კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 თაფლი – უებარი საშუალება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ფრთხილად,
ფუტკრები შეტევაზე არიან!
  თაფლი უნივერსალური და შედარებით უვნებელი საშუალებაა, მაგრამ სანამ თაფლით მკურნალობის რეცეპტებით ვისარგებლებთ, აუცილებელია, გამოვარკვიოთ, თაფლის მიმართ ალერგიულები ხომ არ ვართ.
უკანასკნელ ხანს რამდენადმე უფრო ხშირად აღინიშნება ალერგიული რეაქციები თაფლზე. ეს, როგორც ჩანს, დაკავშირებულია მეფუტკრეების მიერ ფუტკრების შაქრით გამოკვებაზე და ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებსაც ფუტკრების დაავადებების საწინააღმდეგოდ იყენებენ.
  ალერგიის წყარო შეიძლება, იყოს არა მარტო თაფლი, არამედ ქვემოთ ჩამოთვლილი მეფუტკრეობის პროდუქტებიც (დინდგელი, ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი).
  მწვავე ალერგიული შემთხვევები აღინიშნება ფუტკრის კბენის დროსაც. გაზრდილი მგრძნობელობის დროს საკმარისია ერთი დანესტვრაც, რომ მძიმე მდგომარეობა განვითარდეს: შეიძლება გაჩნდეს კანის ქავილი, გამონაყარი, სისუსტე, ლორწოვანი გარსის შეშუპება. უფრო მძიმე შემთხვევებში შეინიშნება წნევის დაცემა და გრძნობის დაკარგვა. შესაძლოა – სუნთქვის შეჩერება და სიკვდილიც კი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პირველი დახმარების გაწევა და „სასწრაფოს“ გამოძახება.
საჭიროა ნესტრის ამოღება, დანესტრილი ადგილის სპირტით მოწვა, ნაკბენზე ყინულის დადება, დაზარალებულისთვის ალერგიის საწინააღმდეგო აბის და გულის წვეთების მიცემა.
აპიტოქსითერაპია (ფუტკრის შხამით მკურნალობა) გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგანაც ფუტკრის შხამს არასწორი ხმარებისას შეუძლია ზიანის მიყენება. არ შეიძლება ფუტკრის შხამიანი პრეპარატების გამოყენება მწვავე ინფექციური დაავადებებისას, გულის მძიმე, ღვიძლის, თირკმელებისა და სისხლის დაავადებებისას, აგრეთვე, ორსულობის დროს.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
  კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისას, გასტრიტისას ამაღლებული მჟავიანობით, გახსენით 30-35 გრამი თაფლი ერთ ჭიქა ადუღებულ თბილ წყალში და მიიღეთ უზმოზე 1,5-2 საათით ადრე ჭამამდე ან 3 საათის შემდეგ ჭამიდან. ამ დროს ლორწო კუჭში განზავდება, იკლებს მჟავიანობა, თაფლი სწრაფად შეიწოვება და არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს.
თუ წყლულოვან დაავადებას დაწეული მჟავიანობა ახლავს, მაშინ თაფლიანი წყალი უნდა მიიღოთ ჭამამდე 5-10 წუთით ადრე, ამასთან, უნდა გახსნათ ის ანადუღარ ცივ წყალში. ასეთ შემთხვევაში თაფლი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას.
ნერვული დაავადებები
  ნევროზების დროს (მათ შორის გულის) და აგრეთვე, უძილობისას გახსენით 100 გრამი თაფლი 500-800 მილილიტრ ოთახის ტემპარტურის წყალში და მიიღეთ დღის განმავლობაში 3-4-ჯერ. ამასთან, ბოლოს, დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. ერთ-ორ კვირაში მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ.
  კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების, კბილის ტკივილის დროს დინდგელის პატარა ნაჭერი ჩაიდეთ მტკივნეულ კბილის ღრუში. იმისათვის, რომ დინდგელი დარბილდეს, ცოტა ხნით გაიჩერეთ პირში.
გინგივიტის, სტომატიტის, პარადონტოზის საწყისი სტადიისა და კანდიდოზების დროს მტკივნეული ადგილები მოაშრეთ თბილი ჰაერის ჭავლით, დააწვეთეთ ზედ პიპეტით რამდენიმე წვეთი დინდგელის 50%-იანი ნაყენი და კვლავ მოაშრეთ ის ადგილი დინდგელის თხელი ფენის წარმოქმნამდე. მკურნალობის კურსი 7-12 დღე. ყოველდღიური პროცედურა.
თირკმელებისა და
შარდგამომყვანი გზების
დაავადებები
შარდმდენი საშუალება: სიმინდის თმას დაასხით წყალი და ჩადგით 15 წუთით წყლის აბაზანაზე (მდუღარე წყლიან ქვაბში). შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 30-40 წუთი გასაცივებლად.
გაწურეთ, შეავსეთ ნაყენი მდუღარე წყლით 200 მილილიტრამდე, დაუმატეთ თაფლი და მოურიეთ სრულ გახსნამდე. მიიღეთ 1/4 ჭიქა ყოველ ოთხ საათში 5 დღის განმავლობაში.
თირკმელების, შარდის ბუშტის დაავადების, გაძნელებული მოშარდვისა და შარდის ბუშტში კენჭების დროს აურიეთ თანაბარი რაოდენობით ნიახურის თესლი და თაფლი, მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.
თირკმელებში ქვიშის დროს აიღეთ 50 გრამი თაფლი და ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე.
скачать dle 11.3