№15 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე. რომელი სფერო მომიტანს წარმატებას?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: სახელმწიფო ზემაღალი აპარატის სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, საიუველირო, ანტიკვარიატის ან სალომბარდე საქმიანობა, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია, პოლიტიკის სფერო, ხელოვნებიდან – თეატრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავთ, მაშინ წარმატებები გელით შემდეგ სფეროებშიც: პოეზია, ლიტერატურა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ბიზნესი ან შემოქმედება, დიზაინი, სამოდელო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია.