიმედობის მეშინია. ამ შიშს კი, სწორედ, იმედითა და სიყვარულით უნდა ვებრძოლოთ.
– ცოდვა – ეს არის...
– სწორედ უიმედობაა ცოდვა, რადგან იმედი არის ღმერთი. უიმედობა და ამპარტავნება ყველაზე დიდი ცოდვაა. ამპარტავნებისგან მოდის მერე სხვა დანარჩენი ცუდი, რაც ადამიანს შეიძლება, დაემართოს.
– მწამს...
– ღმერთისა და სიყვარულის.
– მაღიზიანებს...
– უპასუხისმგებლობა.
– სიზმრების გჯერათ?
– რომ ვთქვა, სიზმრების მჯერა-მეთქი, არა. თუმცა, ყოფილა სიზმარი, რომელსაც ჰქონია გამაფრთხილებელი მინიშნება. დამსიზმრებია რაღაც, რომლის შეგრძნებებიც ცხადში გამომყოლია და გამართლებულა კიდეც. სიზმარს ზოგჯერ ანგარიშს ვუწევ, მაგრამ მასზე დამოკიდებული არ ვარ. უფრო მაინტერესებს, ვიდრე მჯერა.
– ის, რაც უპატიებელია...
– ალბათ, ღალატი. პატიება ყველაფრის შეიძლება. თუ ადამიანი, რომელმაც გული გატკინა, პატიებას გთხოვს, აუცილებლად უნდა აპატიო.
შეიძლება, არც გთხოვოს პატიება, მაგრამ, შენ შინაგანად უნდა აპატიო, რადგან ეს თავად გჭირდება, რომ შემსუბუქდე. როცა რაღაცას არ პატიობ, სულ გულში გაქვს, გღრღნის და გჭამს შიგნიდან. ამიტომ, რაც უნდა ეგოისტური ნათქვამი იყოს, შენი თავისთვის უნდა მიუტევო, მაგრამ, არ დაივიწყო, გახსოვდეს, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება.
– დრო და სიყვარული...
– სიყვარულს ყოველთვის აქვს კონკრეტული მისამართი, შესაბამისად, მეტ-ნაკლები სიძლიერისა – გააჩნია ვინ გიყვარს. ამის ფორმულა, მგონი, არ არსებობს. სიყვარულის უნარი არის ადამიანში, როგორც ენერგიის მარაგი. ამ მარაგს რომელი მიმართულებით გაუშვებ და რა დოზით, თავად განსაზღვრავ. სიყვარულის უნარი შენშია, როგორ „დახარჯავ“ მას და გასცემ, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული.
– შეგშურებიათ?
– კი, როგორ არა, ოღონდ გააჩნია დოზას. ისე ნამდვილად არ შემშურებია, რომ ამას ხასიათი გაეფუჭებინა ან რაიმე მომემოქმედებინა. როცა შემშურებია, ჩემ თავთან ვყოფილვარ გულახდილი და მითქვამს, რომ ეს არ იყო სწორი.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– სურვილი მქონია, მაგრამ ვერ მომიხერხებია. ძალიან მდომებია, გეგმებიც დამიწყვია, მაგრამ არ შემისრულებია, საკუთარი თავისთვის მიჯობნია. ადამიანმა საკუთარი თავი უნდა აღზარდოს. თუმცა, სიკეთესა და სიყვარულში აუცილებლად უნდა გადაუხადო სამაგიერო.
– ეჭვიანი ხართ?
– კი, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს ურთიერთობებში. როგორც ყველაფერში, აქაც მნიშვნელოვანია ზომა. როგორც ვირუსები და ბაქტერიებია ყველა ადამიანის ორგანიზმში, ასევე თითოეული ჩვენგანის სულში დევს: ეჭვიანობა, შური, სიკეთე, სიყვარული... შენ რას განავითარებ და გააკეთებ, აი, ეგაა მნიშვნელოვანი.
– როდის ტირით?
– ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მტირალა გავხდი, გული მიჩუყდება ხოლმე. ცრემლი ხომ შეიძლება, სიყვარულისა და სიხარულისაც იყოს.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, როცა საჭიროა და როცა ვთვლი, რომ შემეშალა, არ მიჭირს. არ მაქვს ამის პრობლემა. თუ ვიცი, დავაშავე და ვიღაცას რაღაცა ვავნე, აუცილებლად ვიხდი ბოდიშს. ბოდიში წამალია.
– ვერიდები...
– ჭუჭყს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. პირდაპირი გაგებით დაიბან და გასუფთავდები, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით – „ჭუჭყიან“ გარემოს უნდა მოერიდო.
– ვიტყუები, როცა...
– ძალიან ხშირად მითქვამს ტყუილი, როცა ვიცი, რომ სიმართლემ ადამიანს შეიძლება, ავნოს.
– ვნანობ...
– მგონია, რომ ბევრი დრო მაქვს დაკარგული. შემეძლო, უფრო მეტი გამეკეთებია, თუნდაც, ჩემს პროფესიაში. გაცილებით მეტ ადამიანს მოვფერებოდი და სითბო გამომეხატა მათ მიმართ.
– საკუთარ თავში არ მომწონს...
– ზოგჯერ „ვამუხრუჭებ“ ხოლმე ჩემს თავს, ვიცი, რომ რაღაც უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვაკეთებ, რატომ – არ ვიცი. ვერ დავარქვი სახელი, რატომ მაქვს ეს „მუხრუჭები“ და ამიტომაც ვერ ვშველი.
– უფლის ჩემეული აღქმა...
– უფალი არის ყველგან და ყველაფერში, ის ძალიან დიდია და ამ დროს შეიძლება, პატარა რამეშიც ჩაეტიოს. ნაპერწკალივით შეიძლება, იყოს, უცებ, რომ გაგიელვებს. დროისა და სივრცის მიღმაა. ძალიან ბევრჯერ ცხადად მიგრძნია მისი მხარდაჭერა. ადამიანში ღმერთი არის იმდენი, რამდენიც შეუძლია, ატაროს.
– რისთვის იბადება ადამიანი?
– სიყვარულისთვის. მიიღოს ის სიყვარული, რასაც სამყარო აძლევს და გაამრავლოს, ბოლოს კი თავად სამყაროს დაუბრუნოს უკან. ბიბლიური იგავი მახსენდება „ტალანტებზე“. ტალანტი ფულის ერთეული იყო, ანუ, ნიჭი. სიცოცხლე ნიჭია, რომელიც თითოეულ ადამიანს აქვს მინიჭებული. ამ სიცოცხლეს როგორ გამოიყენებ, შენზეა დამოკიდებული და სწორედ ამის მიხედვით მოგეცემა ყველაფერი. იბადები იმისთვის, რომ ეს „ტალანტი“ ერთი ათად აქციო, მერე ასად და საბოლოოდ, ისევ შეუერთდე იმ უზარმაზარ ენერგიას, რომელსაც გამოეყავი, როცა ადამიანად იქეცი.
– რას ეძებთ?
– ადამიანი მაშინ მიდის ამქვეყნიდან, როცა იპოვის. ცხოვრება სულ ძებნაა...
– კმაყოფილი ხართ?
– უფრო მადლობელი.

скачать dle 11.3