კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 სერიული მკვლელი მიხეილ მესხს საშინელი შურისძიებით ემუქრებოდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მუქარის წერილი
1961 წლის 30 მარტს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა საწვრთნელი ბაზის კარზე დარაჯმა ჭიკარტით მიკრული კონვერტი აღმოაჩინა, რომელშიც წერილი იდო და კუთხური ასოებით ქართულ ენაზე ეწერა: „მიხეილ მესხს“. წერილი ადრესატს მიუტანეს, რომელშიც ეწერა: „მესხო, ელოდე სიკვდილს! სულ მალე ისე გაგიხვრიტავ შუბლს, როგორც შენი „ვოლგის“ პაკრიშკები გავხვრიტე“. მიხეილ მესხმა წერილი გვერდზე მიაგდო და ხელი ჩაიქნია, რადგან ხუმრობად ჩათვალა. თუმცა, „დინამოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ამ მუქარაზე სერიოზული რეაგირება მოახდინა და ბაზაზე მილიცია გამოიძახა. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ დიღმის საწვრთნელ ბაზას უამრავი მაღალჩინოსანი მილიციელი მიაწყდა. ამ კოჰორტას კი სათავეში იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალ-მაიორი ივანე ღარიბაშვილი ედგა. თბილისის „დინამო“ ერის სიამაყე იყო, მიხეილ მესხი კი – საყოველთაო კერპი და მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა კი – ერის ღალატი. სწორედ ასე აღიქმებოდა ეს მუქარის წერილი და ღარიბაშვილიც ამიტომ მივიდა ბაზაზე. მუქარის წერილი ექსპერტიზაზე წაიღეს. თავად მიხეილ მესხს კი საგულდაგულოდ გამოჰკითხეს ყველაფერი და მან დაადასტურა, რომ წინა დღით მისი ავტომობილის ოთხივე საბურავი დახვრეტილი დახვდა და ოთხივე გამოცვალა... გამომძიებლებმა მესხის ავტომობილი და დახვრეტილი საბურავებიც შეამოწმეს და ინტენსიური გამოძიება დაიწყეს, თუმცა შედეგი ნულის ტოლი იყო...
სამი წლის შემდეგ
1964 წლის 12 იანვარს რუსეთის ფედერაციაში შემავალ, თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში, რკინიგზის სადგურზე 26 წლის ვლადიმერ მიხეილის ძე იონესიანი დააპატიმრეს, რომელიც 5 მკვლელობისთვის იძებნებოდა. მილიციელებმა ის პირდაპირ სარკინიგზო ბაქანზე აიყვანეს. იონესიანი თბილისელი იყო. ეროვნებით სომეხი და 1963 წლიდან მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა საყვარელთან, ოლეფტინა დიმიტრიევასთან ერთად. იონესიანი მომღერალი იყო და თბილისის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული ვოკალის განხრით. ჰყავდა მეუღლე და ვაჟი, რომლებიც დიმიტრიევას გამო მიატოვა. ოლეფტინა პროფესიით ბალერინა იყო. მასთან რომანი იონესიანმა ქალაქ ორენბურგში დაიწყო. დიმიტრიევა ორენბურგის საოპერო თეატრის რიგითი ბალერინა იყო. იონესიანი კი – ოპერის თეატრის მომღერალი. იონესიანმა ქალი აიძულა, ქმარი მიეტოვებინა და თავადაც მიატოვა ცოლ-შვილი. ამის შემდეგ კი საყვარლები მოსკოვში გაემგზავრნენ და ბინა იქირავეს. იონესიანმა დიმიტრიევა მოატყუა, თითქოს „კაგებეს“ საიდუმლო აგენტი იყო, „საფარქვეშ“ მუშაობდა და ეს საფარი კი, სწორედ, საოპერო მომღერლობა იყო. იონესიანი ქალს შეჰპირდა, რომ ფართო ნაცნობობა ჰყავდა და მათი მეშვეობით „დიდი თეატრის“ პრიმა ბალერინად გადააქცევდა. ასევე, უთხრა, რომ საიდუმლო დავალებების შესასრულებლად მივლინებებში მოგზაურობა მოუწევდა. სინამდვილეში კი, უმუშევარ და უსახსროდ დარჩენილ იოანესიანს გადაწყვეტილი ჰქონდა, ძარცვით ეშოვა ფული და მივლინებებიც ამიტომ მოიგონა. იონესიანს მოფიქრებული ჰქონდა სქემა – ის მოსკოველთა ბინებში მიდიოდა და „მოსგაზის“ წარმომადგენლად აცნობდა თავს, რის მერეც კარს უღებდნენ. ბინაში შესული იონესიანი კი ჩანთიდან ალესილი ნაჯახს იღებდა და სახლში მყოფს სასტიკად, მრავალჯერადი დარტყმით, მანიაკურად კლავდა. შემდეგ სახლს ჩხრეკდა, ფულს, ძვირფასეულობას და შერჩეულ ნივთებს იღებდა და უჩინარდებოდა. 1963 წლის 20 დეკემბრიდან 1964 წლის 8 იანვრამდე მან 6 დანაშაული ჩაიდინა და 5 ადამიანი სადისტურად დაჩეხა, ერთი კი სასწაულებრივად გადარჩა. სამი არასრული კვირის განმავლობაში მოსკოვი შიშმა მოიცვა და ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდა და არც ბინის კარს უღებდნენ ვინმეს. ბოლო დანაშაულის მერე შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციელებმა დაადგინეს, რომ მანიაკი იქ ავტომობილით მივიდა და ნომერიც გაიგეს. მძღოლი მოძებნეს და მან მისამართი დაასახელა, სადაც კავკასიური გარეგნობის მამაკაცი მიიყვანა, რომელსაც ტელევიზორი მიჰქონდა... ოპერმუშაკებმა დაადგინეს ბინა, სადაც ბოროტმოქმედი ქირით ცხოვრობდა, მაგრამ ბინაში ოლეფტინა დიმიტრიევა დახვდათ და მან უთხრა მილიციელებს, რომ იონესიანი „კაგებეს“ საიდუმლო აგენტი იყო და მივლინებით ყაზანში იმყოფებოდა. ოპერმუშაკებმა ბინაში მკვლელობის ადგილიდან წამოღებული ტელევიზორი და სხვა ნივთებიც აღმოაჩინეს... ყაზანში მივლინებულმა სპეცჯგუფებმა კი სერიული მკვლელი დააპატიმრეს და მოსკოვში ჩაიყვანეს.
სერიული მკვლელის ისტორია
ვლადიმერ იონესიანი პირველ საბჭოთა სერიულ მკვლელადაა მიჩნეული. სწორედ, ამ 5 სასტიკი მკვლელობის ჩამდენი იონესიანი ემუქრებოდა მიხეილ მესხს სასტიკი მკვლელობით და მანვე გაუხვრიტა დიდ ქართველ ფეხბურთელს „ვოლგის“ საბურავები. იონესიანმა ეს ფაქტი დაკითხვაზე აღიარა და ასე ახსნა: „მამაჩემი 1960 წელს დააპატიმრეს და ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, უარყოფითი გავლენა მოახდინა. სწორედ ამან გამიმრუდა ფსიქიკა და მკვლელი გამხადა. მიზეზი კი ის იყო, რომ მამაჩემს კამათი მოუვიდა მესხის ქართველ ფანთან და ჩხუბის დროს იმ კაცს ქვა ჩაარტყა თავში და მძიმე დაზიანება მიაყენა, რის გამოც მამა ციხეში ჩასვეს. ამის მერე გადავწყვიტე მესხის მოკვლა და ჯერ მისი მანქანა დავაზიანე და შემდე:გ მას მუქარის წერილი გავუგზავნე, თუმცა მუქარის ასრულება ვერ შევძელი. მიმაჩნია, რომ მაგარი მომღერალი ვარ და სათანადოდ არ დამაფასეს. ამიტომ გავბოროტდი და თანაც, სამუშაო რომ არ მქონდა, ძარცვასა და მკვლელობას მივყავი ხელი...“
12 იანვარს დაპატიმრებული იონესიანი სულ რაღაც 13 დღის მერე, 31 იანვარს დახვრიტეს. მისი საქმის გამოძიება მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა დანაშაული დაუმტკიცდა და კრიმინალისტებიც გულმოდგინედ მუშაობდნენ, მათი ჩადენის ღრმა მოტივები ვერ დადგინდა.

скачать dle 11.3