№15 როგორ გადააწევინა სტალინმა ჰიტლერს ომის დაწყების თარიღი 4 წლით
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
იოსებ სტალინს მავანნი ჰიტლერთან ალიანსს აბრალებენ და საბჭოთა კავშირ-გერმანიას შორის დადებულ თავდაუსხმელობის პაქტს წარმოაჩენენ, როგორც შეთქმულებას ევროპული სუვერენიტეტის წინააღმდეგ. სინამდვილეში კი, ეს ხელშეკრულება სტალინის მიღწევა იყო – ამით საბჭოთა ბელადმა „დიდი ომი“ ორი წლით გადაავადა და დრო მოიგო... ისტორიკოსი პავლე ვასილკოვსკი წერს: „1959 წელს, ჯერ კიდევ მასაჩუსეტსის შტატის სენატორმა, ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ საპრეზიდენტო კამპანიის დროს განაცხადა: დაახლოებით, 20 წლის წინ (1930 წელს) სტალინმა და ჰიტლერმა ევროპულ სუვერენიტეტზე შეტევა განახორციელეს და დაარღვიეს. ჩვენ, ამერიკელები კი, მსოფლიო წესრიგს დავამყარებთ და მსგავს უსამართლობას არასოდეს დავუშვებთო... მომავალი პრეზიდენტის ამ პუბლიცისტურ განცხადებაში მთავარი იყო სტალინის ხსენება. 1960 წელს შეერთებული შტატების მთავარი პოლიტიკური კონკურენტი საბჭოთა კავშირი იყო. საბჭოეთი კი სტალინთან ასოცირდებოდა და კენედის სწორედ სტალინისთვის უნდა დაერტყა, რომ კომუნიზმით დაშინებული თანამემამულეების გულები მოეგო და სანუკვარი მიზნისთვის, პრეზიდენტობისთვის მიეღწია. ჰიტლერი კი მეოცე საუკუნის 60-იანი წლების მიჯნაზე სრულიად სამართლიანად იყო აღიარებული მსოფლიო ბოროტებად და სტალინის მასთან მიბმა ის იდეოლოგიური სვლა იყო, რომელსაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ დასავლელი პოლიტიკოსები და პიარ-ტექნოლოგები...
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა: „ჯონ კენედის იმ ცნობილ სიტყვაში, სადაც მომავალი პრეზიდენტი სტალინს ჰიტლერთან აიგივებს, რომელმაც ევროპა მიწასთან გაასწორა და ფაქტობრივად, მასაც ბნელეთის მოციქულად სახავს, ერთი „უმნიშვნელო“ ნიუანსია გამოტოვებული. ეს ნიუანსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჰიტლერს სწორედ ამერიკისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ოლიგარქიულ-პოლიტიკური ელიტა უწყობდა ხელს და აგულიანებდა, აფინანსებდა მას. ფიურერს მათვე ჩაუგდეს ხელში მთავრობა. სტალინი კი მხოლოდ ამ ჭირის შეჩერებას ცდილობდა და სწორ დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამდა, რასაც ახლა სწორედ მის წინააღმდეგ იყენებენ...“
ვინც ისტორიაში ზედაპირულად მაინცაა ჩახედული, იცის, რომ ჰიტლერს, სწორედ, ანგლო-ფრანკებმა ჩაუგდეს ხელში ნახევარი ევროპა ერთი გასროლის გარეშე და ამაში მათ შეერთებული შტატები უჭერდა მხარს. მთელი ამ მხარდაჭერის კამპანიის მიზანი კი ის იყო, რომ ჰიტლერი საბჭოეთზე გაელაშქრებინათ და როდესაც მომავალ სისხლისმღვრელ ომში ორივე მხარე ერთმანეთს შეასუსტებდა და დიდი დანაკარგით დაამთავრებდა, დასავლური კოალიცია (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ) საკუთარ თავზე აიღებდა ევროპაში წესრიგის დამყარებას და შედეგად, ერთი მხრივ, გერმანიას „ჩაარტყამდა თავში“, მეორე მხრივ კი, საბჭოთა კავშირს „მოათვინიერებდა“ და მის უდიდეს რესურსებს დაეუფლებოდა... როგორც აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი ამბობდა: „დასავლეთის გეგმა „ევროპული წესრიგის“ თაობაზე საკმაოდ კარგად იყო შედგენილი და გათვლილი, მაგრამ ბოლომდე არ გაამართლა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, გერმანია მიწასთან გასწორდა და საბჭოეთიც ძალიან დაზარალდა ამ ომისგან, მაგრამ სტალინი და საბჭოთა ხალხი უტეხი და ფოლადივით გამძლე გამოდგა, რასაც ვერანაირ გეგმაში ვერ გაითვალისწინებდი. ამიტომ, ომის შემდგომ პერიოდში დაკნინებული საბჭოეთის ნაცვლად დასავლეთმა მიიღო მძლავრი საბჭოეთი, რომელიც გმირმა ხალხმა და მისმა წინამძღოლმა (სტალინმა) მსოფლიო პოლიტიკის ლიდერად გადააქციეს...“
ამ ბოლო წლებში განსაიდუმლოებული საბუთებიდან ცნობილი ხდება, როგორ ამზადებდა დასავლეთი ჰიტლერსა და გერმანიას საბჭოეთთან ომისთვის და ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ მას. 1937 წლის იანვრის შუა რიცხვებში საბჭოთა დაზვერვას რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ სტალინს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ჰიტლერი 1937 წლის ივლისის დასაწყისში საბჭოეთზე თავდასხმას აპირებდა და ამისთვის ინტენსიურად ემზადებოდა... ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „1936-1937 წლების მიჯნაზე „წითელი არმია“ მხოლოდ და მხოლოდ იწყებდა მოდერნიზებას. იმ პერიოდის გერმანიის არმია ორჯერ სჯობდა ჩვენსას. ეკონომიკური მაჩვენებლებითაც ორჯერ გვისწრებდნენ ფაშისტები, ხოლო მათი სამხედრო მრეწველობა სამჯერ ჩვენზე ძლიერი იყო... სტალინს რომ ჰიტლერის მზადების შესახებ შეატყობინეს, მან მთელი რიგი ღონისძიებები დასახა. პირველ რიგში, გაძლიერდა ჯარის მოდერნიზაციის პროცესი, დაჩქარდა ეკონომიკური განვითარების ტემპები, გაოთხმაგდა სამხედრო მრეწველობა... გარდა ამისა, სტალინმა გერმანიასთან ახლო, საქმიან-დიპლომატიური ურთიერთობის გაძლიერება დამავალა და ჩვენი დიპლომატია გერმანულ ფრთაზე გადაერთო...“
სტალინმა პირველი დიპლომატიური ნაბიჯი იმით გადადგა, რომ გერმანიაში ებრაული წარმოშობის საბჭოთა ელჩი იაკობ სურიცი რუსი კონსტანტინე იურენევით შეცვალა. საბჭოთა დაზვერვას კი დაავალა, კვალიფიციური დეზინფორმაციების მომზადება, რომლებსაც ფაშისტებს „შეაჩეჩებდნენ“. რომელთა მიხედვითაც, საბჭოთა ჯარისა და სამხედრო წარმოების სიძლიერე არამც თუ ჩამოუვარდებოდა, არამედ სჯობნიდა კიდეც ფაშისტური გერმანიისას, იქ ყველაფერი გადაჭარბებულად იყო მითითებული და ჰიტლერი ამანაც შეაკავა. გარდა ამისა, საბჭოეთ-გერმანიამ ეკონომიკური ხელშეკრულებებიც გააფორმეს. ამ ყველაფერში 2 წელი გავიდა და სტალინმა ქვეყანა მნიშვნელოვნად გააძლიერა. 1939 წელს კი თავდაუსხმელობის პაქტი დაიდო – სტალინმა კიდევ 2 წლით გადასწია ომი და ქვეყანა კიდევ უფრო მოაძლიერა... ტყუილად არ დაწერა ჰიტლერმა თავის დღიურებში, რომ ჯერ კიდევ 1937 წელს უნდა დავსხმოდი თავს საბჭოეთს და სტალინმა მომატყუაო.“