კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ექიმის რჩევები

კითხვა: წლებია, ბებოს სახეზე ყავისფერი ლაქები აქვს. ერთი წლის წინათ კი საფეთქელთან გაუმწვავდა – თავიდან ფუფხს იკეთებს, მერე ეს ფუფხი სძვრება, რაღაც პერიოდი სიწითლე აქვს და მერე ისევ ფუფხს იკეთებს. ასე გრძელდება სულ. რამდენიმეჯერ ფუფხის შიგნით დაჩირქდა კიდეც. ექიმთან ვიზიტს ვერ ვახერხებთ. რა შეიძლება, იყოს?
პასუხი: აღწერით ფსორიაზს ჰგავს. სწორი დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასანიშნად ექიმთან ვიზიტია საჭირო. მანამდე შეგიძლიათ, გამოიყენოთ დიპროსალიკის მალამო – დღეში ორჯერ.
კითხვა: თითქმის 1 წელია, კუჭ-ნაწლავის დისბიოზის გამო ვმკურნალობ – დიეტით და საკმაოდ ძვირიანი წამლებით. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ხორც-პროდუქტით არ მოვიწამლე. ჩავიტარე იგივე მკურნალობა, მაგრამ ამჯერად არ მშველის. ჩემი მკურნალი ექიმი საქართველოში არ იმყოფება და კორონავირუსის გამო, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს დაბრუნებას. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ზოგადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემის დროს შესაძლებელია, ნაწლავური ფლორა ადვილად დაირღვეს და ისევ განვითარდეს დისბიოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ალბათ, კარგი იქნება, თუ ისევ გარკვეული ხნით დაინიშნება ფლორის აღმდგენი მკურნალობა ფერმენტთან ერთად. თუ თქვენი ექიმი აქ არ არის, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ონლაინ – მან ზუსტად იცის თქვენი მდგომარეობა, იცის თქვენი პრობლემა და შეძლებს, ადვილად გაერკვეს სიტუაციაში. ან გადაგამისამართებთ სხვა გასტროენტეროლოგთან.
კითხვა: ჩემი პატარა არის 2 თვის. როდესაც ვბანთ, ალბათ, ცოტა ეშინია და მუჭებს კრავს ძლიერად და ხელები სულ ულურჯდება, თქვენი აზრით, რაიმე საშიში ხომ არაა?
პასუხი: ახალშობილებს თერმორეგულაციის მექანიზმი და სისხლძარღვოვანი სისტემა ჩამოუყალიბებელი აქვთ. თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ ამის გამო იყოს სილურჯე. 3 თვის შემდეგ ნელ-ნელა გაუვლის (ბანაობის დროს ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურას). თუმცა, კარგი იქნება, თუ ამ ასაკის ბავშვს პედიატრს ან ნევროპათოლოგს აჩვენებთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3