№15 რომელი დაავადების რისკის ქვეშ დგას კონკრეტული ზოდიაქოთი დაბადებული ადამიანი
ასტროლოგიასა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის ძლიერი კავშირი არსებობს, ამიტომაცაა, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და ამ ორგანოს გამართულად მუშაობაზეა პასუხისმგებელი.
ვერძი – ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარე, ქრონიკული დაავადებები იშვიათად ემართებათ. ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი არ ეკარგებათ იმედიანი განწყობა. მმართველი პლანეტა მარსის დამანგრეველი ენეგრიის გამო ვერძების უმრავლესობა ხშირად ვარდება სახიფათო სიტუაციაში. ყველაზე სუსტი კი თავის არეა.
კურო – ფრთხილი ადამიანები არიან, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ არიან დაზღვეული დაავადებებისა და გართულებებისგან. მთავარი სისუსტე ყელი და ზედმეტი კილოგრამების პრობლემაა. მეტ-ნაკლებად, ყველა კუროს გააჩნია მიდრეკილება ქრონიკული ანგინის, ლარინგიტის, ფარინგიტისა და მსგავსი ტიპის ვირუსული ინფექციების მიმართ.
ტყუპები – დამახასიათებელია მოუსვენარი ხასიათი, ნევროზულობა და სხვადასხვა სახის ფობიები. ტყუპის ზოდიაქო, ფილტვებსა და ზოგადად, სასუნთქი სისტემის გამართულად მუშაობის საკითხს „კურირებს“. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად ავადდებიან მწვავე ვირუსული ინფექციებით, პლევრიტით, აწუხებთ ბრონქული ასთმა და ჰაერის უკმარისობა.
კირჩხიბი – ცვალებადი და პესიმისტური განწყობისკენ არიან მიდრეკილი და გადამეტებული ემოციურობიდან გამომდინარე, ხშირად საკუთარი დაავადების გამომწვევები თვითონ არიან. მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციონ საჭმლის მომნელებელ სისტემას, რათა ყოველგვარი სახის ქრონიკული დაავადების წარმოქმნის ალბათობის რისკი გამორიცხონ.
ლომი – მათი სისუსტე გულია და აქედან გამომდინარე, ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთა დიდი ნაწილი, სწორედ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის ქვეშ დგას. თუმცა, ოპტიმიზმით აღიქვამენ ნებისმიერი სახის დაავადებას. დიდი სასიცოცხლო პოტენციალი გააჩნიათ და ურთულეს დაავადებებსაც კი, ადვილად ამარცხებენ.
ქალწული – საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მანიაკური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად აწუხებთ კონკრეტული დაავადებები, კერძოდ: კუჭ-ნაწლავისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ქალწულისთვის აქტუალურია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
სასწორი – პლანეტა ვენერას მფარველობაში იმყოფებიან, რომელიც ზედმეტი წონის საკითხსა და თირკმელების გამართულად მუშაობის რიტმს არეგულირებს. თანდაყოლილი ჰარმონიის შეგრძნება ხშირად ეხმარებათ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემებს დროულად მიხედონ, თავი ხელში აიყვანონ და ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე, ორგანიზმი ჩვეულ, ჯანსაღ რიტმში დააბრუნონ.
მორიელი – ამ ნიშანს ორი უძლიერესი პლანეტა პლუტონი და მარსი მართავს, ამიტომ, არცთუ იშვიათად ვხვდებით გართულებულად მიმდინარე ეპიდემიური დაავადებების შემთხვევებს. მძაფრი ემოციებით გამოწვეული სტრესული სიტუაციები, რომელსაც მორიელები ხშირად განიცდიან, ქრონიკული დაავადებების დაწყების მიზეზი ხდება. თუმცა, ქრონიკული დაავადების დამარცხებაც წარმატებით შეუძლიათ.
მშვილდოსანი – ყოველთვის ახერხებენ დააღწიონ თავი ნებისმიერი სახის პრობლემასა და სირთულეს. მშვილდოსნის ზოდიაქო ღვიძლის გამართულად მუშაობის საკითხზეა პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს არცთუ იშვიათად აწუხებთ სწორედ ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები.
თხის რქა – მათ უმთავრესი „დამსჯელი“ პლანეტა – სატურნი მფარველობთ. თხის რქების სისუსტე კბილები, კანის დაავადებები და ძვლოვანი სისტემაა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ეგზემური გამონაყარი, პარადონტოზი ან რადიკულიტისკენ მიდრეკილება ბევრ მათგანში შეინიშნება. თუმცა, მათი უმრავლესობა, ჯანმრთელობას წლების მატებასთან ერთად იკაჟებს.
მერწყული – გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულების უმრავლესობას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, საკმაოდ დაუდევარი დამოკიდებულება აქვთ, მათ დიდ ნაწილს ხშირად ჰაერის უკმარისობა, ვენების გაგანიერება ან სხვადასხვა სახის დაავადებები აწუხებს. თუმცა, ურანის ამოუცნობი და ცვალებადი ენერგეტიკის წყალობით, ამ ადამიანებში რაიმე სახის სერიოზული დაავადება ნაკლებადაა მოსალოდნელი.
თევზები – მთავარი პრობლემა, რასაც შედეგად ამ ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს, ცხოვრების მიმართ მათივე ფსიქოლოგიურ მიდგომაში იმალება. აქედან გამომდინარე, ასტრო-დიაგნოზი თევზებისთვის ასეთია – შეცვალეთ აღქმა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეიცვლება.