კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 სოფო ჭოხონელიძეს მეუღლემ მსახიობობა აუკრძალა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობია, სტუდენტობის შემდეგ როლის მორგება პირველად ახლა, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მოუწია.
  სოფო ჭოხონელიძე: სანამ სერიალზე დავიწყებთ საუბარს, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და აუცილებლად დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. გარდა ამისა, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხარო, ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სფეროს თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ასე თავდადებით ცდილობენ ჩვენს დაცვას.
რაც შეეხება სერიალს, მისი ქასთინგმენეჯერი – ეკა მჟავანაძე და მე, ერთ პერიოდში ვსწავლობდით თეატრალურში. რამდენიმე წლის წინ, ჩემი შვილი ანდრო გადაიღეს „ჩემი ცოლის დაქალებში“ ლუკას როლზე (ტასოს მეგობარი ბავშვთა სახლიდან) და მაშინ კიდევ ერთხელ შევხვდი ეკას. რაღაც დრო რომ გავიდა, დამირეკა და მეც დამიძახა სერიალში. პირველად უარი ვთქვი. ვერ წარმომედგინა ამ სფეროში დაბრუნება.
– რატომ, პროფესიით ხომ მსახიობი ხართ?
– კი, მაგრამ თეატრალურის დამთავრების შემდეგ აღარ „მიმსახიობია“. მეოთხე კურსის ბოლოს გავთხოვდი, ჩემს ჯგუფელს – დათო ჯაფარიძეს გავყევი ცოლად. როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ, დათომ მითხრა: სოფო, რა ვქნა, არ შემიძლია მსახიობი ცოლი და როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემაო? მე ვუპასუხე, რომ ეს არ იყო პრობლემა და რომ არც მე მინდოდა მსახიობი ქმარი. ორივე დავემშვიდობეთ ამ პროფესიას და ოჯახი შევქმენით. არასდროს მინანია ჩემი გადაწყვეტილება, მადლობაც კი ვუთხარი დათოს ამისთვის. ადრე თუ გვიან თვითონაც გადავდგამდი ამ ნაბიჯს. მეორე კურსზეც ვაპირებდი ამ პროფესიისთვის თავის დანებებას, რადგან ჩემად ვერ ვგრძნობდი. ამიტომ ადვილად დავთმე.
– მერე როგორ დაგითანხმათ ეკა მჟავანაძემ?
– თავიდან უარი ვთქვი, მაგრამ მეორედ რომ შემომთავაზა, მივედი და იქიდან რომ წამოვედი, ჩემი თავის მიკვირდა, ვფიქრობდი, ეს ვინ ყოფილა, როგორ დამითანხმა-მეთქი (იცინის). იმდენად ვინერვიულე, ცოტა შევაწუხე ჩემი ოჯახი. შვილები და მეუღლე მაწყნარებდნენ. ქმარმა მითხრა, ძალიან კარგი, რატომაც არაო. პირველ გადაღებაზე ისეთ ემოციებში ვიყავი, ტექსტი მავიწყდებოდა და ბოდიშებს ვიხდიდი. უცხო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ სერიალზე ძალიან კარგი გადამღები ჯგუფი მუშაობს და საოცრად დამეხმარნენ. ყოველი სერიის წინ, საშინლად ვნერვიულობ.
– არაა კარგი ქალი თქვენი პერსონაჟი.
– საშინელი პერსონაჟია. მისი, ელვირისა და მათნაირების დანახვა, ალბათ, საჭიროა ეკრანზე, რადგან რეალურ ცხოვრებაში ასეთები არ ჩანან და ჩვენ მხოლოდ მათ ნამოქმედარს ვხედავთ. ჩემი ტექსტი რომ წავიკითხე, სადაც ტოტოს ვეუბნები: შენზე გავიგე, ჩინეთიდან იწერ „ლაიქებსო“, შოკში ჩავვარდი, ეს რას ნიშნავს-მეთქი? წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ასეთი რამეები ხდებოდა. რადგან ასეთი ადამიანები მალულად საქმიანობენ, კარგია,
რომ სერიალის მეშვეობით მაინც, შეგვიძლია, ვნახოთ, როგორია მათი ქმედებები. შინაგანად მოთხოვნილება მაქვს, ბოლოს ეს ქალი კარგი აღმოჩნდეს. თუმცა, ახლა თუ ამაზრზენი და აუტანელი ვჩანვარ, ესე იგი, გამოვიდა ის, რაც საჭიროა. თუ ხალხს ვაღიზიანებ, ეს კარგია, ასეთი ადამიანები უნდა დავგმოთ და ამიტომ.
– ცალსახად უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ თუ პოულობთ მაინც მასთან რამე საერთოს?
– არა მგონია, თუმცა რაღაცას ყოველთვის დაიჭერს ადამიანი. ჩემმა დამ, თამრიკომ თქვა, პრინციპულობა და სიმკაცრე დავინახე საერთო სოფიკოსა და ფატმანს შორისო. თუმცა, ამ ქალის სიმკაცრეც გამაღიზიანებელია. ცოტა მეშინია, შემდეგში როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან დიდი სიბინძურის თამაში ნამდვილად არ მომინდება. თუმცა, ამ ეტაპზე, უარყოფითი როლის განსახიერება ნამდვილად საინტერესოა.
– იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობის პროფესიაზე უარის თქმა არ გაგიჭირდათ, საინტერესოა, თავიდან რატომ აირჩიეთ ეს გზა?
– ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე. ძალიან პატარა ასაკში ვითამაშე კონკიას როლი სკოლის სცენაზე საკონკურსოდ და გავიმარჯვეთ. ეტყობა, სცენის მტვერი ჩავყლაპე და მას შემდეგ სულ მსახიობობა მინდოდა (იცინის). სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. მაგრამ მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ამაზე ოცნებაც კი ამიკრძალა. თუმცა ხასიათი ყოველთვის პრინციპული მქონდა, რასაც გადავწყვეტდი, იმას აუცილებლად გავაკეთებდი, ვერავინ მერეოდა (იცინის). თამრიკოს შემდეგ განსაკუთრებით უჭირდათ ჩემს მშობლებს ამასთან შეგუება. იმიტომ, რომ ისიც და ჩვენი მესამე და – თინიკოც ძალიან მორჩილები იყვნენ. მოკლედ, ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე. პირველ წელს საერთოდ არ ჩავაბარე და მეორე წელს გამოვაცხადე: სამსახიობოს გარდა, არსად ვისწავლი-მეთქი და მამაც მიხვდა, რომ ჩემთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა (იცინის). წარმატებით ჩავაბარე, მაგრამ მალე გავაცნობიერე, რომ ეს პროფესია აღარ მომწონდა. საკურსო გიზო ჟორდანიასთან მქონდა, იმ სპექტაკლში მოხუცი ქალის როლი ვითამაშე. კარგი გამოვიდა და მახსოვს, რომ მაშინ ჩემ გარშემო ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ვფიქრობ, ეს იმან გამოიწვია, რომ ახალგაზრდა გოგო თამაშობდა მოხუცი ქალის როლს, თორემ ყველა იმდენად კარგი იყო, ჩემ თავს ნამდვილად ვერ გამოვყოფ.
– ვერც ამ აჟიოტაჟმა გაცდუნათ?
– მოვიხიბლე, მაგრამ მეყო (იცინის). რამდენიმე წლის წინ, რაღაც შემოთავაზება მქონდა სცენაზე, მაგრამ უარი ვთქვი. იმდენად სასიამოვნოა, დღესაც რომ კარგად იხსენებენ წარსულში ჩემს ნათამაშებ როლს, რომ იმ შთაბეჭდილების გაფუჭება არ მინდოდა. მაგრამ ახლა რამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, მართლა არ ვიცი და ყოველ გამოჩენაზე ვფიქრობ: ღმერთო, ოღონდ ახლა არ შევრცხვე (იცინის).
– რაც შეეხება სიმღერას, თქვენი ოჯახისა და დები ჭოხონელიძეების განუყოფელი ნაწილია...
– ჩემი ორივე მშობელი მუსიკოსია, მამა იყო და დედა არის. შეეძინათ თამრიკო, რომელიც თვეების იყო, მელოდიას რომ ზუსტად ღიღინებდა. ორი წლის მშობლებთან ერთად მღეროდა და ძალიან შეხმატკბილებული ოჯახი ჰქონდათ. მერე გავჩნდი მე, რომელიც სმენისგან ძალიან შორის ვიყავი (იცინის). მამა დედას ეუბნებოდა ხოლმე, რა დავაშავეთ, ეს ბავშვი ასეთი უსმენო რატომ გამოგვივიდაო?! (იცინის) თურმე, თამრიკოს ძალიან ვეცოდებოდი, თვითონაც პატარა იყო, ჩვენს შორის სულ ოთხი წელია განსხვავება, მაგრამ დამსვამდა და მამეცადინებდა. ცდილობდა, ავემღერებინე და მართლაც, ერთ მშვენიერ დღეს, ოჯახურ წვეულებაზე, თამრიკომ გამოაცხადა, ახლა ჩვენ შეგისრულებთ სიმღერასო და ყველა გაოგნებული, დედ-მამა კი განსაკუთრებით გახარებული გვისმენდა, რომ როგორც იქნა, სოფიკოსაც გამოუმუშავდა სმენა. რაც ნამდვილად თამრიკოს დამსახურებაა. მერე ძალიან შემიყვარდა სიმღერა. ბევრს ვმღეროდით ერთად. ხშირად ფილმებისთვის ვმღეროდით სიმღერებს და ეს პროცესი ძალიან მომწონდა. ამასობაში ჩვენი მესამე და – თინიკო წამოიზარდა. მას პატარაობიდანვე მშვენიერი სმენა ჰქონდა. მაგრამ სიმღერა დიდად არ უყვარდა, ცეკვაზე გიჟდებოდა. თუმცა თამრიკომ მასაც შეაყვარა სიმღერა. მალე სამ ხმაში ავმღერდით და ასე შეიქმნა ტრიო „დები ჭოხონელიძეები“. იმ პერიოდში არცერთი გადაცემა და კონცერტი უჩვენოდ არ ტარდებოდა. თუმცა, მაშინაც და დღესაც, ჩემთვის სცენაზე თითოეული გასვლა, არანორმალურ ნერვიულობას უკავშირდება. მსახიობობა ჩემი არ აღმოჩნდა, მაგრამ სიმღერა ნამდვილად ჩემია. ეს საქმე ძალიან მიყვარს.
– არ გქონიათ სურვილი, თქვენც იმდენად ახლოს მისულიყავით თითოეულ ქართველთან თქვენი შემოქმედებით, როგორც თქვენი და თამრიკო, ცნობადობა და საზოგადოების სიყვარული რომ იმავე დოზით გქონოდათ?
– იყო მომენტები, როცა ალბომის გაკეთებას მთავაზობდნენ, მაგრამ არ მოვინდომე და შემდეგ, ისევ ჩვენ – დებმა ჩავწერეთ ერთად. არ ვიცი, რატომ. შეიძლება, ვფიქრობდი, რომ ამ სფეროში თამრიკოზე მეტს ვერ გავაკეთებდი. მე უფრო ჩაწერა მიყვარდა, ვიდრე გამოჩენა. ეტყობა ასეთია ჩემი ნატურა. თუმცა, შეიძლება, ეს ერთგვარი კომპლექსია. როდესაც ოჯახში ასეთი პროფესიონალი გყავს, იმის ფონზე გაცილებით ძნელია, იმავე სფეროში წარმატების მიღწევა. არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, თამრიკოს დონის ან მით უმეტეს, მასზე მეტი ვყოფილიყავი. ალბათ, ამიტომ მერჩივნა, ჩემთვის მემღერა და ამით ძალიან დიდი სიამოვნება მიმეღო.
– ახლა სამივე ერთად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით.
– ძალიან დიდი კომფორტია დებთან ერთად მუშაობა, თუმცა, ჩვენს სტუდიაში ჩვენ გარდა კიდევ ბევრი თანამშრომელია. აქ ერთი დიდი ოჯახი გვაქვს. დედა, რომელიც 78 წლისაა, ჩვენთან ერთად მუშაობს. ამ ყველაფრის ორგანიზატორი თინიკო იყო, ჩვენ მხარში დავუდექით. მე თავიდან ამაზეც უარი ვთქვი. იმდენად ვიყავი მიჩვეული სახლში ჯდომას, ვერ წარმომედგინა ასეთი სიახლე და განსხვავებული რეჟიმი. მაგრამ თინიკომ ორივე „ჩაგვითრია“. დღეს არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს და სიამოვნებაა მათთან ერთად მუშაობა, თუმცა ადვილი ნამდვილად არ არის.
– როცა პროფესიაზე უარი თქვით, ალბათ, ბუნებრივად, თქვენს ცხოვრებაში წამყვანი ადგილი ოჯახმა დაიკავა.
– არ მინანია ეს გადაწყვეტილება. პირველ წლებში, სპექტაკლებს რომ ვუყურებდი, თვალზე ცრემლი მადგებოდა ხოლმე, მაგრამ მერე იმდენად გავერთე ოჯახურ ცხოვრებაში, შვილი რომ შემეძინა ხომ, საერთოდ, აბსოლუტურად ახალი ინტერესები გამიჩნდა და წარსულისადმი ნოსტალგიას არასდროს შევუწუხებივარ. ორი შვილი მყავს, უფროსი გოგონაა – კატო და უმცროსი კი – ბიჭი. ოჯახური ცხოვრება, მეუღლესთან და ბავშვებთან ურთიერთობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ამას მსახიობობა ნამდვილად ვერ შეედრებოდა.

скачать dle 11.3