კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 სოდა – სახის კანის, ასაკობრივი ლაქებისა და კბილის ემალის გასაწმენდი მარტივი საშუალება

ნინო კანდელაკი ანი რევია

  საჭმელი სოდა სხვადასხვა პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად, საკმაოდ ეფექტური და უნივერსალური პროდუქტია. ის იაფია, ხელმისაწვდომი და ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება.
  კბილების გათეთრება: აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი ან წყალი. ურიეთ კარგად, პასტისებრი მასის მიღებამდე. მიღებული მასით ჩვეულებრივად გაიხეხეთ კბილები, თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და ზომიერება, რათა არ დაიზიანოთ კბილის ემალი.
1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი. ჩაამატეთ 2-3 წვეთი პიტნის ან მიხაკის ზეთი და კარგად აურიეთ. ნარევს, დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის პასტისებრი მასა. მზა ნატურალური კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები რეგულარულად, რათა დაამარცხოთ უსიამოვნო ნადები და სუნი.
  პირის ღრუში უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ კი აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და გახსენით ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში. მიღებული ხსნარი გამოივლეთ პირის ღრუში. რეგულარული პროცედურების შედეგად უსიამოვნო სუნის პრობლემა, აღარასდროს შეგაწუხებთ.
  ლაქებისა და აკნეს საწინააღმდეგო, სახის კანის სიბერის შესაჩერებელი ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას, დაუმატეთ ერთი კაფსულა U ვიტამინი და იმ რაოდენობით წყალი, რომ ინგრედიენტების შერევით მიიღოთ ბლანტი, პასტისებრი მასა. მიღებული ნიღაბი თითების მსუბუქი მასაჟით კარგად შეიზილეთ სახის კანში რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ ნარჩენები თბილ წყალში დასველებული პირსახოცით მოიშორეთ სახის კანიდან. პროცედურის შემდეგ, გამოიყენეთ ნებისმიერი მატონიზებელი საშუალება. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, შეძლებთ კანის გატუტოვნებას, რის შედეგადაც თავიდან აირიდებთ აკნეს, ლაქების გაჩენასა და კანის ნაადრევ დაბერებას.
  ოფლის უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ: 1 სუფირს კოვზ საჭმელ სოდას, დაუმატეთ 2-3 წვეთი წყალი და კარგად გადაურიეთ. მიღებულ მასა უნდა იყოს ბლანტი. კარგად დაიმუშავეთ ამ საშუალებით იღლიები, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ მეთოდით, საიმედოდ დაიცავთ თავს უსიამოვნო სუნისა და იღლიების ჭარბოფლიანობისგან.
  ასაკობრივი ლაქების მოშორება: აიღეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. კარტოფილი გარეცხეთ, გათალეთ და გამოწურეთ. დაუმატეთ კარტოფილის წვენი სოდას და კარგად გადაურიეთ. მიღებული პასტისებრი მასით დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. რეგულარული პროცედურების შედეგად ასაკობრივი ლაქები ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხოლო ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი, ბოლომდე გაქრება.
  ქუთუთოების შეშუპების დროს: 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი ან ჩაი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. ოდნავ ტენიანი ბამბის დისკი მსუბუქად ჩაალბეთ ამ მასაში და დაიფინეთ თვალებზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თვალები გრილი წყლით და წაისვით თვალისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემი.
скачать dle 11.3