კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 მარტივი სამხილი

დეშილ ჰემეთი
  ეჭვი სადაზღვევო კომპანიას გაუჩნდა. კერძო დეტექტივიც მან დაიქირავა. ახალგზრდა, იმედისმომცემ სამართალდამცველს დაევალა, გადაემოწმებინა ერთი უბედური შემთხვევა. საქმე ეხებოდა მათ კლიენტს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ სიცოცხლე ორმოცდაათი ათას დოლარად დააზღვია. პაციენტი შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა – ყოველ შემთხვევაში, ასე ეწერა მისი ექიმის დასკვნაში. ინფარქტი რომ ყოფილიყო, იქნებ ეჭვი არც გაჩენილიყო. მაგრამ უეცარი სისხლდენა, ისიც გაურკვეველ გარემოებაში... ბატონ რედსივერს ოცდახუთი წლით უმცროსი და დარჩა. სწორედ ეს ქალი იყო ერთადერთი მემკვიდრე და მთელი ეს ფულიც მას უნდა მიეღო. ქალი ერთი წლის წინ გაშორდა ქმარს და ძმასთან ჩამოვიდა საცხოვრებლად. მაშინ მამაკაცი ძალიან დიდ ქონებას ფლობდა. თუმცა, მალევე საქმეები აერია და ვალები დაედო. ასეთ დროს დააზღვია მან საკუთარი სიცოცხლე. სადაზღვევო კომპანია ცდილობდა, გამოერიცხა რისკები და ყველაფერში ბოლომდე ყოფილიყო დარწმუნებული – ასე მუშაობენ სადაზღვევო კომპანიები. დეტექტივი, ადგილობრივ ინსპექტორთან ერთად, ჯერ იმ ექიმს ესტუმრა. ვინც სიკვდილის მიზეზი დაადგინა. ექიმი ბერარდესი, საკმაოდ უხეში, თავდაჯერებული და მკაცრი მამაკაცი აღმოჩნდა. დაუპატიჟებელი სტუმრების დანახვა დიდად არ ესიამოვნა. დეტექტივის შეკითხვებმა კი გააღიზიანა.
– რატომ გეპარებათ ეჭვი ჩემს კვალიფიკაციაში? დიახ, ჩემში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ეგ ბატონი შინაგანი სისხლჩაქცევით გარდაიცვალა. რატომ არ გავკვეთე გვამი? საჭიროდ არ ჩავთვალე. სიკვდილის მიზეზი ისედაც თვალსაჩინო იყო. მისი დის ზედმეტად აღელვებასაც მოვერიდე.
– ძვირფასი ექიმო, მე ყურადღებით წავიკითხე დასკვნა, სადაც წერია: გარდაცვლილს მხოლოდ ტუჩები ჰქონდა სისხლიანი. მაგრამ მე დეტექტივი ვარ და გულგრილად ვერ გავატარებ იმ ფაქტს, რომ გვამის გვერდით მცირეკალიბრიანი შაშხანა იპოვეს.
– ვიცი ეგ ამბავი. სიკვდილამდე ის ბაღში შაშვების დასაფრთხობად იყო ჩასული. ერთ-ერთმა მებაღემაც ნახა. მერე რა? მოკლედ, მე დარწმუნებული ვარ დიაგნოზში. ახალგაზრდავ, ტყუილუბრალოდ შეწუხდით.
ექიმის სახლიდან გამოსული დეტექტივი აღშფოთებული ჩანდა. მან ბრაზით ჩაილაპარაკა:
– ჯიუტი ვირი! არ მომწონს ასეთი ექიმები!
– თქვენ ფიქრობთ, ის მოკლეს? – ჩაეკითხა ინსპექტორი. დაბაში მსგავსი ჭორი არ გავრცელებულა.
– ეს ექიმი ჯიუტი კი არის, მაგრამ, არც ისეთი სულელია, ნატყვიარი ვერ შეემჩნია. თუმცა მე ყველაფერი უნდა გადავამოწმო.
– ჩემო მეგობარო, გარდაცვლილის დის მონახულება მოგვიწევს... მის რედსივერსი ოცდახუთიოდე წლის, გასაოცარი სილამაზის ქალი აღმოჩნდა. ლამაზ თვალებთან წამდაუწუმ მიჰქონდა ქათქათა ცხვირსახოცი ცრემლების მოსაწმენდად.
– ნუთუ არ შეიძლებოდა, ეს შეხვედრა რამდენიმე დღით გადაგვედო? ჩემი საწყალი ძმა ჯერ კარგად არც გაცივებულა. მე მის გარდა სხვა არავინ მყავს. ალბათ, არ გესმით ჩემი მწუხარება. ისე მიყვარდა ის... – ქალი აქვითინდა.
– უნდა გვაპატიოთ, მის. ძალიან კარგად მესმის თქვენი, მაგრამ, სადაზღვევო კომპანიებს მკაცრი წესები აქვთ. თავისი ინტერესების დამცველად კი მე დამიქირავეს. თავს დიდხანს არ შეგაწყენთ. მხოლოდ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, – დეტექტივმა შეხედა ქალის გარეგნობით მოხიბლულ ინსპექტორს და გაიფიქრა, რომ ის ვერცერთ მამაკაცს ვერ დატოვებდა გულგრილს, მათ შორის ექიმსაც. დეტექტივმა შეუმჩნევლად უბიძგა ინსპექტორს და ამით თავისი მოვალეობა შეახსენა.
– მის, თქვენი ძმა ავადმყოფობდა?
– არა. თუმცა, მგონი, გამახსენდა... ერთხელ მომიყვა, რომ შეტევა ჰქონდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვცხოვრობდი მასთან. მაგრამ საერთოდ არ უფრთხილდებოდა თავს... ვთხოვდი, გაეთვალისწინებინა ექიმის რეკომენდაციები. ეს დაზღვევაც... მე წინააღმდეგი ვიყავი. ცუდად მენიშნა… ეტყობა, რაღაცას ვგრძნობდი. რად მინდა ფული, თუკი ის არ მეყოლება? თავს საშინლად მარტოსულად ვგრძნობ... ისეთი უბედური ვარ... – ქალმა ისევ ამოისლუკუნა.
– მის, თოფი სად არის? შეიძლება, ვნახო?
– ალბათ, შემოსასვლელში. მე ის არ მაინტერესებს. მოახლეს ვეტყვი და გიჩვენებთ.
დეტექტივმა თოფი გასინჯა.
– მდაა... ახლა შეგვიძლია, წავიდეთ. ნახვამდის, მის!
ეზოში გამოსულმა დეტექტივმა ინსპექტორს მრავლისმთქმელი მზერა მიაპყრო.
– აბა, რას იტყვით, საეჭვო არაფერი შეგინიშნავთ?
– არა. გარდა იმისა, რომ ულამაზესი ქალია. თქვენს დამქირავებლებს სადაზღვევოდან თანხის გადახდა მოუწევთ. აშკარაა, რომ უბედურება მოხდა.
– ჰმ, ვერ დაგეთანხმებით. მე რაღაც ეჭვი მაქვს და უნდა გადავამოწმო.
დეტექტივმა მებაღე მოინახულა.
– გვამი ხომ თქვენ იპოვეთ?
– დიახ. საწყალი ბატონი...
– გასროლის ხმა არ გაგიგონიათ?
– არა, სერ. ბალახის საკრეჭი მანქანა მქონდა ჩართული, ისინი კი მოშორებით იყვნენ.
– ვინ ისინი? – თვალები აუციმციმდა დეტექტივს
მებაღემ ამოიოხრა.
– დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ, მგონი, დავინახე, რომ ბატონი და ახალგაზრდა ქალბატონი ერთად წავიდნენ სასეირნოდ.
– აჰა, ანუ, დარწმუნებული არ ხართ. მაინც მადლობა. ერთსაც გკითხავთ. და-ძმა შეხმატკბილებულად ცხოვრობდა?
– არ ვიცი, სერ. ეზოში არასოდეს უჩხუბიათ, რომ დამენახა. ან რაზე უნდა ეჩხუბათ? ამის შესახებ არაფერი ვიცი...
დეტექტივს სახეზე შეეტყო, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო.
– მეგობარო. ამ ლამაზ ქალბატონს საღამოს კიდევ უნდა ვესტუმროთ. დავალება გაქვთ, ჩვენი ნაცნობი ექიმიც მოიპატიჟოთ. შეკითხვებით თავს ნუ შეიწუხებთ, მაინც არაფერს გეტყვით.
ქალს აშკარად არ ესიამოვნა მათი დანახვა.
– მის, ჩაიზე ხომ არ დაგვპატიჟებთ. ამბობენ, რომ ყვავილების ჩაი განწყობას ამაღლებს?
– დიახ, რა თქმა უნდა... – უხალისოდ თქვა ქალმა. ცოტა ხანში ექიმმაც შემოაღო კარი.
– კლერ, საყვარელო, რა მოხდა? – მაგრამ უცებ დეტექტივი დაინახა და შეცბა...
– მობრძანდით, ექიმო. თქვენც გიყვართ ჩაი? ჩემი იდეა იყო ეს პატარა შეკრება. ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ. იმედია, ძალიან არ შეგაწუხებთ. ვხედავ, დიასახლისი დიდად აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ მე მაინც მოვყვები ამ ამბავს. მოკლედ, ერთმა ჯენტლმენმა, რომლესაც ბანკის დიდი ვალები ჰქონდა, მცირეკალიბრიანი შაშხანით მოიკლა თავი. აიღო თოფი, ლულა პირში ჩაიდო. ქვემოთ მიმართა და სასხლეტს გამოჰკრა თითი. არანაირი ნატყვიარი. მხოლოდ ცოტაოდენი სისხლის კვალი ტუჩებზე... ექიმები გაოცებულები იყვნენ. ყველაფერი ძალიან ჰგავდა შინაგან სისხლდენას. ეს ამბავი თქვენც ხომ არ გაქვთ გაგონილი, ექიმო? წყალი ხომ არ მოგიტანოთ. მეტისმეტად გაფითრდით. ქალბატონს კი, მგონი, გული მისდის.
– ოჰ, ეს მამაკაცები, როგორი ქარაფშუტები ვხვდებით, როცა გვერდით ლამაზი ქალია. მით უფრო, თუ შეიძლება, მდიდარიც აღმოჩნდეს. სასხლეტზე თითი მას არ გამოუკრავს, ეს დამ გააკეთა. თოფი პირში როგორ ჩაადებინეთ, ამას, ალბათ, თავად მოყვებით. ეჰ, ექიმო, ექიმო, მისი მოკვლის იდეა რომ ერთად შეიმუშავეთ, ეჭვი არ მეპარება. სულ არ მიკვირს, ასე რომ მოგხიბლათ. ინსპექტორო, სხვათა შორის, ყველაზე სასტიკ დანაშაულს სწორედ ასეთი, ანგელოზის სახიანი ქალბატონები სჩადიან.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3